აბურჯანია: მომავალ ორ თამაშს სექტემბრის მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ

AutoSharing Option
რუმინეთთან ამხანაგური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ისაუბრა.

"იმ პერიოდს, რომელიც ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად გავიარეთ, პროდუქტიულად შევაფასებ. რა თქმა უნდა, ყველანი სექტემბერში გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, მომავალ ორ თამაშს სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. ორივე მეტოქე მაღალი დონისაა და ჩემი აზრით, კარგი ტესტ-მატჩები გამოგვივა იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ, რაზე გვჭირდება მეტი მუშაობა და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი სექტემბრისთვის.

​რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის დონის სპეციალისტთან მუშაობა სასიამოვნო და ამავე დროს, საამაყოა. მას
დიდი გამოცდილება აქვს და ყოველთვის ცდილობს ჩვენ დახმარებას. გუნდის თითოეული წევრისთვის მთავარ მწვრთნელთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა", - ციტირებს აბურჯანიას nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არანაირი პირადული, მაგრამ მისი თამაშის ანალიზით არ მგონია ამ ბიჭს მომატების რესურსი ქონდეს, ჩემი შეფასებით შენელებული კადრია-ასე მოძრაობს და ასე ფიქრობს,არანაირი კრეატივი, მრჩება შთაბეჭდილება იძლებით გადის მოედანზე , სამსახურში რომ არ გინდა წასვლა, არადა საჭიროა.სამწუხაროდ ასე მარტო გიორგი არ არის , საფეხბურთო ინტელექტი და დისციპლინა უმეტესობას არ აქვს. ინტელექტით მარტო ჩახკვეტაძე გვყავს, ჩვენს კაპიტანსაც აკლია, მებრძოლია და საჭირო კაცი, მაგრამ ..... ფიზიკასთან ერთად ეს უნარებიც ძალიან მისახედია
გუსანი
11:27 02-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული