საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
ახლა უკვე სანიოლის ხელში რა შედეგებიც გვაქვს ერთი ერთში გამახსენდა კუპერის საქართველოს ნაკრები.
სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე 1 ფრე 1 მოგება და 6 წაგება ეს არის ნებისმიერი ნაკრებისთვის კატასტროფული შედეგი მწვრთნელი აყენებს შემადგენლობას მწვრთნელი განაწყობს გუნდს საბრძოლველად მწვრთნელი აკეთებს შეცვლებს მწვრთნელია პასუხისმგებელი შედეგზე და არ ვიცი რა უნდა შეიცვალოს ასეთი 1 თვეში რომ ჩვენ უკეთესი თამაში გვქონდეს ოქტომბერში მე ვერ წამომიდგენია თუმცა ვთლი რომ ის დარჩენილი 3 თამაშიც უნდა ვაცალოთ.
და თუ დარჩენილი თამაშებიც იყო ასეთი კატასტროფა მაშინ უნდა წავიდეს რა არანაირი ვაცალოთ და ეგეთი საუბრები.
გელა
08 სექტემბერი 2021 22:52
0
Vinc tqven dagindot metqi
Ar Gindodat Cxadadze
08 სექტემბერი 2021 22:26
1
მე რომ დამინიშნოთ არ ინანებთ რაც მე გადაცემები და კონცერტები წამიყვანია რა დათვლის
დუტა
09 სექტემბერი 2021 00:11
4
ამ საცოდავ ფეხბურთელებს მუდამ ახსენებენ ქართული ფეხბურთის მიღწევებს. იმ მოგებას, ამ მოგებას, ასეთი ვარსკვლავების არსებობას და ასეთ გულშემატკივრობას. უნდათ ამათი იმ მემკვიდრეობაში გაყვანა და არაა ეს სწორი. ქართული ფეხბურთი დაიწყო 1991 წ, ხოლო ის, რასაც იხსენებთ იყო საბჭოთა კავშირის ფეხბურთი, უკვე არარსებული ქვეყნის. არაა ეს ფეხბურთი და ეს ფეხბურთელები მჟავანაძე-შევარდნაძის ქვეყნის მემკვიდრე და მორჩა.
დიმიტროვი
08 სექტემბერი 2021 23:34
7
არავითარი "საბჭოთა კავშირის ფეხბურთი" ის არ ყოფილა. იყო სახელმწიფო, იყო წესრიგი და ინფრასტრუქტურა მაგრამ რასაც ქვია "საბჭოთა ფეხბურთი" თანაც საქართველოში არასდროს არ ყოფილა. კონკრეტულ ექსპერტებს თუ დავეკითხებით საბჭოთა კავშირში იყო 3 განსხვავებული საფეხბურთო სკოლა: ქართული რუსული და უკრაინული სკოლა. პაიჭაძე მესხი მეტრეველი ყიფიანი ჩივაძე გუცაევი შენგელია ხურცილავა დარასელია ქინქლაძე ასათიანი - ეს იყო ქართული სკოლა. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, რუსული და უკრაინული სკოლა დარჩა და გაგრძელდა ქართული სკოლა კი გაანადგურეს. სიმართლე აი ეს არის. დღევანდელი ქართული ფეხბურთის პრობლემა მხოლოდ ხელმძღვანელობაშია და საქართველოს როგორც კი საშუალება მიეცემა მაშინვე დაამტკიცებს რომ რუსეთი და უკრაინა კი არა იგივე ხორვატიაზე ნაკლები საფეხბურთო ერი არა ვართ.
ქართველი.
09 სექტემბერი 2021 01:05
0
საბჭოთა სისტემა იყო, მაგრამ "საბჭოთა საფეხბურთო სკოლა" ნამდვილად უადგილო და ნოსტალგიურია.
მკითხველი.
09 სექტემბერი 2021 01:08
0
კარგი იყო ესე გააგრძელეთ
aleko
08 სექტემბერი 2021 23:02
2
ფეხბურთი რომ ითამაშო ფეხბურთი უნდა იცოდე,გქონდეს სათანადო ტექნიკა,ფიზიკური მომზადება,სამშობლოს სიყვარული,თავდადების უნარი და სურვილი.
სულ ესაა
09 სექტემბერი 2021 12:32
1
მაგრამ თუ ფეხბურთი არ იცი ყველა სხვა დანაჩენი თვისება აზრს კარგავს. ამაშია საქმე როგორ ვითამაშოთ ფეხბურთი, როცა ეროვნული ჩემპიონატში შეუძლებელია მაღალი დონის ფეხბურთელი გაიზარდოს. თუ გაიზრდება ვთქვათ ერთი, მაგრამ თერთმეტ ღირსეულს ვერ გაზრდი, სხვადასხვა მიზეზის გამო.
გია
09 სექტემბერი 2021 12:52
0
ფეხბურთელებზე აპელირებას შეეშვით ნაკრებში მწვრთნელია მთავარი მწვრთნელია ყცელაფერი!!!!!!!! 5 დებიუტანტს რომ შეყრი ეროვნული ლიგიდან + უთამაშებლებს და ოფიციალურ დაუნებს დანარჩენებს მარტო 1 კაცი როა ნაკრების ძირითადი ბირთვის წევრი ეს არის სპეციალურად წაგებული თამაში მწვრთნელზეა პასუხისმგებლობა 100%!!!!!!!!!
Amovida yelshi
09 სექტემბერი 2021 21:34
4
კუპერიც,ქეცბაიაც,ვაისიც და ყველას ხო არ ჰქონდა შედეგი-მე ერთი რამე დავინახე-
არ იციან გუნდური შეტევა როგორ ჩამოაყალიბონ.
ყველა მწვრთნელი ცდილობს მარტო ერთს-არ გაფარჩაკდეს მისი გუნდი-მარტო ზონების გადაკეტვას და ერთმანეთის დაზღვევას ავალებენ-მერე კიდევ არის ნიუანსები სად და როდის ჩართონ პრესინგი(ნუ მაინც ბურთის ართმევაზე ორიენტირებული)
უმთავრესი-როცა ბურთი გვაქვს რას ვაკეთებთ ყველას ავიწყდება-ბურთი გვაქვს ვუახლოვდებით საჯარიმოს და ვწვალობთ-მთელი ჩვენი შეტევითი არსენალი არის მოძებნო ვინაა თავისუფალი-შეაჩეჩო ბურთი და "იმან" მოიფიქროს რას გააკეთებს.
ნებისმიერი მწვრთნელის ხელში საჯარიმოს მისადგომებთან წვალებას ვხედავ- მთავარია იქამდე მიგვაქვს ბურთი და მერე? ამიტომაა ჩვენთვის-ადრე ოქრი იყო ბელადი,ახლა ხვიჩაა და იმათ გარეშე 0 ვართ.
არადა კარგ გუნდებს-ვთქვათ პრემიერლიგის მოწინავე გუნდებს სისტემები აქვთ შექმნილი და ნასწავლი სად და რატო კეთდება თითოეული პასი
სად უნდა გაიხსნან,როგორ შექმნან ხელსაყრელი სიტუაცია შორიდან დარტყმისთვის,როგორ გამოიჭირონ ფლანგზე 2-3 შემტევმა 1 მცველი მარტო და გაბურღონ, თითოეულ გათამაშებულ კედელს თავისი გაგრძელება აქვს-დამუშავებული-იციან გაგრძელება,ადგილზე კი არ იწყებენ ფიქრს,მარჯვენა ფლანგზე როცა 2 კაცი იწყებს შეტევას მარცხენა ნახევარმცველმა და მცველმა უკვე იციან სად გადაადგილდნენ,თავდამსხმელმა იცის სად უნდა გაიტყუოს მეურვე და ა.შ.(მე სპეციალისტი არა ვარ,მაგრამ ათასნაირი ვარიანტი აქვთ რომლებსაც ვარჯიშებზე ამუშავებენ)
აბა ასე -გუნდაც ქეცბა რო იძახდა,მთავარია უკან ჩამოსვლა და წინ თუ რამე შეგიძლია გააკეთე მე კი არ გიკრძალავო-ასე ლატვიას და მალტას ვერ ვუგებდით(მაშინაც და დღეს უფრო ...ში ვართ)
ასე არ გამოვა- ის რო შემტევამდე მივიტანოთ ბურთი და ის რამეს მოიფიქრებს არ ჭრის- დგას ჩვენი გუნდი მწყობრი დაცვის წინ და ცდილობენ რაღაც მოიგონონ-ასე კიდე გოლს სხვას გაუტან კი არა ჩვენც არ ვუშვებთ ასე გოლებს-ვიღაც სუნიანი თუ დადგა ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს და რაღაცის მოფიქრება დაიწყო ჯაბა მოაჭამს ფეხს. ასე არაა?
ამასობაში რა ხდება-წინ თავდამსხმელი აყვანილი ყავს 2 მცველს და შანსი მისხალი არა აქვს რამე კარგი ქნას-მაქსიმუმი ბურთი კარიდან ზურგით მიიღოს და რამე იხლაფორთოს
ამის შედეგია ის რო ჩვენს გუნდში ვერცერთი თავდამსხმელი ვერ თამაშობს კარგად-შოთა ან ჯანაშია რო იყოს დღეს ისინიც ჩამოქვილითაიავდებოდნენ.
ადრეც ასე იყო-შოთას დროს,ოღონდ იმას "რაღაცის მომფიქრებლებად" ქინქი ჯამარა გახოკიძე თუ ქეცბა ყავდა და იმ დროსაც ჩვენი ნაკრები იმპროვიზაციაზე იყო დამოკიდებული- ლატვიამ,მოლდოვამ,სლოვენიამ თუ ნორვეგიამ გაგვარღვია იმდროს.
სანამ ისეთი მწვრთნელი არ მოვა ვინც გუნდურ შეტევას დაგეგმავს ასე ვიქნებით სულ- გრანდებთან ავტობუსით შეიძლება 0-0ზოგჯერ ვითამაშოთ და მოსაგებ თამაშებს კოსოვოებს და მაკედონიებს ვერ მოვუგებთ.
სანიოლი(თუ ხიზანიშვილი) კიდე იგივეა- მთავარი პრინციპი-ნაკლები გოლოს გაშვება აქვს ვიდრე გატანა-ამიტომ ჭირდება მაღალი ფორვარდი,კატენაჩოდან ამოტანილ მაღალ ბურთზე რო იბრძოლოს(პასით ამოსვლის დაგეგმვა ფუფუნებაა-ვის აქვს მაგის ნერვები)
ხოდა აწი კაჭარავა რო ათამაშდება 2-3 თამაში კაჭარავათი შეგვ...მს..
მოკლედ ფედერაცია რაცაა ვიცით და ფულს ჭამდნენ და ვინც მოვა ისიც შეჭამს.
უბრალოდ ვერც კუპერმა,ტოპმიოლერმა და ვერავინ რო ვერ დაგვალაგა-აგერ არის მიზეზი.
თქვენ რა გგონიათ,გამოჩნდება ისეთი თავდამსხმელი 2,20 სიმაღლის დაკუნთული,სწრაფი და ტექნიკური-4 მცველში ყველა ბურთს მოიგებს მერე ყველა მცველს და მეკარეს მოატყუებს და ცარიელ კარში გაიტანს გილებს?
არ იქნება ასე და ამაში იმანაც დამარწმუნა-როგორ უჭირს ამ ანტიფეხბურთის სისტემაში მიქაუტაძეს თავისი როლის პოვნა-
მაგასაც იგივე ელის რაც დვალიშვილს თავის დროზე ან ქვილითაიას-უგოლო თამაშების სერია-ამისთვისაა განწირული ყველა ფორვარდი ამ "წინ რაღაცას მოვიფიქრებთ სისტემაში"
ბოდიშით გრძელი კომენტარისთვის
Levani
09 სექტემბერი 2021 09:38
0
ეგ კლუბში არ იციან,ლევან,არც სათანადო უნარები აქვთ და მხოლოდ ნაკრებში დანერგვა,ამიტომაა (ალბათ)შეუძლებელი.ძალიან დიდი დრო უნდა მაგას და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელ თანამოაზრეთა გუნდი.ასეთებს ვერც დავიქირავებთ,რადგან ფული არ გვეყოფა,ფეხბურთელებს კი,კვალიფიკაციაარ ეყოფათ,აზრის განსახორციელებლად.აგერ,მხოლოდ წიტაიშვილი და მიქაუტაძე აქტიურობდნენ,ორივე სხვა ქვეყნების საფეხბურთო სკოლების აღზრდილია,ტექნიკით და მენტალობით.დანარჩენები კი,უბრალოდ დაიშალნენ.დამარცხებულის ფსიქოლოგია,მათზე ძლიერია.
სოსო
09 სექტემბერი 2021 12:08
1
ერთი გოლი ძლივს გაიტანენ ამ ფეხბურთელებმა..
გოგია წულაია
09 სექტემბერი 2021 00:08
2
ეხა მიხვდით რატო არ დააყენა მამარდაშვილი ესპანეთთან? არა იმიტო რო ცუდი მეკარეა, არამედ ესპანელები გაბურღავდნენ გოლებით და მერე გენახათ მარკას და სხვა გაზეტების სტატიები...
jigari
08 სექტემბერი 2021 22:52
3
გუნდის შენება იწყება დაცვიდან ზოგადად და პირველ რიგში ამას უნდა მიეხედოს, მითუმეტეს სანიოლს არ უნდა ეშლებოდეს ეს, თვითონაც მცველი იყო. დაცვა იყო ნული დღეს და არა მარტო დღეს, წინა თამაშებშიც. ერთადერთი ვინც გამოსაცდელი დარჩა სანიოლს არის სიჭინავა თავდასხმაში, უკრაინის ჩემპიონატში რომ თამაშობს. ამ ქართული კლუბების გამკვირვებია კიდე, დაუღიათ პირი და ვიღაც ვაი ლეგიონერებს იმატებენ, 2 ნაკრების მცველი უკლუბოდ არის პრაქტიკის გარეშე (კვირკველია და გრიგალავა) დავიჯერო თუნდაც ნახევარი სეზონით რომ ჩამოიყვანონ, პრაქტიკას მიიღებენ ფეხბურთელები და ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ბევრ რამეს ისწავლიან მაგათგან. თან ორივე თავისუფალი აგენტია და თანხის გადახდა არ მოუწევს არცერთ კლუბს.
Anti
08 სექტემბერი 2021 22:33
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული