"გაგვიმართლა... წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ" - სანიოლი რუმინეთთან მატჩს ობიექტურად აფასებს

AutoSharing Option
გასვლაზე ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 2:1 სძლია, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კი ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.

"რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო. პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა ვთვლი, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა. გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს და უპირატესობის მოპოვება ამ მომენტში მოვახერხეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, რადგან ივნისში თამაში ფეხბურთელებისთვის ადვილი არაა, თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.

​არ ვფიქრობ, რომ რუმინეთმა სუსტად ითამაშა, მათ მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა წითელი
ბარათის შემდეგ თამაში რთულია. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს. შესაძლოა, დღეს ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო.

რუმინეთის თამაშის განხილვისას დავინახეთ, რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ბურთის კონტროლისას ექმნებოდა, მათ კონტრშეტევების გაკონტროლება უჭირდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვთვლი, რომ დღეს რუმინეთმა ცუდად ითამაშა. ეს გუნდი რამდენიმე დღეში ინგლისს დაუპირისპირდება და წარმატებას ვუსურვებ ამ შეხვედრაში", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 32 /
მომწონს ეს კაცი რა. ტიპი სულ რაღაცას იწერს. სულ იძლევა დარიგებებს. ადრე გინახავთ ვინმეს რომელიმე მწრთვნელი რამეს იწერდა ნაკრების თამაშისას? კაცი იმენა ასწავლის და არა მარტო მე ვარ მწრტვნელი და ასე უნდა ქნათ. კაცმა რომელსაც ნახევარი ძირითადი არ ყავდა რუმინეთს მოუგო. მიდი ვილი. მჯერა რომ საქართველოს ისეთ კვალზე დააყენებ რომ მალე საფრანგეთის ნაკრების გაწრთვნას შეგეხვეწებიან
simartle
02:56 03-06-2021
0
მოკლედ არ ვიცი რა და როგორ, მაგრამ ძალიან ადეკვატური ტიპაჟია ვილი, რაც კარგია, ისე რას წარმოვიდგენდი როგორც ბავშობიდან ბაიერნის გულშემატკივარი, რომ ვილი მწვრთნელად დადგებოდა:D თან საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, უცნაური რამაა ცხოვრება:D
kaxa
02:45 03-06-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული