საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
გვიშველეეთ!
პეტროსი
08 სექტემბერი 2021 22:37
0
რაც წინა ფედერაციებმა დააკლეს, ამ ფედერაციამ ბოლომდე მიიყვანა საქმე და დაასამარა ფეხბურთის ქვეყანაში ფეხბურთი. უბედურებაა ესეთ უპატრონო ქვეყანაში ცხოვრება
gio
08 სექტემბერი 2021 23:03
1
არა შეჯდა მწყერი ხესა! არა იყო გვარი მისი! არ შეგვიძლია რა ეს ფეხბურთი.
ავჭალიდან
09 სექტემბერი 2021 04:09
9
რომ არ შეგვეძლოს ამდენი გულშემატკივარი არ ეყოლებოდა საქართველოს ნაკრებს და ყველა დაიკიდებდა მოგებასაც და წაგებასაც, გადი 1 დღე რომელიმე კლუბის ბავშვების ვარჯიშზე და მეორეთ მაგას აღარ დაწერ,როგორი ნიჭიერი ბავშვები გვყავს,რომ შეგვიძლია და წარმატებას ვერ ვაღწევთ ამიტომ არის გულშემატკივარი აღშფოთებული.
საქართველო
09 სექტემბერი 2021 06:59
0
მწყერი და შაშვი კი არა ფედერაციაში ვინც არის შემომჯდარი!!!
K.
09 სექტემბერი 2021 09:29
0
რეალურად დღეს ჩვენი ნაკრების თამაში დიდ წილათ არის დამოკიდებული შეტევაში ოთარ კიტეიშვილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე და შუაში ჯაბა კანკავაზე სამწუხაროდ ამ ეტაპზე მათზე უკეთესი ფეხბურთელები მათ პოზიციებზე ჩვენ არ გყავს ჩაკვეტაძე არ არის ფორმაში ფაქტიურად 1 თვეა გიორგიმ დაიწყო თამაში ხანგრძლივი ტრამვიანობის შემდეგ და მას ჭირდება დრო რომ აღიდგინოს ფორმა ზოგადად ბევრი ფეხბურთელი არ არის ფორმაში დღეს რაც დავინახე ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები ვერ უტევს როცა არის ხვიჩა გუნდი სულ სხვანეირად თამაშობს სხვა შემართება და იგრძნობა რომ ლიდერი არის მოედანზე ვისი იმედიც აქვს გუნდსაც და გულშემატკივასაც ყაზანის რუბინის ფეხბურთელია 20 წლის ბიჭია რაც გინდათ ის დარქვით მაგრამ ხვიჩა კავარცელიას გარეშე გუნდი ვერ თამაშობს.
გელა
09 სექტემბერი 2021 01:07
1
ვფიქრობ რა კომენტარი გავაკეთო და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, უიმედობის განცდა დამეუფლა, უკვე მერამდენედ
რეზო
08 სექტემბერი 2021 22:52
1
ბულგარეთის ნაკრები ფაქტობრივად შიდა ჩემპიონატიდანაა დაკომპლექტებული, სირცხვილია ჩვენები როცა კარგ გუნდებში თამაშობდნენ მაშინ მაგათ ბალაკოვი, პეტროვი და ბერბატოვი ყავდათ, კალაძეს მაშინ ბერბატოვმა ბურთი თავზე დაახია, ელემენტარული პატრიოტიზმი არ ქონდა მაშინ იმ ფორმაციის ნაკრებს, მახსოვს კალაძეზე და სხვებზე თავს უფრთხიკდებიან და პადკატსაც არ აკეთებენო, ამათ საერთოდ კლასი არ აქვთ
მამუკა სვანი
08 სექტემბერი 2021 22:30
1
რაც თავი მახსოვს კომენტატორები იძახიან მეტოქე ფიზიკურად ჩვენზე ძლიერია ... დავითაშვილი, კიტეიშვილი, ალთუნაშვილი,ყაზაიშვილი , კანკავა , გიორბელიძე , აზაროვი,ჩაბრაძე, დაუშვილი ,მიქაუტაძე -- აქედან არც ერთი არ არის 180 სმ-ზე მაღალი . /// კიდევ გააქვთ რამე კითხვები ?
აზია
08 სექტემბერი 2021 22:27
3
180 თან რა გინდა თუ ძმა ხარ , დაახლოებით 165 სმ არიან .თან კუნთი არააქთ და გამძლეობა არააქთ.
დევკალიონი
09 სექტემბერი 2021 00:51
1
მსოფლიოს შესარჩევების ცხრილებს გადახედეთ, ჩრ ირლანდია, კოსოვო, ჩრ მაკედონია, ალბანეთი, სომხეთი... კიარა უკვე ანდორა, მალტა და ლიხტენშტეინიც გვჯობია, ყოველ მეორე თამაშს 4-0 აღარ აგებენ. სანიოლი არაფერ შუაშია, რაქნას სანიოლმა როცა ფეხბურთელი კარის მიმართულებით რომ დაარტყამს და ბურთი კუთხურის ალამს მოხვდება, არ გამოიძახოს ამ დონის ფეხბურთელი? კი ბატონო მარა მის მაგივრად მოყვანილი უარესი დონის იქნება და უარეს იზამს, სრული ქაოსია ქართულ ფეხბურთში, კლუბებში, ნაკრებში. ფედერაცია მარტო ბიუჯეტის "ათვისებით" არის დაკავებული საბანკო ანგარიშებს ივსებენ ბიჭები სანამ დრო აქვთ. სანიოლს, მამარდაშვილს, წიტაიშვილს და კვარაცხელიას გასაგონად ხალხო დროზე მოსცილდით ნაკრებს კარიერას და მომავალს ნუ ინგრევთ, ეგ ჭაობი ლოჩოშვილის, დაუშვილის, ბათუმის დინამოელების მეტის ღირსი არაა
გიო
09 სექტემბერი 2021 00:53
1
ანრი ჯოხაძე ან გია ჯაჯანიძე მოუხდებოდა ნაკრებს. ვიხალისებდით მაინც.
გოჩა ჩერტკოევი
09 სექტემბერი 2021 00:03
4
გვარებს არ დავასახელებ, ყველა ხვდება, ეგენი ნაკრებში კი არა მე-3 ან მე-4 ლიგის დონისანი არიან, გინდა ევროპაში იყოს გინდა ქვეყნის ჩემპიონ კლუბში. ვიღაცეები წერდნენ დაცვა დაკომპლექტებულია, "ასარჩევად გვაქვს საქმეო," ესაა დაცვის ხაზი? ღადაობაა რა.
kaxi
08 სექტემბერი 2021 23:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული