სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
არ ვიცი რას,ვისთან ერთად გეგმავთ ბ-ნო ვილი!..მაგრამ თავად თქვენ რომ დიდი ვერაფერი პროფესიონალი მწვრთნელი ბრძანდებით უკვე გამოჩნდა!
Daviti
04:34 06-09-2021
20
საქართველოს ნაკრები- ქართული ოცნება
გუჯი
04:38 06-09-2021
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული