"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.
კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი, რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
ყველამ დავინახეთ, რომ მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.
ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ, რა შეუძლიათ.
ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.
Meore variantia baxmaro 21 dgit :)
2. ჩაკვეტაძე ამ კონდიციებშიც კი ათი თავით მაღლა დგას კონკურენტებზე და მინიმუმ 1 სრული ტაიმის თამაში ორივე შეხვედრაში თავისუფლად შეეძლო.
3. იგივე ითქმის მიქაუტაძეზე თუმცა ჩაკვესგან განსხვავებით ის მზად იყო ორივე თამაშში 90 წუთი ეთამაშა.
4. იგივე ითქმის წიტაიშვილზე რომელიც საერთოდ დამატებით გამოიძახა. ბოლოს და ბოლოს ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონია!
5. კვეკვესკირი თავის პოზიციაზე საუკეთესოა თან მაგარ ფორმაშია. რატომ არაა ნაკრებში?
6. ლევან შენგელია! ბევრი შემტევი გვყავს ისეთი რომელიც ბელგიაში თამაშობს და ყველა თამაშში გოლი გააქვს?!
7. ბათუმის ფეხბურთელების უმრავკესობა იგივე ნიკა ნინუასთანაც კი ვერ მოვა ახლოს! რა უნდათ მათ ნსკრებში და მითუმრტეს ძირიღად შემადგენლობაში როცა ჩაკვე, მიქაუტაძე და წიტაიშვილი სკამზე გყავს?!
8. როდის იყო ქართულ გუნდებს რაიმე წარმატებისთვის მუეღწიოთ ე.წ. “აწოწილი” მარტო ფორვარდით წინ? ეს არ არის ჩვენი თამაში!
9. მამარდაშვილი პირველი და ერთადერთი ქართველი მეკარეა ესპანეთში და ზოგადი ასეთ დონეზე და წერტილი.
10. სტადიონზე თუნდაც მხოლოდ ვაქცინირებული გულშემატკივარი უნდა დაეშვათ!
11. დარწმუნებული ვარ ეს მონენტები რომ გაეთვალისწინებინათ კოსოვოსთან 3 ქულისთვის ვიბრძოლებდით ხოლო ესპანეთთან უბრალოდ ვიბრძოლებდით და ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
პ.ს. ბევრს ვფიქრობ ვინ შეიძლება ისეთი დაინიშნოს მწვრთნელად რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ესმიდეს? ალბათ შოთა არველაძე, საშა ჩივაძე ან გიო ქინქლაძე.
მას შემდეგ ჩვენი ფეხბურთის სრული დასასრულის დასაწყისი დაიწყო და ასე მივექანებით უფსკრულის ფსკერისაკენ(თუ უკვე არ ვართ ფსკერზე). მაგრამ მთავარი ხომ ფედერაციას ესენი აკონტროლებენ, ბუიჯეტი გაიხადენ საკუთარ ჯიბედ, ხალხის ფული ,ესეიგი ჩვენი ფული და ჩვენ თურმე პროტესტის გამოხატვის უფლებაც არ გვაქვს, თუ არა და გვეშინოდეს ბატონ ცქიტიშვილის ან იაშვილის და მათი ძმების ბლატავის. ჩვენ ნამდვილი გულშემატკივრები მეტი ღირსები ვარ...
ქეცბას მე-4 ადგილზე რომ ნერვი მოეშალა მთელს ქართულ გულშემატკივრობას და ჟურნალისტებს არც ვაისზე არ იღებდა ბევრი ხმას ვინც მაშინ ქეცბას აგინებდა და ახლაც როცა ყველა ვხედავთ რომ ამ მიდგომით და ასეთი დამოკიდებულებით რაც ნაკრების ხელმძვანელობას აქვს ბოლო ადგილია ჩვენთვის გამზადებული აქაც ბევრი არ იღებს ხმას სამწუხაროდ ბევრი ვეტერანი ბევრი ჟურნალისტი და ექსპერტი კვალვ კოჭს უგორებს ფედერაციას ვაი და ვინმეს რამე არ ეწყინოს გატრუნულები არიან.