"შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებში მცირე ტრავმით ჩამოვიდა, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, თუმცა დღეს საერთო ჯგუფს შეუერთდება. ოთარი კოსოვოსთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
"ყოველთვის ვცდილობ, სანაკრებო შეხვედრებს კარგ ფორმაში შევხვდე. ახლაც ასეა, მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებში ვარ და იმედია, თავს წარმოვაჩენ.
გულშემატკივრების დასწრება ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა უნდა მივიღოთ ეს მოცემულობა და დავემორჩილოთ".
გულშემატკივრების დასწრება ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა უნდა მივიღოთ ეს მოცემულობა და დავემორჩილოთ".