კოშმარი ბადახოსში - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:3 მარცხდება.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც არ
უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41)

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია, სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, მამუჩაშვილი, დავითაშვილი

მკითხველის კომენტარები / 43 /
ეგ არაფერი, შვიდამდეა თამაში!!! უთავმოყვარეების ჯგრო !!!
S.O.S.
05 სექტემბერი 2021 23:49
0
რატომ ყლაპავთ კომებს, ფაშისტებო ვისკენ ხართ????????????????????????????/
???????????????
05 სექტემბერი 2021 23:56
0
ისე კარგია პარალელურად სომხეთი რომ თამაშობს.პატარა შვებაა.
დიმა
05 სექტემბერი 2021 23:51
3
მამაცხონებულებო, სახლში კოსოვოსთან წაგება არ იყო კოშმარი და ესპანეთთან ამ შემადგენლობით ეს ანგარიშია ? რა სრ8ს გასაკვირი, წინასწარ არ იცოდეთ? ხუთამდე თუ ავიდნენ, ლოგიკური იქნება
: )))))))
05 სექტემბერი 2021 23:42
4
კვეკვესკირს რო არ დაუძახებ და პირობითად სამტრედიის ფეხბურთელს რო ათამაშებ ე მაშინაა კარგად საქმე:(
ჯიმა
06 სექტემბერი 2021 00:05
4
1 ტაიმის პოზიტივი!)) კომენტატორი!))
kaxi
05 სექტემბერი 2021 23:49
1
Akver vwer mblokaven sul arvici rato mara zato feisbukshi mogikitxavt federacian fexbiritelianad
Gacofebuli
05 სექტემბერი 2021 23:44
0
არაუშავს ხალხო,სამაგიეროდ რაგბიში შანსს არ ვაძლევთ
გია
05 სექტემბერი 2021 23:49
5
წიტაიშვილი როგორ არ ათამაშეთ თქვე უნამუსოებო? დაგლიჯა ტიპმა და ამათმა მაინც თავიანთები შეტენეს სასტავში. უკრაინაში უფრო დააფასებდენ,ჯერ ვერ ხვდება სად ჩამოვიდა და ვისთან აქვს საქმე
ზეზვა
06 სექტემბერი 2021 13:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული