"ჟორჟი" სკამზე, ოქრი და ზურიკო სასტარტოში - უკრაინული მედია "ჯვაროსნების" მოახლოებულ მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-საბერძნეთის 9 ოქტომბერს გასამართ დაპირისპირებაზე უკრაინული Sportsmole წერს და სავარაუდო შემადგენლობასაც გვთავაზობს:

"საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი 3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. ეს კარგად აჩვენებს, რამდენად რთული ამოცანის წინაშე დგანან.

საბერძნეთის ნაკრები კი წაუგებელი სერიით გამოირჩევა - როგორც მიმდინარე ჯგუფურ შეხვედრებში, ასევე საქართველოსთან დაპირისპირებებში, რისი გაგრძელებაც მათ ძალიან სურთ.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, 4-5-1 სათამაშო სქემით იასპარეზებს. კაპიტანი ჯაბა კანკავა ნახევარ
დაცვაში დიდი ძალა იქნება, წინა ხაზზე კი, შესაძლოა, თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშოს.

ბერძენთა თავკაცს კარლოს ზეკას შემცვლელის ძებნა მოუწევს და ის, დიდი ალბათობით, "აეკის" შუახაზელი პეტროს მანტალოსი იქნება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ასეთი უნდა იყოს: ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, გიორბელიძე - დავითაშვილი, მამუჩაშვილი, კანკავა, აბურჯანია, კვარაცხელია - ოქრიაშვილი."

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

 

altუცხოური მედია საქართველოსა და საბერძნეთის მოახლოებულ დაპირისპირებაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 12 /
დღეს საბერძნეთის ჯერია!!! უნდა გავახაროთ ბერძნები, ვასიამოვნოდ!!! აბა, სტუმრებს ხომ არ ვაწყენინებთ?!
! ! !
11:00 08-10-2021
6
ეს ძირითადი თუ გამოიყვანა, მართლა სხვა რამეში ყოფილა საქმე.
ვინმეს გაყიდვა უნდათ ან რავიცი ამათგან ყველაფერი უხამოსბაა მოსალოდნელი.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული