გაუტანს თუ არა მიქაუტაძე გრანდს?! - სავარაუდო შემადგენლობა ნიდერლანდების წინააღმდეგ

AutoSharing Option
რუმინეთთან გამარჯვებით კარგ ხასიათზე მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 6 ივნისს, ევროპული ფეხბურთის ერთერთ გამორჩეულ წევრ ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს ენსხედეში, "დე გროლში ვესტეზე" დაუპირისპირდება.

SPORTALL.GE-ის ვარაუდით, დღევანდელ შეხვედრაში ვილი სანიოლი იმ შემადგენლობას დაეყრდნობა, რომელიც შემოდგომის ოფიციალური შეხვედრებისთვის, მეტ-ნაკლებად, ოპტმალურად მიგვაჩნია. შეგახსენებთ, ამჟამად გუნდთან ერთად არაა ერთერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. ნაკრებს სხვა მოთამაშეებიც აკლია - ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე...

მეკარე - სანიოლი დებიუტანტებზე დაყრდნობას არ ერიდება, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, ძლიერ მეტოქესთან კარს ნაკრების ძირითადი კიპერი, გიორგი ლორია დაიცავს.

მარჯვენა
მცველი
- რუმინეთთან მატჩამდეც ვწერდით, რომ დიდი შანსი იყო პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დაცვის ფლანგზე გრიგოლ ჩაბრაძე ყოფილიყო, ნიდერლანდებთან კი ოთარ კაკაბაძეს ეასპარეზა. ფრანგი სპეციალისტი ასე მოიქცა თავის სადებიუტო მატჩებში და იმავეს ველით ახლაც - მარჯვნივ კაკაბაძეს უნდა დააყენოს.

მარცხენა მცველი - გურამ გიორბელიძე ავსტრიაში გამართული შეხვედრების გამო, ეროვნულ ნაკრებს ყველაზე გვიან შეუეერთდა და მისი რუმინეთში თამაში გამორიცხულიც იყო. დღეს, კი, სავარაუდოდ, ძირითადში ვიხილავთ. საინტერესოა, ამ დონის მეტოქის წინააღმდეგ ახალგაზრდა მცველი თავს როგორ წარმოაჩენს...

ცენტრალური მცველები - პლოიეშტში გამართულმა მატჩმა დაგვარწმუნა, რომ გურამ კაშიას გარეშე დაცვის ცენტრალურ ზონას დალაგება და სტაბილურად თამაში უჭირს, ასე რომ, ნაცნობ ქვეყანაში კაშიას სასტარტოში ველით.

დიდი შანსია, სანიოლმა დაცვის ხაზის ის წყვილი აღადგინოს, რომელსაც ოფიციალურ მატჩებში დაეყრდნო და თბილისის "ლოკომოტივის" გამოცდილ მცველს ლაშა დვალი შეუწყვილოს.

ნახევარმცველები - რუმინეთში გამარჯვებას მას შემდეგ მივაღწიეთ, რაც მოედანზე ოთარ კიტეიშვილი გამოჩნდა. ამიტომ, "შტურმის" ფეხბურთელს ნახევარმცველების სამეულში აუცილებლად ველით. დიდი ალბათობით, ოთარმა ისევე როგორც წინა შეხვედრაში, ნიკა კვეკვესკირი უნდა ჩააცვლოს.

გიორგი აბურჯანიამ განვლილ მშვენიერი შთაბეჭილება დატოვა და ნაკრებში სადებიუტო გოლიც გაიტანა. მას ძირითადში ველით. თან თამაში იმ არენაზე მოუწევს, სადაც "ტვენტეს" რიგებში ასპარეზობდა.

ბუბა დაუშვილმა მოგებულ შეხვედრაში დიდი ენერგია დახარჯა, ორთაბრძლოებს არ ერიდებოდა და მოძრავიც იყო. ენსხედეში კი ვაკო გვილიას სასტარტოში გამოჩენას ვვარაუდობთ, მას წინა შეხვედრაში ცოტა დრო მიეცა.

შეტევის ფლანგები - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მას ზურიკო დავითაშვილის საქმეში ხილვა სურდა. კვარაცხელიას არყოფნაში და იმ ფონზე, როცა წინა მატჩში ოქრიაშვილმა და შენგელიამ იასპარეზეს, დღეს მათ შესაძლოა, დასვენების საშუალება მიეცეთ, დავითაშვილს სასტრატოში ველით.

საბა ლობჟანიძე რუმინეთში ცვლილებაზე მშვენივრად შემოვიდა. ჩანს, რომ მის მიმართ სანიოლს ნდობა აქვს და მისი სასტარტოში ხილვა რეალური ჩანს.

ფორვარდი - გიორგი მიქაუტაძეს ისევ სასტარტოში ველით - ის ნაკრებს კარგად შეეწყო, გოლიც გაიტანა და შესათმაშებლად ახლა უფრო მეტი დრო ექნება. თანაც, ნიდერლანდების დონის მეტოქესთან კიდევ ერთი გოლის გატანა უფრო მეტად ფასობს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
მიქაუტაძეს ძალიან ვგულშემატკივრობ შეუძლია ამ ბიჭს რომ ძალიან დიდი პრობლემა მოგვიგვაროს თავდამსხმელის პოზიციაზე აი ცისარტყელას სამკლაურიანი ნაკრების კაპიტნად არ უნდა იყოს
38
Ლორიას ნაცვლად მამარდაშვილს ვისურვებდი, ასევე არ მეიმედება დავითაშვილი ფლანგზე.
niko
16:08 06-06-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული