AS: წიტაიშვილი ახალი ალმასია - კვარაცხელიას შემცვლელი ნაპოვნია

AutoSharing Option
ესპანეთი - საქართველოს მატჩის წინ გავლენიანმა AS-მა "ჯვაროსნებზე" საკმაოდ ვრცლად ისაუბრა:

"საქართველოს ნაკრები მთავარი ვარსკვლავის გარეშე ჩამოდის - ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად არაა და ვერ შეძლებს ის სპექტაკლი დადგას, რაც თბილისში "ფურია როხასა" და შემდეგ, სტუმრად, საბერძეთის ნაკრების წინააღმდეგ შეძლო. კონტრშეტევების დროს, ხვიჩა სანიოლის გუნდისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნებოდა.

კვარაცხელია არ არის, მაგრამ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მისი შემცვლელი უკვე იპოვა - 20 წლის გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ისრაელში დაიბადა და უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია, საქართველოს ახალი ალმასია.

წიტაიშვილი ცაციაა, სანიოლმა
კი კოსოვოს წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგზე დააყენა. გიორგის საფეხბურთო ნიუანსები კარგად ესმის და აქვს შანსი, საფეხბურთო საზოგადოებას თავი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ კარგი თამაშით გააცნოს!

ფრანგმა სპეციალისტმა, სავარაუდოდ,  4-4-2 უნდა აირჩიოს. კანკავა და აბურჯანია დაცვასთან ახლოს ბევრს იმუშავებენ და კარის მშრალად შენახვას ეცდებიან. განვლილ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბურთს კოსოვოზე უკეთ ფლობდა, ახლა კი ეს წარმოუდგენელია.

"ჯვაროსნების" თამაშიდან გასათვალისწინებელი კიდევ ისაა, რომ ისინი აქცენტს გიორგი ქვილითაიაზე აკეთებენ - ტანმაღალი ფორვარდი, რომელიც "გენტის" რიგებში მშვენივრად გამოდიოდა, თავით კარგად თამაშობს და გუნდის შეტევები ამის შემდეგ გრძელდება. კიდევ ერთი დეტალი - სანიოლი აქცენტს ახალგაზრდა ფლანგელ ირაკლი აზაროვზე აკეთებს."

შეგახსენებთ, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ბადახოსში 5 სექტემბერს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. "ფურია როხა", 7 ქულით, ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს, საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს და უკანასკნელ საფეხურზეა.


altრა უნდა შევცვალოთ ესპანეთში?! - სავარაუდო შემადგენლობა



მკითხველის კომენტარები / 32 /
წიტაიშვილი თავისი ჯილკის გამო, ყველაფერი კარგის ღირსია, ხოლო მკვდრებს რაც შეეხება, არ უნდათ თამაში და ..............
სტალინი
05 სექტემბერი 2021 17:26
1
ჩვენებს ვინაიდან სირბილი ეზარებათ, წამოწოლილებმა რომ ითამაშონ ნეტავ არ შეიძლება წესების მიხედვით ???????????????????????????????????????????
???????????????
05 სექტემბერი 2021 17:29
1
ფედერაციას როგორ შეეხებიან საკუთარი დუქანივით აქვთ, მავანს საერთო ინტერესები აქვთ, აქედან გამომდინარე ფეხბურთის შედეგები ახატიათ
?
05 სექტემბერი 2021 19:04
1
სად ნახეს ერთი ქვილითაიას თამაში გენტში ))) შეცვლაზეც არ შეყავდა მწვრთნელს
ტოტტი
05 სექტემბერი 2021 17:24
0
ანორთოსისში რომ იყო იჯარით მაინც გენტის საკუთრება იყო და ეტყობა ეგ იგულისხმა, შენი თქმისა არ იყოს, ალბათ არ უყურებია ქვილითაიას თამაშისთვის უფრო სწორად ანტითამაშისთვის
სოსო
05 სექტემბერი 2021 17:39
0
ეს შეკვეთილი სტატია ხო არაა?
აბა ქვილითაია მშვენივრად სად გამიდიოდა არ გადამრიოთ
გენა
05 სექტემბერი 2021 17:57
2
ფედერაცია არის დასაშლელი თან აუცილებლად, მანამდე ესე აუშლიან ხალხს ნერვებს, პრინციპში მიზანიც ეგ არის - ყველანაირი უსამართლობა
სიმართლე
05 სექტემბერი 2021 18:49
1
უცხოელებმა შენიშნეს რომ წიტაიშვილი დიდ ფეხბურთს ითამაშებს და ეს მართლაც ასეა.გარდა იმისა,რომ იგი ბურთს კარგად აგორებს, უბურთოდ ბევრს მოძრაობს, იხსნება,ბურთთან ერთი შეხების შემდეგ პასს აკეთებს და ა.შ.ფაქტიურად ევროპული სქემებით თამაშობს,ამიტომ მასზე მალე ევროპაში ტაციაობა დაიწყება.რაც შეხება ჩვენს "ფეხბურთის მცოდნეებს" ანალიზის უნარი არ აქვთ,ვერაფერს ხვდებიან.ვერ მიხვდნენ რა დონის ფეხბურთელია წიტაიშვილი,მისი თამაშის პლიუსებზეც ვერ მიუთითეს,მაშინ როცა ევროპაში იგი ახალ ალმასს შეადარეს.ასეთი არაპროფესიონალიზმი გვაქვს ყველაფერში...
გიგა
05 სექტემბერი 2021 18:25
5
მოკლედ ქვილითაიაზე მსოფლიოში მაგარი მოთხოვნაა, უბრალოდ ქართველები ვერ უგებენ
kaxa
05 სექტემბერი 2021 17:24
1
მოკლედ ქვილითაიაა და დანარჩენი საქართველო, დაგვაბერა ამ კაცმა და რა დავაშავეთ მსოფლიოს საფეხბურთო ელიტას ვეკითხები, გჩუქნით ბატონებო, წაიყვანეთ, იქით ფულს შევაგროვებთ, გემუდარებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიითთთთთთთთთთთთთ
gori
05 სექტემბერი 2021 17:38
0
ამათ ფეხბურთი ეზიზღებათ და ძალით თამაშობენ, ვინაიდან სამსახურები ვერ იშოვეს
?
05 სექტემბერი 2021 17:59
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული