საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში სტუმრად ესპანეთს შეხვდება. 4 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ბადახოსის "ესტადიო ნუევო ვივეროზე" საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ესპანეთში არსებული კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს, 8000-მდე გულშემატკივარი დაესწრება, რაც მასპინძელი სტადიონის ტევადობის 60 პროცენტს შეადგენს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge