საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
არ ჩანს ცუდი ხალხი
არა?
09 სექტემბერი 2021 00:41
2
წავაგეთ იმიტომ, რომ დაცვამ ბევრში შეცდომა დაუშვა! ვაგებთ იმიტომ, რომ დაბალი დონის ფეხბურთი გვაქვს. ესეც იმიტომ, რომ ღატაკი ქვეყანა ვართ და ერთი ბიზნესი არ ასებობს საქართველოში რომ საშუალო ევროპული დონის გუნდი შეინახოს, კონკრენციის შექმნაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ჩვენ კიდე გვინდა გაჭირებული ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული ჩავათხლიშოთ ამ სპორტს რომ რაღაც ეშველოს. არაფერი გამოვა. ჯერ ქვეყანას უნდა ვუშველოთ და მერე ფეხბურთსაც ეშველება.
alex
09 სექტემბერი 2021 08:40
0
ჟურნალისტებო გინდათ გეწყინოთ გინდა გაგიხარდეთ რომ ვიღაც მაინც გეუბნებათ სიმართლეს. თქვენ არასწორ ანალიზს აკეთებთ. გავიხსენოთ თქვენი პრეტენზიები ვაისის ყოველ წარუმატებლობაში მწვრთნელს ადანაშაულებდით არ იძახებს ზიბზიბაძეს, ლოჩოშვილს ხარაიშვილს, ეროვნული ჩემპიონატიდან არ იძახებს ფეხბურთელებსო, შეცვლებს აგვიანებსო. ბულგარეთის წინა შეხვედრებში რატო ჩაკვეტაძე არ ათამაშაო. სანიოლმაც და ვაისმაც თქვენზე უკეთ იციან ვინ არის ფორმაში და ვინ არა, მწვრთელები იმუშავებენ კონკრეტულ გეგმას. თქვენი არასწორი კრიტიკით ვერაფერ სასარგებლო საქმეს ვერ აკეთებთ. დღეს კიდევ ფიქრობთ რომ ვაისი დაბალი დონის სპეციალისტია?
Semi
09 სექტემბერი 2021 08:20
1
სპეციალისტის დონეს, მისი შედეგი განსაზღვრავს, მეორე კი შემადგენლობა, გამოძახება ეს მას სამწუხაროდ არ ეკითხება, ის იმხელა შტაბი რომ ყავს, სწორწდ მაგიტომ რომ თავიანთი ფავორიტები და "ანგარიშგასაწევი" თხოვნები შეასრულონ. ხმას ამოუღება გაუყენწბწნ ქეცბას გზას, ბათუმური ლობი რო აქტიურად ჩარეულია ვინმეს ეჭვი ეპარება? ეს უნიათო ლეგიონერები, უფროსი თუ უნცროსი ყველა რო ბლატით არის დაძახებული არ ვიცით? ეს "აქოური წესია".
sergo
09 სექტემბერი 2021 13:45
0
ვინმე მიხვდა რატო გამოიძახეს ხვადაგიანი, ლოჩოშვილი და დაუშვილი? ბათუმელები 0 იყო, ეს ზარია? იმ ლეგიონერებს საერთოდ ქვეყანაში თამაშის დროს ჩამოსვლა უნდა აუკრძალო, გინდა გერმანიაში იყავი გინდა ავსტრიაში. დაცვამ მაგრად ჩაისვარა, მაგრად! წინ ხო რა ვთქვა, მაგრამ ასეთი მოშიშვლებული უკანალი?
vaxო
09 სექტემბერი 2021 10:03
2
ხვადაგიანი პირადად ხუზანიშვილმა გამოიძახა ახლობლობის გამო,ბათუმელები კობიაშვილმა იმიტომ რომ ბათუმა სოლიდური თანხა გადაუხადა ფეხერაციას,მუშაობენ ამაზე უკვე ჟურნალისტები და სექტემბრის ბოლოს იქნება სპეციალური გადაცემა
isko
09 სექტემბერი 2021 12:31
0
30 წელია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ.ყველანაირი მწვრთნელი გვყავდა.კარგი ფეხბურთელებიც გვყოლია.საშუალოც და სუსტიც მაგრამ შედეგი მუდამ ერთი და იგივეა.ეხლაც რომ შეადარო თითქოს ბულგარელებზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს კლუბების მიხედვით მაგრამ 1-4.უცხოელებიდან მხოლოდ ვაისმა გაგვიგო მგონი მაგრამ არ მოგვწონდა.მისი გუნდი 4 ბურთს არ უშვებდა.მხოლოდ დანიასთან მახსოვს 1-5.ბოლონდე ვერც ნან გაგვიგო.მწვრთნელი რომ არ შველის საქმეს ფაქტია.სხვაგანაა პრობლემა საძებნი.ეს სხვა კი ვფიქრობ ზოგადად ქართული ფსიქოლოგია თუ მენტალიტეტია.ძალიან სუსტები ვართ ფსიქოლოგიურად.
Master
09 სექტემბერი 2021 09:52
1
ჩცდს თამუნას ჩავაბაროთ ნაკრები .
დიმა
09 სექტემბერი 2021 08:50
0
ჩემი აზრით, სანიოლს უნდა აცალონ, დრო სჭირდება
ბენიამინიძე
11 სექტემბერი 2021 15:41
1
გუნდიდან გასაშვებია ყველა ეს ვაი ფეხბურთელი და ნაკრები უნდა დააკომპლეკტო ახალგაზრდა ფეხბურთელებით, საერთოდ კი როგორც თავის დროზე ესპანელებმა გააკეთეს 10 წლიანი გეგმა ნაკრების აღზევებისთვის და მერე კი ყველამ ვნახეთ მათი გამარჯვებები მთავარ ტურნირებზე, ზუსტად ასე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც, რა თქმა უნდა ისეთი გამარჯვები არ გვექნება არასოდეს, მაგრამ შევეცადოთ მაინც.
Fekhburti
09 სექტემბერი 2021 10:17
1
ერთი რამ მადარდებს - მამარდაშვილს კარიერა არ გაუფუჭონ! ეს რას ჰგავს, რა ხდება?! არ უნდათ თამაში, ან არ შეუძლიათ, თქვან, სხვა მოინახება ვისაც კიდევ პატრიოტიზმის რამე შერჩა.
მერაბი
09 სექტემბერი 2021 09:32
0
დროებით შეწყდეს ეროვნული ნაკრების დაფინანსება(დროებით გაუქმდე) და მთელი გამონთავისუფლებული თანხების აკუმლირება მოხდეს ბავშთა ფეხბურთის სრულ განახლებაზე, ფაქტიურად ყველაფრის 0-იდან აწყობაზე.... სირცხვილია... ახალ თაობას არამც თუ აღარ უყვარს-არამედ ეზიზღება და სცხვენია ჩვენი ნაკრების და ფეხბურთელების მაგიერ....
koki
15 სექტემბერი 2021 09:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული