republicworld-ის პრევიუ და პროგნოზი: ნიდერლანდები - საქართველო 2:1

AutoSharing Option
republicworld-მა ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების კვირას ენსხედეში ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩს პრევიუ მიუძღვნა:

"ეს ევროპის ჩემპიონატის წინ ნიდერლანდელთა ბოლო შეხვედრაა. 2 მაისს ფრანკ დე ბურის გუნდი შოტლანდიას დაუზავდა (2:2), ბოლო 3 მატჩში დაუმარცხებელია და გამარჯვების იმედი აქვთ. საქართველომ კი რუმინეთს სძლია (2:1) და ფიფას რეიტინგში 91-ე პოზიციაზე მყოფმა გუნდმა 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ნიდერლანდებს ევროპირველობაზე კორონავირუსით დაინფიცირებული "ვალენსიას" მეკარე იესპერ სილესენი ვერ დაეხმარება, აგრეთვე "ლივერპულის" ცენტრალური მცველი ვირგილ ვან დეიკი, რომელიც მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის.

მოსალოდნელია, რომ საქართველოს
ეროვნულ გუნდში მეკარე გიორგი მამარდაშვილისა და თავდამსხმელ სერგო კუხიანიძის დებიუტი შედგება, ვილი სანიოლი ასევე დავით ხოჭოლავას, ნიკა კვეკვესკირსა და თორნიკე ოქრიაშვილს ათამაშებს.

მასპინძლებს ბევრი კარგი შემტევები ჰყავთ, როგორებიც არიან: მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი და ჟორჟინიო ვეინალდუმი.

ჩვენი პროგნოზი: მასპინძლების მოგება - 2:1.

მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას დიდ ბრიტანეთში ტელეარხი Sky Sports შემოგთავაზებთ და Sky Go-ც გადასცემს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი ნიუსების დაკიდებას გელაც კი ვერ ასწრებს
Levani
05 ივნისი 2021 21:41
1
როგორ მიყვარს ეს პროგნოზები ყოველთვის უკუღმა ჯდება. ისე ერთსაც თუ არ გავატანინებთ მთლად კარგი იქნება. მაგარი ბიჭები გვყავს ყველას იმედი მაქვს მთავარია დარტყმებს არ მოვერიდოთ ხოლმე
ლევანი
05 ივნისი 2021 21:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული