სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
წიტაიშვილი სად არის?
ერთადერთი კაცი
რომელსაც შეეძლო რაღაც???
თენგო
06 სექტემბერი 2021 10:43
0
აბსოლიტურად გაუგებარია წიტაიშვილის -კოსოვოსთან ერთადერთი ნათელი წერტილის საერთოდ არ გამოყვანა!! არც კომენტარი, არც განმარტება, გაუგებარი და არაადექვატურია ჩემთვის. რამე დააშავა? ტრავმა მიიღო? არ ემორჩილება მწვრთნელს?? არ ჯდება მონახაზში?(თუ არსებობს საერთოდ მონახაზი და გეგმა, რომელსაც ჩვენები ასრულებენ?)და საერთოდაც, თუ ერთი ოფიციალურ მატჩი მწვრთნელს 1 ან 2 ახალი მოთამაშის დასატესტად/დასადგენად ჭირდება, მასე 3 ჯგუფური ტურნირი(6 წელი) არ გვეყოფა რომ ბოლომდე გავიდეთ და ტესტირებას მოვრჩეთ წაგებული ოფიციალური თამაშების ხარჯზე. ამხანაგურები და შეკრებები იმისთვისაა, რომ ნორმალურმა მწვრთნელმა ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბოს და რაღაცა გამოუვიდეს თამაშის/ბრძოლის მსგავსი, თუნდაც მეორე ტაიმში რა გამონათებებიც იყო(მოგებაზე და ფრეზე აღარ არის ლაპარაკი საერთოდ)
სოსო
06 სექტემბერი 2021 10:41
0
ახალი სისხლი ჭირდება!
ხვადაგიანი აგვაშენებს თურმე!
და ძველს იყენებ?!
სად არის კვეკვესკირი!
აბურჯანიას არ ჯობია?!
რატო არ ათამაშებ მიქაუტაძეს სასტარტოში!
ქვილითაია უკეთესია?!
რატო არ ათამაშე წიტაიშვილი მეორე ტაიმი მაინც...
და რატომ არ გყავდა გამოძახებული ნაკრებში თავიდანვე კვარაცხელიას მაგივრად რომ დაუძახე მერე!
ძარია და ალთუნაშვილი მაგაზე უკეთესები გყავს?!
რისი ახალი სისხლის თავი გაქვთ,როცა იმასაც კი ვერ იყენებთ სწორად რაც გაქვთ!


ქუთაისი
06 სექტემბერი 2021 10:39
0
რეებს ბაზრობს? სულ გაუბერა? მსოფლიოს შესარჩევის თამაში იყო, ამხანაგური ხომ არ ყოფილა! ესე ხელაღებით მთელი გუნდი შეცვალო, როგორ შეიძლება! ზუსტადაც რომ, ვინც შესაცვლელი იყო ისინი არ შეცვალა. საერთოდ აბსურდული სიტუაციაა, თუ ფეხბურთელს არ შეუძლია 90 წუთი თამაში დააყენე თავიდანვე და მეორე ტაიმში შეცვალე! ვინაა ზარია? ან მამუჩაშვილი? არ ჯობდა თავიდანვე მიქაუტაძეს და ჩაკვეტაძეს დაეწყოთ?
eeeeee
06 სექტემბერი 2021 10:36
0
საქართველოს ჩემპიონატის ხალხი გასაგდებია ნაკრებიდან და მხოლოდ ჩვენი საამაყო და პატივცემული, უდიდებულესი ლეგიონერები უნდა ვათამაშოთ!ელიგის ჩამორჩენილი ხალხი ამ პრადვინუტ ლეგიონერებს ფეხებში ებლანდებიან და ამიტოამც მარცხდება სულ ჩვენი საამაყო ნაკრები!
კაკოიე
06 სექტემბერი 2021 10:21
2
არ არის ეს კაცი რეალურად ნაკრების მწვრთნელი, არა არც დიდი პროფესიონალიზმით დაიკვეხნის, მაგრამ რეალურად უფრო კატასტროფილი სიტუაცია გვაქვს, რადგან არაფრისმცოდნე ხიზანიშვილი აყენებს შემადგენლობას, მას აქვს ჩაბარებული ეგ პოსტი ფედერაციიდან და მიტომაც თახსირდება გუნდი ასე საშინლად. და საერთოდ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილი დიდი ფულის გაჭრის საშუალებად იქცა კარგა ხანია.
ირაკლი
06 სექტემბერი 2021 10:14
1
პირდაპირ არ უთქვამს მაგრამ ვაისივით ესეც გვეუბნება რომ ფეხბურთელებს არანაირი მონდომება და მოტივაცია არ აქვთ.ეს სისხლში გვაქვს ქართველებს გულგრილობა და დაკიდება.ამას ვერანაირი მწვრთნელი ვერ უშველის.ფეხბურთელების დეფიციტის ფონზე უგულოდ თამაში შედეგს ვერასდროს მოიტაბს.შემთხვევითია რო აღარ გვახსოვს ხვიჩას გარდა ნაკრებში ბოლოს გოლი ვინ გაიტანა ოფიციალურ თამაშში?არის ხვიჩა არის მუხტი და მოტივაცია.არაა ხვიჩა გუნდი იმპოტენტი ხდება და წინასწარ ეგუება მარცხს.ეს მენტალიტეტის პრობლემაა ზოგადად.
Master
06 სექტემბერი 2021 10:12
1
ნუ პროფესორობთ ძალიან გთხოვთ, ერთი თვის წინ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი იყო და დღეს როგორ გახდა ასეთ არაფროფესიონალი?
ცოტა თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ გულშემატკივრებიც.

მწვრთნელის რა ბრალია თუ ფეხბურთელს არ შეუძლია. სამწუხაროა მაგრამ ეს არის დღევანდელი ჩვენი დონე, თუ კვარა და ჩაკვე არ არიან ფორმაში სულ ასე ვთამაშობთ, ჩრ.მაკედონია გავიხსენოთ.

ესპანეთისთვის ჩვენ ვართ, ისე როგორც გიბრალტარი ჩვენთვის.

ვილი ყველას შანსს აძლევს ვინც ოდნავ მაინც იმსახურებს. იმედია მომავალში რამდენიმე ძველ უქნარებს არ გამოიძახებს და ახალი გუნდის შენებას დაიწყებს.
მენტალისტი
06 სექტემბერი 2021 10:12
10
ფეხბურთელები არ გვივარგა, მაგრამ ეს ვილიც ვერ გამოდგა. გარტყმაში არაა. ვინც ჰგავს, იმასაც ვერ იყენებს.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 11:42
0
ვილის დაეტყო ხინკალი ღიპზე
- ფედერაცია შემოჯდა ჯიპზე,
ხალხი დაგვტოვეს ჩაკლაკა ვირზე!
†„ოცნებების სასაფლაო"
06 სექტემბერი 2021 10:07
0
მეც შევამჩნიე :-) მოთუნთულდა ბიჭი.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 11:44
0
ახალი სისხლი კი არა, ვისაც თამაში შეუძლია იმათ არ ათამაშებ. ყაზაიშვილი-აბურჯანია-ქვილითაია კი ლამის საგვარეულო შეგვაზიზღეთ მთელ ერს.
რაგბის ფანი
06 სექტემბერი 2021 10:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული