საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
კიდევ კარგი ჩვენთან ფეხბურთის განვითარების პროგრამა მუშაობს წარმატებით, თორემ ალბათ ამაზე ორჯერ დიდი სხვაობით წავაგებდით.
სფფ-ს მადლიერი
09 სექტემბერი 2021 13:29
1
2:57 ზე გადაახვიეთ და დაუშვილის პასი ნახეთ. თუნდაც ამ ერთი პასის გამო მე სამუდამოდ მოვკვეთდი ნაკრებიდან. მართლა ძალიან მაინტერესებს ვინ ურჩევს სანიოლის ასეთი ნაფტალინიანი ფეხბურთელების მზის შუქზე გამოყვანას.
უნიჭოა რა და შ...
09 სექტემბერი 2021 10:45
0
კომენტარების უმრავლესობა ეძღვნება იმას თუ როგორი ცუდია ფედერაცია ან მწვრთნელი რომ ნახოთ ბოლო 10-15 წლების სტატიები იქაც დამნაშავეები ყოველთვის იყვნენ მწვრთნელები და ფედერაციები და არასოდეს ფეხბურთელები.გახსოვთ ბოსკამპი რომ ამბობდა ნაკრებში ფეხბურთელი მომზადებული უნდა მოდიოდესო ნაკრებში ვერ ისწავლიან ვერც სირბილს და ვერც ბურთის დარტყმას ბურთს რომ დაკარგავ ეგრევე ართმევაზე რომ უნდა გადაერთო ამას ნაკრებში არ ასწავლიან ეგ ბავშვობაში უნდა ისწავლო.ჩვენი ნაკრებიშ მოთამაშეები სკოლის მოსწავლეები გეგონებათ გაპარსულები რომ იყვნენ არავითარი ფიზიკური მომზადება კუნთის ნასახიც კი არ გააჩნიათ,ნებისმიერ კონტაქტს აგებენ. ეგ კი არაასწორი ფიზიკური აღზრდის ბრალია. სანიოლი კი არა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა ბრიგადა რომ ჩამოიყვანონ მაინც არაფერი გამოვა.არცერთი მწვრთნელი არ ეტყვით კარის მაგივრად ტრიბუნაზე დაარტყიო ან ბურთს რომ დაკარგავ იქვე წამოკოტრიალდი არ გაოფლიანდეო.
სსს
09 სექტემბერი 2021 07:59
0
ნორმალურად ითამაშეს ,უბრალოდ გამოუცდელი მცველები და ახალი მეკარე ,რომ გყავს ასე ხდება ხოლმე ,გოლი უნდა გაგვეტანა უფრო მეტი ,2 მაინც , მიქაუტაძე კარგია ,მაგრამ დასახვეწიაქ დამაგვირგვინებელი მოქმედება,მეტი თავისუფლება სჭირდება მას, წიტაიშვილი და ჩაკვე ჯერ ფორმის ნახევარში არ არიან , გიორბელიძეს ცუდი არ იყო,ზურიკო ძალიან მაგარია , უბრალოდ ზედმეტებს აკეთებს, გუნდური თამაში არცერთ ჩვენს ფეხბურთელებს არ ესმით.
დევკალიონი
08 სექტემბერი 2021 22:33
27
უკომენტაროდ...
შოთა
08 სექტემბერი 2021 22:30
2
კრიტიკა ბევრი წავიკითხე და მოვისმინე, მაგრამ გამოსავალი არა. კარგი ვთქვათ შევცვალეთ მწვრთნელი და ფედერაციის ხელმძღვანელები. მერე რას ვაკეთებთ ესაა საინტერესო. აი მერე რას ვაკეთებთ ეს არ ვიცით.
გია
09 სექტემბერი 2021 12:11
5
ჩვენ კი არ უნდა გავაკეთოთ ვისითაც ესენი შეიცვლებიან იმათ უნდა გააკეთონ..
გრიშა
09 სექტემბერი 2021 12:56
0
ბოლო თამაშებმა გვაჩვენა რომ გუნდი ვერ შედგა, გუნდი არ გვყავს არ შეიკრა. რაც ვაისმა მოახერხა ეხლა გამქრალია.
იმედია ახალი მწვთნელია და ძიებაშია. იპოვნის ოპტიმალურ შემადგენლობას და გუნდს დააყენებს.
ისე ბევრი ძიებაც არ დაჭირდება სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გვყავს 3-4 ისეთი ფეხბურთელი თუ ოთხივემ ერთად არ თამაშობენ ანდორის და სანმარინოს დონეზე ქვემოთ ეცემა ჩვენი ნაკრები. კონკურენცია არ არის.
ქომაგი
09 სექტემბერი 2021 11:07
0
კომენტატორმა – კარგია, რომ დავარღვიეთ ეს მშრალი სერიაო :)
:))
09 სექტემბერი 2021 10:38
1
არაა ჩვენი საშველი და რას ვეძალებით ვერ გავიგე. მამარდაშვილი შემეცოდა ასეთი თამაშების მერე ვალენსიაში თამაშის პრობლემა არ შეექმნას ან წიტაიშვილს რას ერჩოდით უკრაინის ნაკრების შანსი თუ ქონდა ჩვენ მაგათ დონემდე როდის ავალთ. თუ თავად ასე გადაწყვიტა ღმერთმა ხელი მოუმართოს და ისევ გამხდარიყოს მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ამ გუნდით რა გითხრათ.
ქართველი
09 სექტემბერი 2021 09:46
1
ე.ი. რადგან ბათუმმა ქულები მოუტანა საქართველოს და ფედერაციას ცოტა სირცხვილის ლაფიდან ამოიყვანა,სამაგიეროდ არ უკარგავს სიკეთეს და ფეხბურთელების რეკლამირებაში ეხმარება.7 ფეხბურთელი თუ სარფიანად გაიყიდა არც ბათუმი დაუკარგავს სიკეთეს და ხელმა ხელიო...აწყობილია საქმე...აი,ეს არის ქართული ფეხბურთის მამების ხედვა-გაგება...ამათ ხელში მომავალი ქართულ ფეხბურთს არა აქვს
პეტროსი
09 სექტემბერი 2021 07:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული