პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში
ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარაა, სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია, კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი, ქვილითაია

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი, რაშანი, მურიქი, კასტრატი

მკითხველის კომენტარები / 44 /
1 ტაიმი ითამაშა მხოლოდ წიტაიშვილმა და აზაროვმა. ენახათ გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი, ყველაფერში უცნაური ხალხი ვართ.
დათო
02 სექტემბერი 2021 20:54
2
წიტაიშვილზე გეთანხმები ,აზაროვი ,ჩაბრაძე ,ჯიღაური საერთოდ რა უნდა მაგათ ნაკრებში ???
დევკალიონი
02 სექტემბერი 2021 22:02
1
რა თამაშებიც ვნახე გუშინ ასე სუსტად თითქმის არცერთ ნაკრებს არ უთამაშია. არც ტაქტიკა არც მონდომება, არც ტემპი. უაზრო გადაცემები…სეირნობა მოედანზე… რა ვიცი კიდევ რა…,
ჯუჯი
02 სექტემბერი 2021 22:02
0
რა სათამაშო ფორმებიც გაცვიათ (ყოვლად უსახური) იმ დონე ფეხბურთს თამაშობთ.
ფუი, მართლა უკვე რა?
02 სექტემბერი 2021 21:57
2
მართლა რა გახდა, ერთი ნორმალური ფორმების შეძენა? მაგარი უგემოვნო ფორმები აცვიათ.
ლაშა
02 სექტემბერი 2021 22:04
1
სანამ ფეხბურტის ფედერაცია აზის ნაკრების სემადგენლობას ასე იქნება
dato
02 სექტემბერი 2021 21:56
5
ეს რა არის პროსტო მართლა სად გაჩნდით ასეთი უთავმოყვარეონი ნუღარ ჩამოდიხართ თქვენ კიდე ჟურნალისტებო მოეშვით ამათზე წერას იქ გოლი გაიტანეს იქ პასი გააკეთეს ესენი არიან არაფერი საერთოდ ფეხბურთელები კი არა უთავმოყვარეო ჯოგია
იკა
02 სექტემბერი 2021 22:08
0
ეს იგივეა წყალბურთელებად ისეთი ხალხი ათამაშო, ვინც ცურვა არ იცის. აი ესაა კობიაშვილი კალაძე ხიზანას ძმური კავშირის შედეგი..
და კიდევ, ვინც ქვილითაიას ფეხბურთელობა დააბრალა, მე მისი მამის დედიკოს ........
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
02 სექტემბერი 2021 22:04
2
შტერი ვარ აბა რა ვარ! დადე წაგებაზე და სვი ცივი ლუდი. მარა მოიგებენთქვა! ეხლა ხო ვიქნებოდი იმპერატორივით? ამათი მოსაგები სად დაინახე შე შტერო, ან როდის იყო ძუნძულით თამაშს იგებდნენ, კვარა არ იქნებაო, ის არ იქნებაო, ეს არ იქნებაო და იასნია წასაგებად გაამზადეს, მე კი ვბეთქე მოგება, მოგება არა ჭირი ეცეთ ამ ქეციანებს,
არც დაღლილან მგონია, მე კი დამაბერეს საათნახევარში და...
შტერი არა ვარ? გეკითხებით; შტერზე უფრო შტერი არ ვარ??? ვარ, აბა არ ვარ!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
02 სექტემბერი 2021 23:19
1
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !
გიორგი
02 სექტემბერი 2021 22:06
0
მიწები ხართ
lukino
02 სექტემბერი 2021 20:52
1
ამაზე უსახურ, უგულო, უთავმოყვარეო, ფეხზე მკიდია (ვერ ვპოულობ კიდევ სიტყვებს)თამაშს ვერ ვიხსენებ. ნაკრების თამაშების 85-90 % მაინც მექნება ნანახი თავისი დაარსებიდან. აღიარებულმაც და არ აღიარებულმაც გადაგვიარა და გადმოგვიარა. p.s. მადლობა ლორიას, კაშოს, აზაროვსა და წიტაიშვილს.
ტარიელი
02 სექტემბერი 2021 22:01
0
ერთადერთი რაც მართლა "კარგად გამოსდით", ბურთის უკან გადაცემაა.
?
02 სექტემბერი 2021 22:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული