საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
წავალ ისევ ჩემ ჩიხურას ვუბალეიშეკებ
რაჟდენა
09 სექტემბერი 2021 00:35
1
სულ მეგონა რო ეს ექსპერიმენტები გაჭრიდა მაგრამ არაფერი არ ჭრის, არ ვიცი რა გვეშველება ეტყობა ფეხბურთი იმდენად განვითარებულია ყველგან რომ აზრი არ აქვს ადამიანური რესურსი არ გვყოფნის ფიზიკურად. აი ეხა სომხებს შევხედოთ თუ გამოუვათ რამე მაშინ არ ვიცი. მაგრამ დაცვა კაშია ხოჭოლავა ნუ აი ვერ უზამ ვერაფერს რა ჯერ მაინც, შემეცოდა მამარდა ისე კი უნდა აეღო ის ჯარიმაც არ იყო აუღებელი, მე-3 გოლიც არ იყო აუღებელი. ნუ კიდევ ერთხელ ჩავისვარეთ, და ერთა ლიგას მივაწვეთ მგონი ეგრე ჯობია სხვანაირად შანსი არ გვაქვს ან დაველოდოთ ფიფას როდის გაუშვებს მსოფლიოზე ყველას. თორე ასე რავიცი სანიოლი არ გვიშველის ნამდვილად. შოთა მოდი რა ძმაო აჰა ხო ხედავ სანიოლი რეებს აკეთებს მაგრამ აღარც არავინ აგინებს. ან რა გინების გეშინოდა ნაკრებში რო თამაშობდი რა არ გაგინებდა ხალხი კარგი რა. ვიღაცა უცხოელებს ვამდიდრებთ და იქნება შენ მაინც გამოგივიდეს რამე. მარა რავიცი რა არაფერი ჩვენ არ გვეშველება.
ეჰჰ
08 სექტემბერი 2021 22:32
1
ესეიგი ცხადაძე მაინც არ გინდა დევდარიანი არ გინდათ და არველაძე გინდა??? ჰო
Kargit ra
08 სექტემბერი 2021 22:53
8
რაც ქვეყანაა, ნაკრებიც ის არის.
555555
09 სექტემბერი 2021 11:30
0
ჯობია ისევ ვაისი დავაბრუნოთ მწვრთნელად და ლადო დვალიშვილი და ბაჩანა ცხადაძე თავდასხმაში.
ვაისს გავეყარეთ ვუის შევეყარეთ
09 სექტემბერი 2021 02:26
15
ვაისი კი არა ცხადაძე არის დასაბრუნებელი!!! და ფედერაცია გასაყრელი
Cxadadze
09 სექტემბერი 2021 09:31
1
სანიოლი დღესვე გაუშვით და მოიყვანეთ ან ცხადაძე ან ცეცაძე ან ჭიაბრიშვილი ან გეგუჩაზე ეს კაცი ჩაფლავებს ყველაფერს აზზე არაა სადაა საერთოდ ვერ ერკვევა ტაქტიკაში ფსიქოლოგიურად მენტალურად გუნდს ვერ განაწყობს საბრძოლველად.
არანაირი ვაფალოთ.
ზურა
08 სექტემბერი 2021 22:58
11
ოდნავ თუ ესმის სანიოლს ფეხბურთი აშკარად დაანახებდა ეს სამი თამაში ვინ რისი მაქნისია, ხო და შემდეგ თამაშებში მკვდარი სულები აღარ უნდა შეიყვანოს მოედანზე
მამუკა
08 სექტემბერი 2021 22:58
1
სეზონი ეწყება ყველას და ფეხებს ხომ უნდა მოუფრთხილდნენ! ნუ ეს ამხელა თანხები პაესტკებისთვის არაუშავს ფედერაციის აზრით.... არაფერი პროგრამა ფედერაციას არა აქვს არც ნაკრების განვითარების და არც ნაკრების ჩამოყალიბებისთვის.ტრენერშიც ფული უნდა დახარჯულიყო და აიყვანეს არაფრის მაქნისი,ცარიელი სახელი და გვარი...
ზურა
08 სექტემბერი 2021 22:34
2
ნუღარ გვარცხვენთ
გიო
08 სექტემბერი 2021 22:30
0
ჯერ ის ვთქვათ რომ რომელი გავს შეხედულობით ფეხბურთელს? ეს დედა აფეთქებული, პირი მაინც გაიპარსონ ან წვერი დაიმოკლონ, მენახირეებს რომ გვანან. მერე კიდევ, ფეხბურთის ფედერაციიდან ვინმე ესწრება საერთოდ ბავშვთა საფეხბურთო გუნდების თამაშებს? მე ვესწრები ხოლმე და იქ ისეთი სიტუაციაა რომ ვერ გაიზრდებიან ეგენი ლომები. იმიტომ რომ აღმზრდელი არ უვარგა. თუ იმ ბავშვს, პატარაობიდანვე არ ასწავლე, დისციპლინა, ხაზზე დგომა, პასი, დარტყმა და ჟირკა არ ჩაუნერგე, რომ გაიზრდება, რაც არიან ეხლა, იმაზე მეტი ვერ გაიზრდებიან. ვიღაც იტყვის, პელე ქუჩაში თამაშობდაო მაგრამ ის რომ გუნდში მივიდა, იმან იმდენი რამე ისწავლა იქ რომ იმიტომ დადგა მერე პელე. ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიხედოთ. ჩამოიყვანეთ გერმანიისან, ინგლისიდან, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან აღმზრდელები და ამუშავეთ პროფესიონალები ბავშვებთან და შედეგი აუცილებლად იქნება. თორემ ამ ნაკრებისგან რომ აღარაფერი გამოვა ეს უკვე ნათელია.
მორიელი
09 სექტემბერი 2021 10:16
1
ჩვენ ნაკრების ფეხბურთელებს რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ უბანში რომ თამაშობენ ხოლმე აი იმ დონეს ვერ გაცდნენ
მამუკა
08 სექტემბერი 2021 22:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული