ბერძნები ბათუმში სერიოზული დანაკლისით მოდიან

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება სერიოზული დანაკლისით დაიწყო - მათ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, "კოპენჰაგენის" ნახევარმცველი კარლოს ზეკა დააკლდებათ.

დავით ხოჭოლავას გუნდის კაპიტანმა "ვიბორგთან" დაპირისპირებაში (1:1) ჯვარედინი იოგები დაიზიანა, რის გამოც ოპერაცია და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება - ამის შესახებ დანიელთა ოფიციალური გვერდი წერს.

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საბერძნეთის ნაკრების მიერ ჩატარებულ უკანასკნელ მატჩში (შვედედთან 2:1), ზეკამ მინდორზე 90 წუთი გაატარა, სულ კი ეროვნული ნაკრების 33 შეხვედრაში საყრდენი ნახევარმცველი 2 გოლისა და ამდენივე შედეგიანი პასის ავტორია.

შეგახსენებთ, საბერძნეთის ნაკრები 9 ოქტომბერს
ბათუმში, "ჯვაროსნების" წინააღმდეგ ითამაშებს, სამი დღის შემდეგ კი შვედებს ესტუმრება. ნიდერლანდელი ჯონი ვან'ტ სხიფის გუნდს 4 შეხვედრის შემდეგ 6 - საქართველოს ნაკრებზე 5 ქულით მეტი აქვს. ჯგუფს 13 ქულით ესპანეთის ნაკრები ლიდერობს.

altბერძნებმა შემადგენლობა დაასახელეს - სანიოლის არჩევანის მოლოდინში

altშემტევები კარგ ფორმაში - ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩების წინ

altსაქართველოს ნაკრების შემადგენლობა 25-მდე გაიზარდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დანაკლისი აქვთ ასეთი.დანაკლისი ჩვენ რომ გვაქვს ნაკრების თამაშებზე ისე უნდა.ჩამოვთვალოო რაც გვაკლია. ა ბატონო:ნაკრების პატივისცემა,ხალხისადმი პატივის ცემა,თავდადება შენი ქვეყნისთვის,სიყვარული,. კიდევ ჩამოვთვალოოოო.
ლევანი
17:10 08-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული