"მესმის, რომ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის თამაშის მიმართ გულშემატკივრებში დიდი ინტერესია, თუმცა..." - სანიოლი

AutoSharing Option
საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა. პრესკონფერენციის დასაწყისში მან მწუხარება გამოთქვა ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთი კარგი საფეხბურთო ქვეყანაა, რომელიც ევროპის ჩემპიონი იყო და ახლაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ სალონიკში კარგად ვითამაშეთ და მოგებასაც ვიმსახურებდით. ხვალაც მსგავს სცენარს ველოდები. სექტემბერთან შედარებით, უკეთეს ხასიათსა და ფორმაში ვართ. ფეხბურთელებმა ისე თუ მოინდომეს, რასაც უკანასკნელ დღეებში ვხედავ, წარმატების მიღწევა რეალურია.

ჯაბა კანკავასთვის ნაკრების რიგებში
მე-100 მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და იმედია, მისთვის და გუნდისთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

შემადგენლობა ჯერ არ შემირჩევია. მესმის, რომ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის თამაშის მიმართ გულშემატკივრებში დიდი ინტერესია. როცა ორი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი გყავს, მათი ურთიერთგაგება რთული არაა. თუმცა ჩემი, როგორც მწვრთნელის, დანიშნულებაა, სწორი ბალანსი ვიპოვო და შესაბამისი არჩევანი გავაკეთო", - განაცხადა სანიოლმა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
უნდა ვაღიაროთ... სანაკრებო ორი ტაიმისთვის არც ჩაკვეტაძე და არც კვარაცხელია ამ ეტაპზე მზად არ არის... იმედია, სანიოლი მაქსიმალურად გამოიყენებს ორივეს... მათ შორის, ერთად!!!
tngh
15:24 09-10-2021
5
კლასი და ფიზიკა არააქვთ თორე სალანძღავად თავს ვინ გაიხდის ჯამარამ კარგად თქვა უბრალოდ მეტი არ შეუძლიათო.ასერო ამგენიდან არაფერი გამოვა .ნუ ხართ ფანტაზიებში დღეს ეგეთი სამწუხარო რეალობაა.
zaza
14:32 09-10-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული