"იქნებ, ისეთ ხალხს მოგვცეთ შანსი, რომელიც ნაკრების ფორმას ჩაიცვამს და თავს შეაკლავს" - ლევან კუტალია საქართველოს ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ დაპირისპირებას სოციალური ქსელის მეშვეობით ისრაელის კლუბ "ნეს ტზიონას" ფორვარდი ლევან კუტალია გამოეხმაურა:

"პირველი იმით მინდა დავიწყო რო დღეს ისეთი რთული და ტრაგიკული დღე იყო რამხელა ოჯახებისთვის და ასევე ქვეყნისთვის ამ დღეს როცა თამაში გაქვს თავი უნდა მოიკლა რო არ წააგო კი არა უნდა მოიგო თამაში რო ხალხი მცირედით გაახარო...

მეორე რამდენი წელია კიდე არ მოგვიგია თამაში არც გვახსოვს… იქნება მოგვცეთ ისეთ ხალხს შანსი ჩავიცვათ ნაკრების
ფორმა რომელიც თავს არ დაზოგავს და თავს შეაკლავს,ფეხბურთია მესმის არ გამოგივიდეს თამაში მაგრამ ბრძოლა ჟინი უნდა გეტყობოდეს!", - წერს კუტალია.
მკითხველის კომენტარები / 18 /
იქნებ 2-3 წლით ტაიმაუტი აგვეღო? ტყუილად რატომ ვხარჯავთ ფულს წაგებაში? არ ჯობია ეს ფული ახალგაზრდულ ნაკრებებს, რაგბსა და ჭიდაობის სახეობებს მოვახმაროთ? გამოდის რომ ფეხბურთი ჩვენი თამაში არ ყოფილა, ჭიდაობა კი ჩვენი სპორტია. ფეხბურთის ნაკრები კი მაშინ ჩამოვაყალიბოთ 2-3 კაცი ტოპგუნდში რომ გვეყოლება.
ჟორა გაბრიჭიძე
10 ოქტომბერი 2021 12:28
6
ვეთანხმები ამ კაცს, გულით თუ ამბობს
ირაკლი
10 ოქტომბერი 2021 21:04
0
შენისთანა გამყიდველის ადგილი არაა ნაკრებში, გაიხსენე აბა მარტვილის მერანი, რატო გცემა კლუბის დირექტორმა? რამდენი თამაში გაყიდე მარტვილში ის გაიხსენე, სანამ ნაკრებში თამაშის ამბიცია გექნება.
Ojaleshi
10 ოქტომბერი 2021 10:36
7
არაფერიც არ ხდებოდა, ერთი ჩვეულებრივი ანტიფეხბურთის სადემონსტრაციო მატჩი იყო! იმ მსაჯს, რომ ვარში ის პენალტი არ ამოეჩიჩქნა არც არაფერი მოხდებოდა, არც მეორე გოლი იქნებოდა, მორიგი ნულოვანი ფრე! ისე რა გახდა ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების დეტალური გარჩევა, ჰკითხეთ აზრი ჟურნალისტებო, ნუ გრცხვენიათ! მე პირადად ვხედავ, რომ ფეხბურთელებს ელემენტარული ტექნიკური არსენალი არ გააჩნიათ! ცენტრალურ ნხაევარმცველებს ბურთის დაჭერა და გაკონტროლება არ შეუძლიათ! დაცვიდან ბურთის ამომტანი კაცი არ გვყავს!!! გამთამაშებელი არ გვყავს. ამ მხრივ იმედები ჩაკვეტაძეზე გადაჭარბებულია! მოკლედ, არც მაჩაიძე გვყავს (ბურთის დამჭერი და კარში დამრტყმელი) და არც გამთამაშებელი (კახი ასათიანი, დავით ყიფიანი)! გუშინ მოედანზე მხოლოდ ერთი ნამდვილი ფეხბურთელი იყო - ოქრიაშვილი! მოკლედ ველით ქართველი მწვრთნელების და სხვა სპეციალისტების შეფასებებს!
SILVERMARCS
10 ოქტომბერი 2021 21:53
0

სიახლეები პოპულარული