საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მესამე ტურში მასპინძელი ნორვეგია 1:0 დაამარცხა, მე-10 ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.
26-ე წუთზე გოლი პირდაპირ კუთხურიდან გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა. 35-ე წუთზე ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და "ჩელსის" თავდამსხმელ ბრიან ფიაბემას დარტყმული ბურთი მეკარე ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად დაასრულა.
აქამდე ვასილ მაისურაძის შეგირდები უელსს დაუზავდნენ (0:0), კოსოვოს კი სძლიეს (1:0).
ევრო 2022-ის ფინალური ეტაპი ზაფხულში სლოვაკეთში ჩატარდება.
ლავრიკი. "ფრამპარკენი“
ნორვეგია - საქართველო 0:1
გოლი: გ. მამაგეიშვილი (26)
გამოუყენებელი პენალტი: ფიაბემა (35)
საქართველო: ხარატიშვილი, პირტახია, სალუქვაძე, დუნდუა, ჩხეტიანი, გ. მამაგეიშვილი (ცხოვრებაშვილი 75), გაგნიძე, გეგუჩაძე (კეკელიძე 90+3), ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე (იობაშვილი 75), გვიშიანი (უგრეხელიძე 75)