რუსული მედია: არც თამაში, არც დისციპლინა, ყბედი გულშემატკივრები, ხვიჩას რეალები და ბარსელონები ელიან...

AutoSharing Option
რუსულმა ინტერნეტგამოცემა Кавказский Узел-მა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი მიმოიხილა, ბევრი მწარე სიმართლე აღნიშნა, თუმცა, რბილად, ძალიან რბილად რომ ვთქვათ - ნიშნის მოგებით.

საქართველო - ფეხბურთი. ისევ ორიანი. არც თამაში, არც ნებელობა

მატჩის წინ მე დავწერე მასალა: საქართველო-საბერძნეთი: ანონსი. ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე, თამაშის შემდეგ კი მოკლე რეზიუმე გავაკეთე:

არ მინდა ცხელ კვალზე... ბათუმში საქართველოს ნაკრების ბერძნებთან თამაშზე... 0:2. საქმე ანგარიშში საერთოდ არ არის!!!

საქმე ყველასთან წაგების ჩვევის საკითხია... და ბრძოლისა და ჟინის ნაცვლად, თითქმის მუდამ გრძელი, „წებოვანი
ენის“ გამოყენება!
==
უკეთესია გავჩუმდე და ხვალ უფრო მშვიდად დავწერ...
==
ერთ-ერთი არაშორეული მასალა იმავე თემაზე 3 სექტემბრიდან: საქართველო-კოსოვო 0:1. სამწუხარო - კანონზომიერი წაგება. რათა ზედმეტად არ განვავრცო აზრი... ძალიან მოკლედ, რამდენიმე კითხვას დავსვამ.
==
თუ საქართველოს ნაკრები ან ნებისმიერი სხვა გამუდმებით მარცხდება ამჟამინდელ ციკლში - მყარად უკავია უკანასკნელი ადგილი, აქვს კი აზრი ჯიუტად შეინარჩუნონ მთავარ მწვრთნელად ფრანგი სანიოლი, რომელიც თვეში, როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათეულ ათას დოლარს გამოიმუშავებს?
განა საქართველოს საშუალო სკოლის ფიზკულტურის ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომლის ხელფასი, ვთქვათ, 600-800 ლარია (დაახლოებით 200 დოლარი), ან ჩვეულებრივი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატიდან, რომლის გასამრჯელო, ვთქვათ, მაქსიმუმ 2-3 ათასი დოლარია, შეძლებდა შედეგით ნაკლებად „წარმატებული“ ყოფილიყო მწვრთნელზე, რომლის ანაზღაურება, მინიმუმ ათჯერ მეტია?
მე ქართული ფეხბურთისა და ნაკრების სავალალო მდგომარეობაში სანიოლს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ კითხვას ვსვამ - რა აზრი აქვს ამ პოსტზე ასეთი საშინელი შედეგის შემდეგ მის დატოვებას?

გავიმეორებ, საქართველოს ნაკრები მყარად იმყოფება ჯგუფში ბოლო პოზიციაზე. ის ყველასთან მარცხდება და მხოლოდ ერთი ფრე აქვს.
ნაკრებს არ აქვს თამაშის სურათი, არ აქვს დისციპლინა, საერთოდ არ აქვს მოედანზე მოქმედების რამდენადმე გასაგები აზრი... კვლავ ვსვამ კითხვას... რა უნდა გაკეთდეს, რომ ნაკრებმა უარესად ითამაშოს? რა ძალისხმევაა ამისათვის სჭირო?
==
"ბუნებრივი ჯუჯების" ჩათვლით, ნებისმიერი ევროპული ნაკრები ერთ ან ორ წელიწადში გაისვრის. თამაში ყველამ ისწავლა. თვით ფოსტალიონებით, მეთევზეებით და კლერკებით დაკომპლექტებული ნაკრებები, რომელთა მოთამაშეები თავისუფალ დროს არიან ფეხბურთით დაკავებულნი - დროდადრო უფრო ძლიერი მეტოქეების დამარცხებით გვაკვირვებენ...
საქართველოს ნაკრებს რომ ქართველი წვრთნიდეს - მას უკვე შეჭამდნენ, ის სიძულვილისა და დაცინვის ენაში ჩაიძირებოდა ...
შენ ვინ ხარ -ტრენდში იქნებოდა!
აქ კი ფეხბურთის გულშემატკივრები საკმაოდ გაუბედავად კითხულობენ... ეს რა იყო და... ეს სანიოლის ბრალი არ არის, უბრალოდ ჩვენებმა თამაში არ იციან.
ОК. მაგრამ, თუ თამაში არ ეხერხებათ, მაშინ რატომ უხდიან თვეში, პირობითად რომ ვთქვათ, 40-50 ათას დოლარს ან მეტს?

ფეხბურთი - როგორც პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ვაი-დამარცხებულს!
როდესაც შენ უიმედოდ მარცხდები და საქმე იმდენად წაგებაში არაა, რამდენადაც თამაშში, ვის მოეთხოვება პასუხი?
და კიდევ ერთი პრობლემა: საქართველოში დღემდე ბევრი ფარშავანგი-ყბედი იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად ხმა ჩაიკმინდონ და საკუთარ თავს სარკეში შეხედონ, თავიანთი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასონ, იპრანჭებიან და შერცხვენილები და აშკარად სამარცხვინო მდგომარეობაში მყოფები, დაკავებულნი არიან სიცხადის ტყუილით შეცვლით და სხვებზე ხითხითებენ.
არა, ახლა მე პოლიტიკაზე არ ვამბობ... თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თავისი შეხედულების მიხედვით ყველას შეუძლია ანალოგის გავლება.
საქართველოში საერთოდ არ არიან არათუ საშუალო კლასის, არამედ საშუალო ევროპული დონის მსგავსი მოთამაშეები...

გასულ სეზონში ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია ათამაშდა... ყაზანის „რუბინში“ საშუალო რუსული განზომილებით... და დაიწყო...
რაში გჭირდება შენ „ეს ქვეყანა“, სასწრაფოდ გაემგზავრე, ხვიჩას რეალები და ბარსელონები ელიან... ის კი „ამ ქვეყანაში“ ითოშება...
როგორც შედეგი, ხვიჩა უარესად თამაშობს „რუბინში“ და ხანდახან ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდება. საბერძნეთთან ყურადღებით ვუყურებდი მას... რატომ უნდა მოიტყუო თავი? ნიჭიერი ბიჭია, ცრუმოძრაობა ეხერხება, გამწვავება, დარტყმაც მეტ-ნაკლებად ნორმალური აქვს და... მეტი რა?
უამრავი ჩაჭრა, ბურთის დაკარგვა თვით, რბილად რომ ვთქვათ, ისეთ საშუალო კლასის ნაკრებთან, როგორიც საბერძნეთია...
„რუბინში“ მას მკაცრად უთხრეს, შენ ნავის ნიჩბები არ გადაყარო... ნიჩბების მოსმაა საჭირო. ჩვენთან კი? ხვიჩას სერიოზულად, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს და ქართული ფეხბურთის იმედს - არ აკრიტიკებენ. მხოლოდ აქებენ.
საქართველოს ნაკრებში არ არის თავდამსხმელი... სიტყვიდან - საერთოდ! ე.ი. საქართველოს არ ჰყავს გაბარიტული, ბურთის დამჭერი და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მიმწოლი ფორვარდი. ყველა ხაზში... უწყვეტი ხვრელები და იმედგაცრუებაა. პლუს, თამაშის არავითარი სურათი, თუნდაც მოკალი და არ ჩანს.
==
დიახ, ყველანი, ცუდი ბიჭები არ არიან, დარბიან ხანდახან, რა თქმა უნდა, მოიგებენ... მაგრამ ეს თავის მოტყუებაა - ასეთად მიჩნევა - გუნდთან ერთად და მსგავსი რამისთვის მოხსნა - მთავარი მწვრთნელის პოსტიდან!
ხანდახან, ცუდად თამაშითაც კი, ბევრ გუნდს ეხერხება კბილებით გამარჯვების გამოგლეჯა და შედეგის მიღწევა...საქართველოს ნაკრებმა კბილებით როდის გამოგლიჯა გამარჯვება??? შემახსენეთ!
მკაცრად არ მინდა ქართველი ფეხბურთელები განვსაჯო... ძალიან მაქვს იმედი, რომ ამჟამინდელი უღრმესი კრიზისი ნაწილობრივ დაძლეული იქნება... თუმცა, მსურს შეგახსენოთ, რომ თვით 90-იანებში, როდესაც საქართველოში ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელთა მთელი პლეადა იყო, შედეგი ნულოვანი გახლდათ... საქართველოს ნაკრები... როგორც წესი, შესარჩევ ჯგუფებში ბოლოსწინა ადგილზე გადიოდა. ხასიათის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა... და მრავალ კითხვაზე პასუხის მისაღებად.
რატომ? მიზეზი ფსიქოლოგიასა და მენტალიტეტშია?
საუბარი მხოლოდ ფეხბურთზე არ არის, ჩემი მოკრძალებული აზრით.

მკითხველის კომენტარები / 49 /
ამ კაცმა ქართველ ფეხბურთელებზე და არა მარტო მათზე უფრო მეტი იცის ვიდრე ჩვენ ქართველებმა, ჩვენი ხასიათი, მენტალობა და " სიცხადის ტყუილით შეცვლით" გამოწვეული სხვებზე ხითხითი , არამარტო ფეხბურთში არამედ მთლიანად ქვეყანაში, აი ჩვენი "აზროვნებიდან გამოზრდილი ფენომენები " : გვატყუებენ მერე რა ? , ყველა მთავრობა იტყუება, ნათესავებს ასაქმებენ ? - მერე რა ? ჩვენც ხომ ასე მოვიქცევით მათ ადგილზე , იპარავენ ჭამენ ბიუჯეტს ? ესეც არაფერი კორუფცია ხომ ყველგანაა ,, უცოდინრობაა ,არაკომპეტენტურობა , უპასუხისმგებლობა ?? ეეეე ! რა გააჭირე საქმე , შენ შეფარული თუ შეუფარავი ნაცი ხარ ნაღდი , აბა რა გინდა მიშა მობრუნდეს ხომ ?! ხელისუფლებას ჩაფრენილა ფედერაცია , მერია და მთავრობა ცოცხალი თავით არ უნდათ წასვლა და ხოდა თუ არ გინდა რაიმეს შეცვლა მაშინ რაღას ვწუწუნებთ ? გშია , გცივა - სხვას მეტად შია და ცივა , უფულოდ ხარ ან თუნდაც შეუძლოდ გაუძელი სხვას უფრო მეტად უჭირს , პანღურით გაგიმასპინძლდენ ? არა უშავს საჯდომი რბილია და მეორე დუნდულა მიუშვირე დაე ივარჯიშონ, გააგრძელე ასე ცხოვრება, შიშს ხომ დიდი თვალები აქვს მიშა მ ო დ ი ს !!!(არადა ის კი არ მოდის არამედ დრო მიდის და უკან აღარ დაბრუნდება)
ბაბაია
12 ოქტომბერი 2021 14:30
1
ჩვენს ნაკრებზე კი, არაფრის თქმა აღარ მინდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, არის ნული !!!
100%
12 ოქტომბერი 2021 09:55
1
ნებისმიერი დაბალი დონის მწვრთნელის მოყვანა, არის ჰაერში გადაყრილი მილიონები, რომელსაც ჩვენ მოსახლეობა ვაფინანსებთ. როცა კარგ შედეგს ხედავ, მაშინ მართლა არ დაგენანება ის მილიონები, მაგრამ რა გამოდის? შედეგი 0-ი. ამიტომ ფედერაციამ რაღაც ძალინ რადიკალურ ქმედებას უნდა მიმართოს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! დრო აღარ ითმენს! ჩვენი გულშემატკივრების მოთმენასაც აქვს ზღვარი!!!!!!!!!!!!
fani
12 ოქტომბერი 2021 10:43
0
დავინტერესდი და წავიკითხე წერილი დედანში. ასე მგონია, ავტორი BERG...man-ი თბილისელია. ჯერ ერთი, ცუდი რუსულით წერს. ყოველი წინადადების შემდეგ სამი წერტილი რა უბედურებაა. დაშვებული აქვს რამდენიმე სერიოზული შეცდომა. და მთავარი - ასე კარგად ქართულ ფეხბურთს უცხოელი არ შეიძლება იცნობდეს. ისიც კი იცის, რა კომენტარები კეთდება აქაურ გამოცემებში. რამდენადაც ვიცი, ამ გამოცემას თბილისში ჰყავს საკუთარი სპეცკორი... აჰა, ესეც მაგას თავისი სამი წერტილი.
ავთო
12 ოქტომბერი 2021 03:26
9
საქართველოში დღემდე ბევრი ფარშავანგი-ყბედები იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად ხმა ჩაიკმინდონ და საკუთარ თავს სარკეში შეხედონ, თავისი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასონ, იპრანჭებიან და შერცხვენილები და აშკარად სამარცხვინო მდგომარეობაში მყოფები, დაკავებულნი არიან სიცხადის ტყუილით შეცვლით და სხვებზე ხითხითებენ.
არა, ახლა მე პოლიტიკაზე არ ვამბობ... თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თავის შეხედულების მიხედვით ყველას შეუძლია ანალოგის გავლება - ბევრი სიმართლე თქვა, მაგრამ თქმის ფორმას გააჩნია, ღვარძლიანად წერს.
სანდრო
11 ოქტომბერი 2021 23:45
10
ქართული ფეხბურთი მკვდარია.
მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ , ან არაფერს
gio
12 ოქტომბერი 2021 10:30
1
ის დღეს ნახეთ კოსოვოსთან რასაც წარმოადგენს თქვენი ნაკრები
xx
12 ოქტომბერი 2021 09:49
2
მოკლედ ამ ხვიჩას აქედან რუსები კბენენ და ჯიჯგნიან იქედან ქართველები. 5-6 წლის წინ საერთოდ არსად არიყო ეგ ბავშვი მარა არც ქართული ფეხბურთი ბრწყინავდა და არც რუბინი. იმდენ რამეს აბრალებენ ამ ბიჭს უკვე მიკვირს როდის მოასწრო ასეთ პატარა ასაკში ამდენი მოძულეს დაგროვება.
იმას ვერ ინელებენ რატომ ვიძახდით, რომ რუსეთში არ გვინდოდა ხვიჩა. ყველა მის ჩავარდნილ თამაშს ბედნიერები უყურებენ, ამით თავს იმშვიდებენ, და ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, აი რუსეთშიც არ ვარგა და რა ევროპა გინდოდათო. მაგას კომენტარებშც უწერენ ხვიჩას პირად ინსტაგრამზე.
უდიდესი ბოროტება გაუკეთეს რუსეთიდან არ გაშვებით და ახლა ვითომ თავად არაფერ შუაში არიან. არავინ იყიდა, ვეღარ თამაშობს, აი ეს არის გამიზნული დისკრედიტაცია.
ჩვენ ვუყურებთ შორიდან და ცხვრებივით ისევ ხვიჩას ვლანძღავთ, იქ პენალი გააფუჭა თუ ბურთი დაკარგა.
რა ბედნიერები არიან რუსები, თან ამ უნიჭიერეს ბიჭს ღუპავენ და თან ჩვენც მის წინააღმდეგ განგვაწყვეს.
ამას ვერასოდეს მიხვდება ქართველი.
Skeleton
12 ოქტომბერი 2021 07:47
9
კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო! ეს ანდაზა დაიმახსოვრე შე ფარჩაქო ილია... ან სახელი გადაირქვი...
რა მეხუთე კოლონა?.. საერთოდ ამ პლანეტაზე ცხოვრობ შე პრიმატო??? სად ერეკლე და სად შენ???
Ilia-s
12 ოქტომბერი 2021 05:47
2
რევოლუციური გადაწყვეტილებებია საჭირო, გადაწყვეტილების მიმღები ,,ниету'
ალბერტი
12 ოქტომბერი 2021 11:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული