იძულებითი ცვლილება ნაკრებში - სანიოლმა "კიტე" ფორვარდით ჩაანაცვლა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურში გრაცის "შტურმსა" და "პსვ ეინდჰოვენს" შორის გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო უახლოეს მატჩებში ეროვნულ გუნდს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის, ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს ნიქოზიის "აპოელის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შეუერთდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის 24 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

წყარო: Nakrebi.ge

alt

- ცვლილება "ჯვაროსნების" რიგებში" style="height: 50px; width: 50px;" />ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altსამწუხარო ინფორმაცია - "შტურმი" კიტეიშვილის ჯანმრთელობის შესახებ წერს



მკითხველის კომენტარები / 15 /
"კიტეს" მიმართ საშინლად უხეშად ითამაშა მცველმა. მიკვირს, რატომ არ გააძევა მსაჯმა...
tngh
01 ოქტომბერი 2021 18:25
1
-2 გოლს გაიტანს
ლომი
01 ოქტომბერი 2021 18:20
0
ერთ სეზონს თუ თამაშობს რომელიმე ფეხბურთელი ისე რო ტრამვის გამო არ გაუცდეს სანაკრებო თამაში0? ეს პრობლემა თუარ მოგვარდა ვერასდროს შედგებიან სრულყოფილ ფეხბურთელებად
კობა
01 ოქტომბერი 2021 18:17
0
კარგით რა რა ქვილითაია, არ დაიღალეთ ?
Gio
01 ოქტომბერი 2021 17:49
0
კაროჩე რა?!
01 ოქტომბერი 2021 17:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული