სად გაქრა სანიოლის მცდელობები?! - არ გვინდა დავიჯეროთ, რომ შევცდით

AutoSharing Option
ხანდახან ფიქრობ, რომ მარცხი და გულისტკივილი უფრო დიდი გამარჯვებისა და სიხარულისთვის უნდა გამოიყენო. ჩრდ. მაკედონიასთან წაგებული ფინალის ემოციების განელების შემდეგ, როცა ვილი სანიოლის გუნდის პირველი შეხვედრები ვნახეთ, იმედი გაჩნდა, რომ უფრო დიდ წარმატებას, თანაც, უკეთესი თამაშის სტილითა და ხარისხით შევძლებდით. ადამიანი, ფეხბურთი და ოპტიმიზმი რამ გაყო?!

რაც სექტემბრის შეხვედრებში ვნახეთ, სამწუხაროდ, პირველი შთაბეჭდილების მსხვრევაა...

ჩვენ არც ისე შორეულ წარსულში გუნდი გვყავდა, რომელიც მოედანზე არწასაგებად გადიოდა და მიზანს მაქსიმალური წარმატებითაც აღწევდა. ამ ამოცანის შესრულებას თავისი მომზადება და უნარები, მათ შორის, მთავარი
მწვრთნელისაც, სჭირდება. ისე არ უნდა მოხდეს, არც დარჩე და ვერც წახვიდე...

Sportall.Ge

ერთი წუთით ყურადღება არ გავამახვილოთ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე - რამდენიმე თვის წინ ესპანეთის ნაკრებს ღირსეულად ვეთამაშეთ, ჩვენი კოზირები მაქსიმალურად გამოვიყენეთ და ცოტა დაუმსახურებლადაც წავაგეთ... ახლა კი იმავე მეტოქესთან მარცხს მსაჯის სასტარტო სასტვენამდე შევეგუეთ...

ამდენი შემოქმედებითი ფეხბურთელის დანაკლისს ჩვენზე დიდი რესურსების მქონე ნაკრებებიც ვერ გაუძლებს, მაგრამ რაღაც თეორიულად მაინც უნდა გვეცადა და მხოლოდ თავის დაცვის იმედი არ გვქონოდა...

სანიოლის არგუმენტებს, ფეხბურთელების უთამაშებლობის პრობლემასთან დაკავშირებით, თავისი გამართლება აქვს, მაგრამ თუკი გეგმა მაინდამაინც ის იყო, პირველ ტაიმში როგორმე გავუძლოთ და შემტევები შემდეგ შემოვიყვანოთო, ძალიან უცნაურია...

Sportall.Ge

ფაქტი კი ისაა, რომ მეორე ტაიმში შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ ბურთი კარგად მიიღო, შეტევა გაუგრძელა, კარში სახიფათოდ დაარტყა. იქნებ მას სასტარტოში რომ დაეწყო, ცოტა მეტი გაგვეკეთებინა და მხოლოდ მეტოქის თამაშის ცქერით არ ვყოფილიყავით დაკავებულნი...

როცა ჩვენი ნახევარდაცვა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენამ მას გარკვეული სახე შესძინა. გასაგებია, მეორე ტაიმში ესპანელები მოდუნდნენ კიდეც, თუმცა გიორგი რომ ამ ყველაფერს თავიდანვე ეცდებოდა, ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.

Sportall.Ge

გვესმის, საკადრო რესურსი შეზღუდულია, სამწუხაროდ, ეროვნული ლიგა იმ დონის არაა, მისმა ამდენმა წევრმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად თანაბრად ითამაშოს. ზოგიერთი ფეხბურთელისთვის კი საკლუბო პრაქტიკის ნაკლებობას სერიოზული დაღი დაუსვამს. ჩვენ ირგვლივ ეს დილემა სულ იქნება - ვინ მეტად იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს? თანაც, ქართველი მოთამაშეების არასტაბილურობაც გასაოცარია - ერთი სანაკრებო შეკრებიდან მეორემდე იმხელა რეგრესი აქვთ, იშვიათად კი პირიქით - პროგრესირებენ კიდეც.

