მეკარე - გიორგი ლორია ნაკრების ძირითადი კიპერია, რომელსაც ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა კარის დაცვა შემოდგომის პირველ შეხვედრაშიც უნდა ანდოს.
წინ კიდევ ორი მატჩია და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილის სანაკრებო დებიუტს უფრო მეტად მაშინ უნდა ველოდოთ.
მარჯვენა მცველი - თუკი სანიოლის განვლილი შეხვედრების მიხედვით ვიმსჯელებთ, კოსოვოსთან მატჩში გრიგოლ ჩაბრაძე სასტარტოში უნდა ვიხილოთ. ამ პოზიციაზე
ცენტრალური მცველები - თუკი რამემ ხელი არ შეუშალა, დავით ხოჭოლავასა და გურამ კაშიას წყვილი შესარჩევი ეტაპის ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს.
ფრანგი სპეციალისტი კაშიასა და დვალს შესარჩევი ეტაპის საწყის მატჩებში სტაბილურად დაეყრდნო. ახლა "კოპენჰაგენისა" და "სლოვანის" უკანახაზელები ნაკრებში ყველაზე გამოცდილი და ამავდროულად, კარგ ფორმაში მყოფნი არიან.
მარცხენა მცველი - ირაკლი აზაროვს სანაკრებო დებიუტი უკვე ჰქონდა. ის ახლა მშვენივრად გამოიყურება და ევროტურნირებზე თამაშით საერთაშორისო პრაქტიკაც დააგროვა.
გურამ გიორბელიძე ობიექტური მიზეზების გამო უთამაშებელია. გუნდთან ერთად რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ მისი ხილვა ესპანელთა წინააღმდეგ
უფრო რეალური ჩანს.
ნახევარმცველები - ჯაბა კანკავა რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ამას ბევრი მსჯელობა არ სჭირდება.
მთავარი მწვრთნელი ამ ეტაპზე გვილიასა და კვეკვესკირს არ ენდო, ნაკრებში გამოძახებული გიორგი აბურჯანია კი დიდი ხანი არაა, რაც მომჯობინდა. ასეთ დროს თითქოს მურთაზ დაუშვილის შანსები უნდა გაიზარდოს, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში არც ის იმყოფება.
ბოლოდროინდელი თამაშისა და საკუთარი გუნდის მოედნის ფაქტორის გამოც (მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება) სანდრო ალთუნაშვილის დებიუტი გამორიცხული სულაც არაა - სანიოლის მხრიდან კიდევ ერთ ახალბედაზე დაყრდნობა მოულოდნელი გადაწყვეტილება ისედაც არ იქნება.
გუნდის მესამე ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილია - ის ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში კარგად მოქმედებს, მაგრამ გამთამაშებლად უფრო მეტად პროდუქტიულია.
შეტევის ფლანგები: საბა ლობჟანიძე და ვაკო ყაზაიშვილი ისეთ ფორმაში არიან, კოსოვოს წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყონ. საბა ჩვეულ ადგილზე ითამაშებს, კვარაცხელიას არყოფნაში კი "ულსანის" შემატევს მარცხნიდან ველით. ვაკოც უკეთესი "ათიანია", ვიდრე ფლანგელი, მაგრამ ახლა ეს მოცემულობაა.
ფორვარდი - სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს - აწ უკვე "სერენის" წევრი ძალიან მოწადინებულია, რათა საქართველოს ნაკრებში თავისი გოლების ისტორია გაამდიდროს.
სასტარტო შემადგენლობის ვერსიაში ორ ისეთ მოთამაშეს ვერ ვხედავთ, რომელთა თამაში ქართველ გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებთ - "ჯვაროსნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე და დებიუტის მომლოდინე გიორგი წიტაიშვილი. დიდია შანსი, ამ ფეხბურთელებმა კოსოვოს წინააღმდეგ მონაწილეობა მიიღონ, თუმცა რამდენი დრო დაეთმობათ, ამას ერთად ვნახავთ...
სანიოლს ოფიციალურ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე პირველად უწევს გამოსვლა, თუმცა მან და საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს დიდი დანაკლისი წარმატებაში ხელის შემშლელად არ ექცეთ!
ვინ როგორ ფორმაშია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ? [PHOTO]