როგორც newsport.al იტყობინება, კოსოვოს ნაკრებს საქართველოსთან ხვალ, 2 სექტემბერს გასამართ მატჩში გუნდის ლიდერი მილოტ რაშიცა დააკლდება.
პრემიერლიგური "ნორვიჩის" შემტევს საქართველოში ჩამოსვლაში ხელს ჩვენს ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება უშლის - თუ რაშიცა ბათუმს ესტუმრება, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ვეღარ დაბრუნდება, რადგან ბრიტანელებს საქართველო წითელ ზონაში ჰყავთ შეყვანილი.
როგორც ვამბობთ, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეს რთული ვითარება რაღაცაში მაინც წაგვადგა...
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებ გუნდებს შორის ხვალ, 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ არენაზე გაიმართება.