ძალიან რთულია მთავარ მწვრთნელს ყველაფერი თავზე გადაატეხო, როცა არ გყავს ფლანგელი, რომელიც დაცვაშიც საიმედო იქნება და შეუტევს კიდეც; მინიმუმ, ერთ-ერთს მაინც ბოლომდე წარმატებით გააკეთებს. როცა ნახევარდაცვა (გასაგებია, ესპანეთის ნაკრებთან) ვერც ბურთის ჩაჭრას, თუნდაც ჯარიმის ხარჯზე მოწინააღმდეგის შეჩერებას ვერ ახერხებს; ის, რომ 2 პასის გადაბმაც გვიჭირდა და ბურთის ქაოსის გარეშე ამოტანა პრობლემური იყო, ეს მარტივად აღიქმებოდა...

რა თქმა უნდა, კოსოვოს წინააღმდეგ ის ძალიან ცუდი მატჩი რომ არა, ამდენი ნეგატივი იქნებ ესპანეთთან მარცხსაც არ მოჰყოლოდა, მაგრამ გულდასაწყვეტი სწორედ ისაა, რასაც დასაწყისში შევეხეთ - სად გაქრა სანიოლის მცდელობები, თანამედროვე ფეხბურთი გვეთამაშა და ყველა მეტოქესთან ჩვენი პლუსები გამოგვეყენებინა?! არ გვინდა დავიჯეროთ, რომ პირველმა შთაბეჭდილებამ შეცდომაში შეგვიყვანა...

Sportall.Ge

გამოსაცდელი გამოცდილია, ჩასავარდნი თამაში ჩაგდებულია, ამის იქით აღარაფერია... როდემდე უნდა ვთქვათ, რომ მწარე გაკვეთილებზე ვსწავლობთ. სწავლასაც თავისი ფორმები და ვადები აქვს...

და მაინც - ერთა ლიგის ფინალის სიმწარის შემდეგ ოპტიმიზმი ისევ დაბრუნდა. გულშემატკივრებს სიხარული დაეუფლათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ კონკრეტულ მოთამაშეს უკავშირდებოდა, ვიდრე გუნდურ წარმატებასა და პროგრესს...

altსანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

altმორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 51 /
სანიოლს ის ქართველი ასისტენტები უშლიან ხელს ვინც ეუბნებიან ვინ უნდა დააყენოს გუნდში. პირველი ტაიმის გუნდს ჭკუათმყოფელი მოედანზე არ გამოიყვანდა. ვინ სად თამაშობდა თვითონ არ იცოდნენ ფეხბურთელებმა ლორიას, კანკავას და კაშიას გარდა. თან მგონი მცდელობა ჰქონდა ბათუმის მოთამაშეების მოედანზე გამოყვანას გასაყიდად, თუ კარგად ითამაშებდნენ, რადგან ბათუმმა ყურადღება მიიქცია და იფიქრეს იქნებ ერთი ორი კაპიკი ამთ უცბად მეორეხარისხოვან ლიგებში გაყიდვით ვიშოვოთო. დამიჯერეთ ეს ყველაფერი ფედერაციიდან მოდის. მათი მიზანი ისევ სასწრაფოდ მოუმზადებელი ფეხბურთელების გაყიდვა და ორი კაპიკის გაგკეთებაა. სირცხვილი არც ჰქონდათ და არც არასდროს ექნებათ. შანიოლმა რა ჰქნას, იფიქრა ალბათ ეს ჩემი შანსია ქვეყნის ნაკრებსი სამუშაოდ რომ მერე ევროპაში უფრო კარგოი სამუშაო აეღო მაგრამ არ იცოდა რა ჭაობში მოდიდოდა. მთელი სისტემაა შესაცვლელი და ფედერაციაც.
niko
17:55 06-09-2021
6
წყალი არ გაუვა, რომ ფედერაციის საქმეები გამოსაძიებელია და თავად ფედერაცია სასწრაფოდ დასაშლელი. ამდენი ფული იმაში დაიხარჯა, რომ 15-დან ერთი ქულა გვქონდეს, რომ არ დახარჯულიყო უამრავი მილიონი იქნებ ხუთი ქულაც კი გვქონოდა. ფედერაციაა პირველ რიგში დამნაშავე, მაგრამ ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო, ვინაა პატრონი უპატრონო ქვეყანაში
ასეა ეს
19:50 06-09-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული