"ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, შეხვედრას გულშემატკივრები დასწრებოდნენ. ფეხბურთელებმა იციან, საკუთარ მოედანზე თამაშს რამხელა ძალა აქვს. სასიხარულოა, რომ ბათუმის ახლად გახსნილ არენაზე ნაკრები გულშემატკივრის თვალწინ პირველად ითამაშებს და ეს წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარება.
ჩვენი და თითოეული მოთამაშის სურვილია, სექტემბრის ცუდად ჩატარებული მატჩები გამოვასწოროთ. საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მიზანი 3 ქულის მოპოვებაა.
ფეხბურთელებს თვითკრიტიკა აქვთ, ეს კი
ბათუმში გასამართი დაპირისპირება 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული.
სანიოლმა მიქაუტაძეს, ხოჭოლავასა და ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მისცა
შემტევები კარგ ფორმაში - ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩების წინ