"მესმის, რომ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის თამაშის მიმართ გულშემატკივრებში დიდი ინტერესია, თუმცა..." - სანიოლი

AutoSharing Option
საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა. პრესკონფერენციის დასაწყისში მან მწუხარება გამოთქვა ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთი კარგი საფეხბურთო ქვეყანაა, რომელიც ევროპის ჩემპიონი იყო და ახლაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ სალონიკში კარგად ვითამაშეთ და მოგებასაც ვიმსახურებდით. ხვალაც მსგავს სცენარს ველოდები. სექტემბერთან შედარებით, უკეთეს ხასიათსა და ფორმაში ვართ. ფეხბურთელებმა ისე თუ მოინდომეს, რასაც უკანასკნელ დღეებში ვხედავ, წარმატების მიღწევა რეალურია.

ჯაბა კანკავასთვის ნაკრების რიგებში
მე-100 მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და იმედია, მისთვის და გუნდისთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

შემადგენლობა ჯერ არ შემირჩევია. მესმის, რომ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის თამაშის მიმართ გულშემატკივრებში დიდი ინტერესია. როცა ორი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი გყავს, მათი ურთიერთგაგება რთული არაა. თუმცა ჩემი, როგორც მწვრთნელის, დანიშნულებაა, სწორი ბალანსი ვიპოვო და შესაბამისი არჩევანი გავაკეთო", - განაცხადა სანიოლმა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
უნდა ვაღიაროთ... სანაკრებო ორი ტაიმისთვის არც ჩაკვეტაძე და არც კვარაცხელია ამ ეტაპზე მზად არ არის... იმედია, სანიოლი მაქსიმალურად გამოიყენებს ორივეს... მათ შორის, ერთად!!!
tngh
09 ოქტომბერი 2021 15:24
5
კლასი და ფიზიკა არააქვთ თორე სალანძღავად თავს ვინ გაიხდის ჯამარამ კარგად თქვა უბრალოდ მეტი არ შეუძლიათო.ასერო ამგენიდან არაფერი გამოვა .ნუ ხართ ფანტაზიებში დღეს ეგეთი სამწუხარო რეალობაა.
zaza
09 ოქტომბერი 2021 14:32
4
ამდენი წელია გაიძახიან მეტი არ შეუძლიათო და ერთი მცოდნე მწვრთნელის ჩამოყვანა რა გახდა რო ჯერ მწვრთნელებს ასწავლოს და მერე ფეხბურთელებს
Zaza-ს
09 ოქტომბერი 2021 18:30
1
1-1
ზურა
09 ოქტომბერი 2021 13:22
3
მეგობარო,სამწუხაროდ ან 0:1 ან 1:2.
არა
09 ოქტომბერი 2021 17:02
0
მისი მოკლე ინტერვიუდან გამოდის, ამ ორიდან რომელიღაცას არ დააყენებს. მე ასე გავიგე.
გიორგი
09 ოქტომბერი 2021 12:06
0
შუახაზში დავაყენებდი კაზემიროს, მოდრიჩს, კროოს, ვალვერდეს.
კარებში დონარუმას, წინ ბენზემა, რონალდოს. და ყველაფერი კარგად იქნება :)
las
09 ოქტომბერი 2021 09:09
20
შენს პატრონს!
las-s
09 ოქტომბერი 2021 11:45
1
3-0 დასქრინეთ
ემიგრანტი
09 ოქტომბერი 2021 06:11
2
თუ ბერძნებმა გვაცალეს შეიძლება გოლიც გავიტანოთ :) :) :)
კოკა
09 ოქტომბერი 2021 01:27
1
აქ ისეთი ამბავია, მეტი არ გვყავს და თუ მოუნდებათ გაიოფლებიან და თუ არა არ გაიოფლებიან. გერმანიაში ვცხოვრობ 16 წელი და სახეს იხევენ აქაურები რომ ნაკრებში მოხვედრის შანსის შანსი მიეცეთ. მიკვირს ჯანო და მჭედლიძე არ არიან ნაკრებში.
ჰოოოო
09 ოქტომბერი 2021 00:58
12
შემადგენლობა: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ჯინჯოლავა, კანკავა, გვილია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ლობჟანიძე, ნუგზარაშვილი, მიქაუტაძე
Ggg
09 ოქტომბერი 2021 00:22
17
ჯოტია ჯინჯოლავა გასაგებია, მაგრამ ნუგზარაშვილი რომელი? გელა თუ მურთაზა?
ჰაჰა
09 ოქტომბერი 2021 13:24
0
ეს, სანიოლაძის შემადგენლობაა?
გიორგი
09 ოქტომბერი 2021 11:40
0
ყველა გამოხმაურება
ბიჭებს მონდომება აკლიათ და თვითდაჯერებულობაც.შეუძლიათ მაგრამ თუ ერთი ორი გამოეხმაურა თამაშის დროს გადაედება ყველას.ამიტომ ფსიქოლოგიაზე ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული.და ეს როგორც სხვა დანარჩენი ბავშვობიდან უნდა ისწავლოს.ერთი ადამიანი არ უნდა იყოს "ყველაფერში" გუნდში.ყველას თავისი საქმე უნდა ჰქონდეს და პროფესიონალების საჭირო რომ ნებისმიერ გუნდთან მიუხედავად კლასის,თავი იგრძნოს თანაბრად.აი მაშინ იპოვის ძალას საკუთარ თავში ყველა და ღირსეულად დადგება მეტოქეს თუნდაც დამარცხდეს.გვქონია ისეთი უამრავი თამაში.როცა მაქსიმუმი გაგვეკეთებინა,წაშლილია მაგრამ ღირსეულად.კი ვართ გაბრაზებული,გულგატეხილები,უკმაყოფილების მაგრამ მაინც გიყურებთ მომავლის იმედით და ის იმედი გაგემართლებინოთ წინსვლით.წინ მგლებო გამარჯვებისკენ.თქვენი გვეიმედება
georgian
08 ოქტომბერი 2021 22:52
0
გულშემატკივარო,მასეთი ბიჭები რომ გვყავდეს,რაღა გვიჭირდა.იამანიძე და სიჭინავა კარგად არ მახსოვს,მაგრამ მანუჩარი წაქცეული,ან ბურთდაკარგული არ მინახია,მოტორიანივით იყო.ახლა ერთ საათში რომ ვეღარ ტოკავენ ზოგიერთი,ამათ კი არ ჰგავდა.როცა გვიჭირდა,ის ასვენებდა დინამოს.სიჭინავას კიდევ უფრო მაგარს ამბობდნენ,თუმცა უფრო მაგარი მატაობაში რაღა უნდა ყოფილიყო,რასაც მაჩაიძე აკეთებდა,აღარ ვიცი.დარწმუნებული ვარ,დღეს ბიჭები რაც შეუძლიათ ყველაფერს გაიღებენ.იმედია გამარჯვებისათვის საკმარისი იქნება.წარმატებას ვუსურვებ,საქართველოს ნაკრებს.დღეს მაინც ძალიან,ძალიან გვჭირდება.ჯერ მგლოვიარე ბათუმს და შემდეგ მგლოვიარე საქართველოს.
სოსო
09 ოქტომბერი 2021 12:59
0
მე ვფიქრობ, რომ თვითდაჯერებლობა აკლიათ. განსაკუთრებით დაცვაში და შუახაზში ჩანს. შუა ხაზამდე მიაქვთ ბურთი და შემდეგ, უაზროდ უკან აბრუნებენ. შუა ხაზში არ გვყავს გამთამაშებელი და ბურთის დამჭერი, როგორიც იყო შოთა იამანიძე, გიორი სჭინავა, მანუჩარ მაჩაიძე. ეხლა შემედავებიან, რომ იმ ფეხბურთს დღეს არავინ თამაშობსო, მაგრამ გუნდში ასეთი ერთი ფეხბურთელი მაინც, აუცილებელია.
გულშემატკივარი.
09 ოქტომბერი 2021 11:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული