"წიტაიშვილისთვის რთული იყო, ნაკრებში მოხვედრის იმედი ჰქონოდა" - უკრაინული მედია გიორგიზე წერს

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შემდეგ უკრაინულ პრესაში მასზე აქტიურად იწერება.

ffodessa საკმაოდ ვრცელ სტატიას აქვეყნებს:

"უკრაინაში ახლა ასე ადვილი არ არის ეროვნულ გუნდში მოხვედრა - წიტაიშვილს საკმაოდ დიდი კონკურენტები ეყოლებოდა როგორც ნაკრების ამჟამინდელი ფეხბურთელების, ასევე ახალგაზრდა მოთამაშეების სახით.

როდესაც გიორგის "დინამოში" შანსი მიეცა, პრემიერლიგაში 10 მატჩი მას გოლი არ გაუტანია და მხოლოდ ერთი საგოლე პასი ჰქონდა. ასევე, "ვორსკლაში" ჩატარებულ 4 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. წიტაიშვილი დაშავდა და სეზონი გამოტოვა. დიახ, უკრაინაში ასეთი ფონზე რთულია, ვინმეს ნაკრებში
მოხვედრის იმედი ჰქონდეს.

საქართველოს ეროვნულ გუნდს ჰყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელი - ეს არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ძირითადად, მარცხენა მხარეს თამაშობს. გიორგისთვის ადვილი არც მარჯვნივ დამკვიდრება იქნება - 25 წლის ლევან შენგელია კლუბში კარგი მოთამაშეა, თუმცა მან ჯერ ვერ მოახერხა ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება (გოლების გარეშეა და საუკეთესო მატჩებს მხოლოდ სუსტ მეტოქეებთან აჩვენებს). 26 წლის საბა ლობჟანიძე თურქეთში საკმაოდ წარმატებულია. 28 წლის ჯაბა ჯიღაური უცხოური მოგზაურობებიდან დაბრუნდა და ამჟამად კი ბათუმის "დინამოში" კარგი სეზონი აქვს.

დიახ, იქ ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონები არ არიან, მაგრამ საქართველოს ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ბუნებრივია, ნატურალიზაციამდე წიტაიშვილმა ვილი სანიოლთან ისაუბრა და ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგის მიმართ ინტერესი გამოხატა. ეს არ უარყოფს კონკურენციის თემას, რომელიც თავისებურად მკაცრია...

გიორგის ადამიანურად უნდა გავუგოთ, საქართველო ხომ მისი წინაპრების სამშობლოა. ასე რომ, მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია.
ამავდროულად, სამომავლო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია უკრაინაში მოთამაშე ახალგაზრდებთან მიმართებით მკვეთრი ცვლილებების შეტანა.

ფეხბურთის აბსურდული კანონის გათვალისწინებით, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, ვინც ახალგაზრდულ ნაკრებსა და ასევე, ეროვნულის არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობდა, შეიცვალონ ფეხბურთის მოქალაქეობა. აუცილებელია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან უფრო სერიოზულად ვიმუშაოთ.

წიტაიშვილი ნიჭიერი მოთამაშეა. ქართველს, თუმცა ისრაელში დაბადებულსა და უკრაინაში გაზრდილს, მორალური უფლება აქვს, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. გიორგის მეგობარ ქვეყანაში წარმატებები ვუსურვოთ!"

altგიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო

alt"ის წავიდა ნაკრებში, რომელმაც ვერ შეძლო ჩრდ. მაკედონიასთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება" - უკრაინული გამოხმაურებები წიტაიშვილზე





მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგრე რა თქვე კა ხალხო რა დაიბოღმეთ მაშინ.
0
სწორი ანალიზია,ბოლო ბოლო ქართველია და აირჩია თავის ქვეყნის ნაკრებში თამაში. უკრაინის ნაკრებში რა თქმა უნდა დიდი კონკურენციაა მის პოზიციაზე. ჩვენ კი დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს და იმედია თავს გამოიჩენს, თან მარჯვენა ფლანგაზე უკონკურენტო არავინ არის. ჩვენ ნაკრებს მომავალი აქვს და იმედია ბიჭები გააგრძელებენ განვითარებას, ესპანეთთან და ბერძნებთან მარტო კვარა საკმარისი არ გამოდგა!
zaza
18:08 02-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული