საქართველოს ნაკრები ბათუმში ჩაფრინდა და ხვალ "აჭარაბეთ არენაზე" ივარჯიშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ, 7 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძელ ქალაქში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს.

ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრები "ბათუმი არენაზე" პირველ ვარჯიშს 8 ოქტომბერს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საბერძნეთთან შეხვედრას წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე გამოტოვებენ.

8 ოქტომბრის განრიგი

17:00 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30
- საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
18:15 - საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 - საბერძნეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 9 ოქტომბერს "ბათუმი არენაზე" შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ანუ რა გინდათ? ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა მარშუტკებით იარონ? ან გასვლა რომ ექნებათ სხვა ქვეყანაში გადაჯდომით რეისს გაყვნენ რომელიმეს, რომელიც იმ დღეებში შეიძლება არც დაფრინავდეს? ასეთ ქვეყანას ვინმე მერე სერიოზულად შეხედავს?
ამას ვინ წერთ, რომ ნაკრები საკუთარი თვითმფრინავით რატომ დაფრინავს, ან სასტუმროში რატომ რჩება, ჩაი და ყავაც ზედმეტი არ მოუვიდეთ უკონტროლეთ რამდენს შეჭამენ და რაღაცეებს აყვედრით ფეხბურთელებს, გირჩევთ ფეხბურთის ყურებას თავი დაანებოთ!
პატივისცემით...
Winter
08 ოქტომბერი 2021 14:46
4
ყველა საფეხბურთო ნაკრებს ჰყავს საკუთარი თვითმფრინავი, განურჩევლად იმისა, ცუდად თამაშობენ თუ კარგად. რა ხდება, ჩვენს ფეხბურთელებს მგზავრობას ვამადლით და სასტუმროში დარჩენას? მერე მაგარ თამაშს ვთხოვთ?
ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ რას წერთ.
მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს კარგი ნაკრები, მაინც გვჯერა, და მჯერა მე პირადად, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები მოდიან და ახლა ასე უნდა დაწვრილმანდეს გულშემატკივარი, რომ უკონტროლოს ბიჭებს, რითი გადაადგილდა, ზედმეტი შამპუნი ხომ არ დახარჯა სასტუმროში და ასე შემდეგ? რა ქვეყანა ვართ საერთოდ...
ჩემი ხელფასის 20 % ს ან ქვეყანას ვუხდი და ამ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ ასეც უნდა იყოს. ყველა ცივილურ ქვეყანაში ასეა. საერთოდ არ მენანება არცერთი თეთრი, თუ ჩემი ქვეყნის ნაკრები ჩემი გადასახადებით დაფინანსდება.როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მე მაქვს უფლება მათ კარგი თამაში მოვთხოვო და ადეკვატურად გავაკრიტიკო, მაგრამ ისე ღმერთმა ნუ დამაწვრილმანოს და ფსკერზე დამცეს, რომ თვითმფრინავით გადაადგილდებიან თუ სასტუმროში რჩებიან, ეგ დავაყვედრო საკუთარი ქვეყნის ნაკრებს...
Sommer
08 ოქტომბერი 2021 12:23
4
ცნობისთვის - ხორვატიის ნაკრების წევრები გზისა და სასტუმროს ხარჯს ყოველთვის საკუთარი ჯიბიდან იხდიან.
ILIA
08 ოქტომბერი 2021 11:03
3
მოსეხონელო საქართველო თავმოყვარე ქვეყნად მიგაჩნია???? )))))
კოკო
08 ოქტომბერი 2021 17:10
1
ყოვლთვის არა 98 ში კაკეთეს მაშინ ხორვატია დაქცეული ქვეყანა იყო.ომ გამოვლილიდა მათი ფეხბურთლები კარგ გუნდებში გამოდიოდნენ.ახლა ასე არავინ იქცევა თავმოყვარე ქვყანა თუ გგქვია.
Mosexoneli
08 ოქტომბერი 2021 14:24
2
ხო რამენაირად გაზარდეთ ხარჯები, რომლებიც ჩვენი.ფულებით ფინანსდება.... არ ეკადრებოდან ბიჭებს ავტობუსი...ფუი თქვენი
ზურა
08 ოქტომბერი 2021 10:34
10
კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ, არ ფინანსდება ეს ფედერაცია შენი გადახდილი გადასახადებიდან, არააააა. მისი დაფინანსების წყაროა სპონსორები, ფიფა და უეფა.
QT
08 ოქტომბერი 2021 10:46
4
რომ დავფიქრდეთ, რამხელა ფული იხარჯება ამათ ბილეთებზე რომ ჯერ ჩამოვიდნენ, ამათ დაბინავებაზე შეკრებების დროს. მატჩის დროს გადაფრენა გადმოფრენაზე.

ამას დავუმატოთ კლუბებისთვის მიცემული 250 მილიონი მარტო ბოლო 4 წელიწადში (თან უნდა გაგრძელდესო ეგ პროპრამაო მოვისმინე)

ძალიან ბევრს ვყრით ბიუჯეტიდან ფეხბურთის შემახვაზე. თან იმისთვის რომ ამათ სამოყვარულო დონეზე აგორონ ბურთი
რამდენი იხარჯება
08 ოქტომბერი 2021 10:00
5
Sportallს გთხოვთ იქნებ თქვენც მოგვაშველოთ სიტყვა-
პირველ არხთან არა მაქვს ფრითენზიები,არც პოლიტიკას ვადევნებ თვალს და საერთო არაფერი მაიმტერესებს მსგავსი,მაგრამ პირველ არხს სულ შეიძლება საზღვარგარეთ ლაივში უყურო-გარდა ფეხბურთისა.
როგორც კი ფეხბურთი იწყება წერია რო ლაივში ყურება თქვენი რეგიონისთვის შეზღუდულია და ა.შ.
კი გასაგებია რო ტრანსლაციას ყიდულობთ გარკვეული შეზღუდვებით-ის რო მთელ მსოფლიოში ლაივს არ ჩაგართვევინებენ ვთქვათ საქართველო-გერმანიაზე,მაგრამ აქ ემიგრანტები მაინც ფულს ვიხდით.როგორც კი თვე დადგება როცა ნაკრები თამაშობს ვრთავ ლეგალურ სტრიმს 10 ევრო ღირს თვეში- ლივეტვ.რუ ზე რო არ ვიწვალო და რო არ გამიჭედოს.
ოღონდ როგორია წარმოიდგინეთ,საქართველო-მაკედონია და შენ იცი რო მთელი ქვეყანა უყურებს ამ თამაშს და ამ დროს შენთან ინგლისელი კომენტატორი უბერავს- ქანქავა,თსითაიშვილი,ქვექვესქირი და ა.შ.
რა ვიცი მე და ბევრი ემიგრანტი იმ 10 ევროებს თქვენ გადმოგირიცხავთ-თუ უკეთეს კონტრაქტებს გააფორმებთ უეფასთან(ისე ემიგრანტების მადლიერებაც რაღაცად უნდა ღირდეს მგონი,იმაზე მეტად ვიდერე რაღაც სერიალების გაშვებაა)
რუმინეთთან მოგებულ თამაშს ლაივში ხო ვუყურე ინგლისური კომენტარით-მერე ჩანაწერი ჩავრთე ქართული კომენტით და ისიც ვნახე,სიტყვებით ვერ ჩამოვაყალიბებ რატო.
Levani
08 ოქტომბერი 2021 03:00
0
ჩაიტანეს მკვდრები
Giusha3232
08 ოქტომბერი 2021 01:38
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული