მეკარეები: ოდეისეას ვლახოდიმოსი ("ბენფიკა", პორტუგალია), ალექსანდროს პასხალაკისი (პაოკ, საბერძნეთი), სოკრატის დიუდისი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი);
მცველები: პანტელის ხაციდიაკოსი ("ალკმაარი", ნიდერლანდები), კონსტანტინოს მავროპანოსი ("შტუტგარტი", გერმანია), კოსტას სტაფილიდისი ("ბოხუმი", გერმანია), დიმიტრის იანულისი ("ნორვიჩი", ინგლისი), კოსტას ციმიკასი ("ლივერპული", ინგლისი), ლეონარდო კურტისი ("დიუსელდორფი", გერმანია), მანოლის სალიაკასი ("იანინა", საბერძნეთი), კირიაკოს პაპადოპულოსი ("ატრომიტოსი", საბერძნეთი), გიორგიოს ცაველასი (აეკ, საბერძნეთი);
ნახევარმცველები: კარლოს ზეკა ("კოპენჰაგენი", დანია), მანოლის სიოპისი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი),
თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), დიმიტრის ლიმნიოსი ("ტვენტე", ნიდერლანდები), ვანგელის პავლიდისი ("ალკმაარი", ნიდერლანდები), ტასოს დუვიკასი ("უტრეხტი", ნიდერლანდები), მარიოს ვრუსაი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი).
საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლს ოქტომბრის შეხვედრებისთვის შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია და მას უახლოეს დღეებში ველოდებით. "ჯვაროსნებს" 12 ოქტომბერს კოსოვოში სტუმრობაც ელის.
საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს 31 მარტს, სალონიკში დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა - ოთარ კაკაბაძის ავტოგოლს ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გოლი მოჰყვა.
ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის ნაკრებს გააძლიერებენ - ოქტომბერი მოახლოვდა