AS: წიტაიშვილი ახალი ალმასია - კვარაცხელიას შემცვლელი ნაპოვნია

AutoSharing Option
ესპანეთი - საქართველოს მატჩის წინ გავლენიანმა AS-მა "ჯვაროსნებზე" საკმაოდ ვრცლად ისაუბრა:

"საქართველოს ნაკრები მთავარი ვარსკვლავის გარეშე ჩამოდის - ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად არაა და ვერ შეძლებს ის სპექტაკლი დადგას, რაც თბილისში "ფურია როხასა" და შემდეგ, სტუმრად, საბერძეთის ნაკრების წინააღმდეგ შეძლო. კონტრშეტევების დროს, ხვიჩა სანიოლის გუნდისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნებოდა.

კვარაცხელია არ არის, მაგრამ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მისი შემცვლელი უკვე იპოვა - 20 წლის გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ისრაელში დაიბადა და უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია, საქართველოს ახალი ალმასია.

წიტაიშვილი ცაციაა, სანიოლმა
კი კოსოვოს წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგზე დააყენა. გიორგის საფეხბურთო ნიუანსები კარგად ესმის და აქვს შანსი, საფეხბურთო საზოგადოებას თავი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ კარგი თამაშით გააცნოს!

ფრანგმა სპეციალისტმა, სავარაუდოდ,  4-4-2 უნდა აირჩიოს. კანკავა და აბურჯანია დაცვასთან ახლოს ბევრს იმუშავებენ და კარის მშრალად შენახვას ეცდებიან. განვლილ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბურთს კოსოვოზე უკეთ ფლობდა, ახლა კი ეს წარმოუდგენელია.

"ჯვაროსნების" თამაშიდან გასათვალისწინებელი კიდევ ისაა, რომ ისინი აქცენტს გიორგი ქვილითაიაზე აკეთებენ - ტანმაღალი ფორვარდი, რომელიც "გენტის" რიგებში მშვენივრად გამოდიოდა, თავით კარგად თამაშობს და გუნდის შეტევები ამის შემდეგ გრძელდება. კიდევ ერთი დეტალი - სანიოლი აქცენტს ახალგაზრდა ფლანგელ ირაკლი აზაროვზე აკეთებს."

შეგახსენებთ, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ბადახოსში 5 სექტემბერს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. "ფურია როხა", 7 ქულით, ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს, საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს და უკანასკნელ საფეხურზეა.


altრა უნდა შევცვალოთ ესპანეთში?! - სავარაუდო შემადგენლობა



მკითხველის კომენტარები / 32 /
,, ეს შესარჩევი გამოვიყენოთ მომდევნო შესარჩევი ციკლისათვის '' დაიღალა ხალხი ეს ისმის 30 წელია და თაობები კი მიდიან და მოდიან შედეგი ნული. ერთი 30 წელი კიდევ ამ წრეზე ვივლით ალბათ. ჩრდ.მაკედონიას ვერ მოვუგეთ საუკუნის მატჩი, ვისაც უნდა ყველა გვიგებს, რა ქნას ერთმა 20 წლის კვარაცხელიამ. ნაკრებში რომ ხარ სული , გული , ჯანი და ღონე უნდა დადო შენი ქვეყნისათვის. გინდ სანიოლი იყოს გინდ გვარდიოლა და ანჩელოტი ერთად. სკოლა არ გვაქვს და ჩემპიონატი რას გავს და რა ქნას სანიოლმა. 1 რომ ვერ დაარყამ კარისკენ რაზეა ლაპარაკი. ვისაც ჩვენი ფეხბურთის გჯერათ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
ქართველი
06 სექტემბერი 2021 09:51
0
კარგით რა ხალხნო რა მოხდა თუ წავაგეთ 2 გზის ევროპის 3 ჰზის მსოფლიო 5 გზის ოლიმპიურ ნაკრებ კოსოვოსთან ყოველი თამააშის მერე რატომ იფუჭებთ ხასიათს იმისთვის ვინც არაა ღირსი მე ისე ვუყურებ როგორც ფარერების წაგებას უკვე კაი ხანია არც კი ვუყურებ ტრანსილაციებს ჩვენთან პრობლემა ის კი არ არის რო იგი წავა და სვა მოვა პუტინი რო წავიდეს რა ახალი დაგვიბრუნებს ჩვენ და უკრაინას ტერიტორიებს თუნდაც ნავალნი? ჩვენტან ხალხი უნდა შეიცვალოს როგორ მაგალითად ისლაბდიელი ერია თირე სხვალ პეტრე რო მოვიდეს ისევ იგივეს იზამს სკამი ადამიანს საქართველო 360 გრადუსით ცვლის იციან რო გაუვათ და ხალხზისგან არ ეშინიათ გეხსომებათ გლეიზერებ მანჩესტერში რა უქნეს მილიონჯერ იყო ფიფია მაგის ღირსი მარა დინამოს ფანკლუნი ისევ ისე დადის საქომაგოდ გეგონება ის დინამოს ის შედეგები არც კი ედარდებათ ფან კლუბები უნდა იყოს ლოკომოტივი სიტუაციის შეცვლის მარა როდესმე მატი აქცია გინახავთ ან ნაკრებების ფანკლუნის ქომაგები თუ არ ვცდები ქვილიტაიაზე მილიონი მესიჯიწავიკითხე რა უნდა ნაკრევშიო სანიოლი ამ მესიჯებს არ კითხულობს ენობრივი ბარიერის და არც მგონია ვინმე უთარჰმნიდეს ხოდა ვკითხოთ ლაივში
ნოდო
05 სექტემბერი 2021 21:09
2
ეჰ ალმასებია ეგენი 20 წლამდე, ჰა-ჰა 21 დე, მერე რიყისკენჭებათ იქცევია ხოლმე.
fff
05 სექტემბერი 2021 20:32
1
ირბინაო ტოოო! ისე თავდადებით დარბოდა, რომ ეგეთი სირბილი კაი ხანია ქვეყნის ნაკრებში არ გვინახავსო.. საასაცილოა? არა, ვაი რომ ეს ხუმრობაც მართალია და ძუნძულიდან ვერაფრით გამოვდივართ...
კ ო მ ბ ლ ე
05 სექტემბერი 2021 20:37
2
არ მოგწყინდათ წერა ერთი და იგივე თემაზე?
გიორგი
07 სექტემბერი 2021 12:32
0
წიტაიშვილი არ არის ისეთი შემოქმედებითი აზროვნების და ნიჭის როგორიც კვარაცხელია არის და ჩაკვეტაძე, საშუალო დონის ფეხბურთელია და ეს გამოჩნდა უკრაინაშიც და აქაც.
Khvicha
06 სექტემბერი 2021 09:44
0
ეხლა მთავარია ამ ბიჭს ჟურნალისტები არ შეეხონ და არ დაიწყონ აქეთ, იქით,იქ გადავა,აქ გადავა.აცალონ თამაში თუ ღმერთი გწამთ.კარგი ფეხბურთელია უდავოდ.ეს,კვარა,კიტე,ჩაკვე,მიკაუტაძე,ლობჟანიძე,მამარდა და კიდევ არის რამოდენიმე ფეხბურთელი ვიზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი და ათამაშო რომ შეთამაშდნენ.მომავლის პონტში ვიძახი,ეს ციკლი უკვე დაკარგულია და მომავალზე ვიფიქროთ.არიან ლოკოში,საბურთ.ნიჭიერი ბიჭები და გამოცადონ.
კახა ქ.
05 სექტემბერი 2021 21:19
2
ქვილითაია თავის დროზე მართლა მაგარი იყო მაგრამ ფეხი რო მოიტეხა იმის მერე ვერა დე ვერ შევიდა ჩვეულფორმაში
რობი
05 სექტემბერი 2021 19:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული