"მესმის, რომ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის თამაშის მიმართ გულშემატკივრებში დიდი ინტერესია, თუმცა..." - სანიოლი

AutoSharing Option
საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა. პრესკონფერენციის დასაწყისში მან მწუხარება გამოთქვა ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთი კარგი საფეხბურთო ქვეყანაა, რომელიც ევროპის ჩემპიონი იყო და ახლაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ სალონიკში კარგად ვითამაშეთ და მოგებასაც ვიმსახურებდით. ხვალაც მსგავს სცენარს ველოდები. სექტემბერთან შედარებით, უკეთეს ხასიათსა და ფორმაში ვართ. ფეხბურთელებმა ისე თუ მოინდომეს, რასაც უკანასკნელ დღეებში ვხედავ, წარმატების მიღწევა რეალურია.

ჯაბა კანკავასთვის ნაკრების რიგებში
მე-100 მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და იმედია, მისთვის და გუნდისთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

შემადგენლობა ჯერ არ შემირჩევია. მესმის, რომ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის თამაშის მიმართ გულშემატკივრებში დიდი ინტერესია. როცა ორი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი გყავს, მათი ურთიერთგაგება რთული არაა. თუმცა ჩემი, როგორც მწვრთნელის, დანიშნულებაა, სწორი ბალანსი ვიპოვო და შესაბამისი არჩევანი გავაკეთო", - განაცხადა სანიოლმა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
მარტო მონდომება რომ იგებდეს თამაშს ყველა მოინდომებდა. მონდომებასთან ერთად ბურთის გორავი უნდა იცოდნენ ეს არის მთავარი პრობლემა
ისიდორე
08 ოქტომბერი 2021 21:46
5
მონდომება, ნიჭიერს სჭირდება. უნიჭომ რაც არ უნდა მოინდომოს ......... თავის მაქსიმუმზე მეტს ვერ მიაღწევს.
სიმართლე.
09 ოქტომბერი 2021 11:53
0
ე.ი მთავარ პრობლემას მონდომებაში ხედავს. ვინც არ ინდომებს, იმას რა უნდა ნაკრებში?
1
08 ოქტომბერი 2021 21:30
0
თუ მარტო მონდომება გაკლიათ მოგიგიათ და ეგ არი
შოკირებული გულშემატკივარი
08 ოქტომბერი 2021 18:55
1
ჯგუფიდან მაინც ვერ გავდივართ და ყველანარი ექსპერიმენტი ჩაატარეთ!/ ხოდა მოდი ამ ერთხელ მოხდეს ისე როგორც ხალხი ითხოვს, შემტევი შემადგენლობა დავაყენოთ… კვარა, წუტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქუტაძე, მაგარი საინტერესო იქნება
Vasili
08 ოქტომბერი 2021 18:50
1
მართლა ბევრი კითხვები მიჩნდება რას ნიშნავს მოინდომოონ თუარ უნდათ ვინ აძალებთ თამაშს?! ან სექტემბერში ცუდ ხასიათზე რატო იყავიით ანდა სექტემბრის მერე კარგ ხასიათზე კიარა გაბრაზებული და გულანთებული უნდა იყო რო რაღაცა დაამტკიცო! კიდე რობალდოს აკრიტიკებენ და მესის ეს სანიოლი რაგახდა გადაცემაში რო მიიწვიონ
giorgi
08 ოქტომბერი 2021 18:38
1
ქართული არ იცის და ფრანგულად ხომ ვერ გაუგებთ, ჩვენ დასავლეთელი, ინგლისენოვნელები ვართ.
!!!
09 ოქტომბერი 2021 11:57
0
ანუ შეიძლება, მოინდომონ და შეიძლება, არც მოინდომონ?!... შეიძლება, მწვრთნელი ხარ და შეიძლება არც ხარ....
ვოოტ
08 ოქტომბერი 2021 18:10
2
არაფელი შესაბამისი დააყენე ვინც იცის ბურთის გაგორება და ბურთან გაქცევა! კვარა ჩაკვე მიქაუტა წიტაიშვილი ერთად!!
beqa
08 ოქტომბერი 2021 17:53
1
VAსILI, და რომ მოიგონ, მერე? სად დავიმალოთ......
ჟანა დარკი.
09 ოქტომბერი 2021 12:03
0
გეთანხმები.კანკავა გვილია აბურჯანიას სამეული თუ სააყენა ცენტრში მარჯვნივ ლობჟანიძე და მარცხნივ სულ ერთია კვარა თუ ჩაკვე- ისევ წვალებას ვიხილავთ,საჯარიმომდე ბურთის მიტანას და მერე წვალებას.
ჩაკვე კვარა წიტაიშვილი და ჟორჟი ძირითადში მინდა და ამათ ლობჟანიძეს დავუმატებდი.
Levani
08 ოქტომბერი 2021 19:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული