საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
გულისამრევი ტიპები, წიტაიშვილის გარდა
მამუკა
02 სექტემბერი 2021 22:18
3
როცა არცერთი ფეხბურთელი არ გყავს რომელსაც რაიმეს შექმნა შეუძლია, როგორ უნდა მოუგო გუნდს რომელსაც ევროპის ტოპ5 ლიგაში 9 ფეხბურთელი ყავს და შენ არცერთი. შედეგი ლოგიკურია
Dj
02 სექტემბერი 2021 22:08
4
არ არის ლოგიკური. მწვრთნელი არა გვყავს თორე ეს არ მოხდებოდა. 9 ფეხბურთელი არა კვახი პირველად ჩვენთან მოიგეს
St.
04 სექტემბერი 2021 01:46
0
სამარცხვინო ნაკრები... სამარცხვინო თამაში...
ფუ, გამჭედი გაგიწყდესა...
mamuka09ze
02 სექტემბერი 2021 22:31
2
როცა გუნდი ერთი თავდამსხმელით თამაშობს, ამ თავდამსხმელს საჯარიმოში კაცის მოტყუება ხომ უნდა შეეძლოს? თუ ქვილითაიას იმედზე ვართ, მაშინ დავანებოთ საერთოდ თამაშს თავი და ეგ არის.
ჟორა
02 სექტემბერი 2021 22:25
0
ეხლა არ ცალიათ ბოსებს, არჩევნებზე არიან გადართულები კალაძემ უნდა მოიგოს და არჩევნებში რო მოიგებენ მერე მიხედავენ ყველაფერს. არაფერი სანერვიულო არ არის
ნაციონალი
02 სექტემბერი 2021 22:29
12
ის,რაც დღეს მოხდა,სულაც არ გახლავთ მოულოდნელობა,არამედ ლოგიკურია და აი რატომ:საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2001 წლის შემოდგომაზე უნგრეთის(3:1)დამარცხების შემდეგ,მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში(ამას ხაზს ვუსვამ!)საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონის ნაკრები აღარ დაუმარცხებია!მას მერე კი,არც მეტი არც ნაკლები 20 წელი გავიდა!შუალედში ვძლიეთ მხოლოდ ყაზახეთს,ალბანეთს და ბელარუსს,სულ ეს არის!ხოლო 2010 და 2018 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლები სულაც მოუგებლად დავასრულეთ!მაინცადამაინც არც ევროპის ჩემპიონატების შესარჩევებში ვბრწყინავდით,აქაც,უკანასკნელ 20 წელიწადში მხოლოდ რუსეთი,ხორვატია და ორჯერ შოტლანდია გვყავს დამარცხებული(მალტასთან და ოთხჯერ გიბრალტართან,რომელსაც უკანასკნელად ძლივს გამოვგლიჯეთ გამარჯვება,მოგებებს არ ვთვლი)!უკანასკნელად ერთ მატჩში(შესარჩევ მატჩებს ვგულისხმობ მხოლოდ!)ორი გოლი გავუტანეთ ბულგარეთს 2009 წლის შემოდგომაზე და იქაც 2:6 დავმარცხდით(ისევ და ისევ გიბრალტართან გამარჯვებებს და მათ წინააღმდეგ გატანილ 13 გოლს არ ვთვლი)!დასკვნა:ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წყლის ნაყვა გამოდგა,დღეს სამწუხაროდ ეს უკვე ნათელია და ამას ნაწილობრივ ეთანხმება და აღიარებს ფეხბურთის ფედერაცია!სანამ მთელი ჩვენი ფინანსური რესურსი,მიმართული არ იქნება ბავშვთა ფეხბურთისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისკენ,შედეგი მუდამ იქნება ასეთი,იშვიათი გამონათებების გარდა!
Alex.F
02 სექტემბერი 2021 22:24
0
ეეჰ, არ არის ჩვენი საშველი რა...
ასეთი უმოტივაციო, უნიჭო, უტაქტიკო, უყველაფრო თამაში აღარც კი მახსენდება...
რომელიმე ქვეყანაში მაყურებლის გარეშე ტარდება თამაში, ჩვენი საწყალი ქვეყნის გარდა?
საცოდაობა, უმსგავსობა და ტრაგედიაა ყველაფერი უკვე
zaz197
02 სექტემბერი 2021 22:21
1
იცით რა ქვეყანა ვართ. შეგიძლია ყველგან და ყველაფერში ჩაისვარო მაგრამ პასუხს არავინ მოგთხოვს თუ პატრონი გყავს.
დიმა
03 სექტემბერი 2021 00:37
2
აბურჯანიასთან პირადად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ვინმე ლობირებს თუ რის საფუძველზეა ნაკრებში?
sul2
02 სექტემბერი 2021 22:26
0
ისე ამ ქვილითაიას რომ გადაეკიდეთ და ასხავთ ამდენს ეს ჩაბრაძე რატომ არის საერთოდ ნაკრებში გამოძახებულიც კი კითხვა არ გიჩნდებათ ? სისწრაფე ამას არ აქვს პოზიციას ეგ ვერ არჩევს დაცვაში არ ვარგა და წინ ხო გინდ ყოფილა გინდ არა ბოლოს კოსოვოელებიც მიხვდნენ რაც იყო და აღარც კი უდგებოდნენ და ტიპიმაინც ვერაფერს აკეთებდა. ან ამ აბურჯანიას რას კადაეკიდა და რით ვერ მიხვდა რომ კვეკვესკირი ჯობია თან ბევრად, ყაზაიშვილი ჩამოსაწერია ნაკრებიდან საერთოდ
Rezo
02 სექტემბერი 2021 22:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული