სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
მერამდენედ უნდა შეგვპირდე შე საცოდავო გეყოს კაცობა ადექი და წადი გადადექი
Xalxi.
09 სექტემბერი 2021 01:41
19
არჩევნებზე ხო არ გადის? რა დაპირებებს იძლევა..
გენა
09 სექტემბერი 2021 18:54
0
ნუგვატყუეებ არაფერი მწვრთნელი შენ არახაარ რუმინეთში მოგება სრული შემთხვევითობა იყოო. მადლობა ლაზარეეს :)))
giorgi
09 სექტემბერი 2021 12:26
0
ვილი! წადი.
ქ. გ.
09 სექტემბერი 2021 05:55
0
ცოტა ხნის წინ დავწერე რომ ვინმე თუ დაინტერესდება რაც ხება ქართუ ფეხბურთშიქო. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები თუ რა საშუალებით ინახავს ფედერაცია ყველა ასაკობრივ ნაკრებს ქალთა ფეხბურთს ფუტზალს და ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილე 90 მდე გუნდს ამდენ ხროვას!ამდენს უნამუსო უთავმოყვარეო არაპროფესიონალ მუქთამჭამელს!!!!
მე ჩემი აზრი მაქვს და ერთადერთი საშუალუალება როცა სახ. დაფინანსებაზე უარს ამბობ რჩება ერთადერთი. სადაც უადვილეს მხარეს აკეთებენ ფსონს!! ან როგორ არ მოწყინდათ ამდენი წაგება ხომ შეიძლება ერთხელ მოგებაზე გახვიდე! 5.0 ნაკლები კუშს უკვე აღარ გვაძლევენ. თუ ეს ასე არ არის და მართლა უმდაბლესი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს რომლებიც ხათრით ჩამოდიან ნაკრებში მაშინ 90 მდე გუნდიდან რომელიც დასაქმებული(მხოლოდ) არიან ქართულ ფეხბურთში ამოირჩეს 30 ნამდვილი პატრიოტი კაცი! რომლებიც სიხარულით გამოიქცევიან ქვეყნის სახელით სათამაშოდ ამათ რამდენიმე ლეგიონერიც დაემატება და რაღაც გამოვა!თუ წააგებენ მანეკენებივით მაინც არ გამოვლენ მოედანზე!!!
დჭ
09 სექტემბერი 2021 15:15
2
"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!"
N
09 სექტემბერი 2021 14:05
0
ყველაფერს სიმართლეს ქეცბაია ამბობდა და ამბობს, სხვა ვინმემ რამე თქვა???? ჟურნალისტი არა გვყავს, ძველი ფეხბურთელები გინდ ყოფილან და გინდ არა, ფედერაცია კი მარტო ფულს აკეთებს, ესაა სიმართლე
?
09 სექტემბერი 2021 11:57
0
უთავმოყვარეო ფედერაცია, თავისზე უარესი ფეხბურთელები, ფულს დახარბებული ნაჩალნიკები, სხვა შედეგი ვერ იქნებოდა, ეს ლოგიკაა
gori
09 სექტემბერი 2021 11:53
0

მამარდა კაშო ჩაბრა დათი კვეკვე კიტე ჩაკვე კვარა ოქრი ჟორჟი აბუ ვაკოო მუმუ კობი იაშკა
ნაღდად მოსაფერებელი სახელებია
wbc
09 სექტემბერი 2021 11:23
1
ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდებაო. - მე მგონი ესეც ,,გირჩის'' წევრია
MARI XUANA
09 სექტემბერი 2021 10:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული