საქართველოში არსებული კოვიდვითარების გამო კოსოვოს ლიდერი დააკლდება

AutoSharing Option
როგორც newsport.al იტყობინება, კოსოვოს ნაკრებს საქართველოსთან ხვალ, 2 სექტემბერს გასამართ მატჩში გუნდის ლიდერი მილოტ რაშიცა დააკლდება.

პრემიერლიგური "ნორვიჩის" შემტევს საქართველოში ჩამოსვლაში ხელს ჩვენს ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება უშლის - თუ რაშიცა ბათუმს ესტუმრება, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ვეღარ დაბრუნდება, რადგან ბრიტანელებს საქართველო წითელ ზონაში ჰყავთ შეყვანილი.

როგორც ვამბობთ, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეს რთული ვითარება რაღაცაში მაინც წაგვადგა...

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებ გუნდებს შორის ხვალ, 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ არენაზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაინც მგონია, რომ მთლად მარგებელი ჭირი არ უნდა იყოს, - მაგ პრინციპით, ყველა ქვეყანამ რომ გაგვაწითლოს, პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონად უნდა გამოგვაცხადონ.... თანაც კოსოვოსთან, რომელსაც დე იურე არ ვაღიარებთ და ახლა ისე გამოდის, თითქოს ჩვენ კი არა, ისინი არ გვაღიარებენ ღირსეულ მეტოქედ... მე თუ მკითხავთ, ღირსეული ქვეყანა ამ თამაშს სულაც ნეიტრალურზე ჩაატარებდა, მითუმეტეს, გულშემატკივარი მაინც არ დაიშვება, ჩვენს ქვეყანაში მაგათი დროშა- ჰიმნების ფრიალ- გრიალი დე იურე შეურაცხყოფაც იქნება და დეფაქტოც.... და ბოლოს - რამდენად ღირს ბათუმის მშვენიერი სტადიონის საერთაშორისო დონეზე გახსნა იმ ქვეყანასთან თამაშით, რომელსაც არც ვაღიარებთ და არც არასოდეს უნდა ვაღიაროთ?!...
ვოოტ
14:47 01-09-2021
3
ვერც კი ხვდებით რა დონის შეუგნებლები ხართ, როცა ასეთ რამეს წერთ: "როგორც ვამბობთ, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეს რთული ვითარება რაღაცაში მაინც წაგვადგა." თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილი კი არა ავადმყოფობა ღირს იმად, რომ თამაში მოიგო? გასაგებია, რომ ასეთ რამეს ვერავინ ვაკონტროლებთ და სადღაც, სხვებმაც ვიფიქროთ მასე, მაგრამ რამხელა უტაქტობაა მაგის დაწერა, ვერ ხვდებით?? წერა-კითხვა შეიძლება არ იცოდე, მაგრამ მაგდენი ნორმალურ საზოგადოებაში გაზრდილ ადამიანს უნდა ესმოდეს!
odala
19:27 01-09-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული