ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
კოსოვო-საქართველოს (1:2) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

გიორგი ლორია (6.5) - საქართველოს ნაკრების კიპერს სულ 2 სეივი ჰქონდა, თუმცა მურაქის მძლავრ თავურს გაუმკლავდა. ამ შეხვედრაშიც იყო ეპიზოდი, როცა საკმაოდ დიდი ხანი არკვევდნენ, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა.

ოთარ კაკაბაძე (6.0) - ახალ ტაქტიკურ განლაგებას პირველ ნახევარში მხარი ვერ აუბა, მეორე ტაიმში კი საჯარიმოდან ბურთი არაერთხელ გამოიტანა.

გურამ კაშია (7.0) - საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში ნამდვილი კაპიტანი ჰყავდა, რომელიც უშუალო მოვალეობას თავს ენერგიულად ართმევდა, "ლაციოს" ფორვარდ
მურიქთან საკმაოდ ბევრი ორთაბრძოლა უწევდა და არაფერი დაუთმია. გურამმა 9-ჯერ გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან და მეტოქის 4 შეტევა ჩაჭრა. ერთხელ შეტევაში რეიდიც მოაწყო.

ლაშა დვალი (6.5) - წინა მატჩისგან განსხვავებით, ნაკლებად შესამჩნევი იყო. ისე ჩანს, მისი და კაშიას წყვილი ამ ეტაპზე ყველაზე დამაჯერებელია.

Sportall.Ge

გურამ გიორბელიძე (7.0) -
დრეზდენის "დინამოს" მცველს მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა და ერთხელ ბურთი საკუთარი კარიდან გამოიტანა. ამის გარდა, ფლანგზე აქტიურობდა და გოლის გატანაც შეეძლო.

ნიკა კვეკვესკირი (6.5) - ნიკამ ჩვენს ცენტრალურ ზონას თავდაჯერება დაუბრუნა, მეორე გოლი კი მისი მშვენიერი გადაცემით დაიწყო. კვეკვესკირი პასების სიზუსტით ისევ გამოირჩეოდა.

Sportall.Ge

ვაკო გვილია (6.0) - მოტივირებული და ენერგიული იყო. არაზუსტი პასები მის პრობლემად რჩება, თუმცა ყოველთვის თამაშის გამწვავებას ცდილობს.

საბა ლობჟანიძე (7.0) - დაცვით ფაზაში მშვენივრად გამოიყურებოდა, შეტევას კი მეტი შეუძლია. ერთ ეპიზოდში მისი ფლანგური იერიში გიორბელიძემ გოლით ვერ დაასრულა, კარში დარტყმული კი მცველმა გამოიტანა.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია (6.0
) - ბევრ სამუშაოს ასრულებდა. ხვიჩას კარგად შეუძლია უკანა ხაზს დაეხმაროს, ართმევებითა და ორთაბრძოლებით მუდმივად გამოირჩევა. მას რომ შეტევაში მეტი შეუძლია, კარგად ვიცით, კოსოვოსთან დაპირისპირებაში კი დრიბლინგი არ შემოუთავაზებია. საქართველოს ნაკრების კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა სწორედ კვარაცხელიას დარღვევის გამო დაინიშნა.

გიორგი წიტაიშვილი (6.5) ისევ აქტიური იყო, 5 დრიბლინგი ჰქონდა, იხსნებოდა და თავისუფალ სივრცეებს ითვისებდა. ისევ იმის თქმა გვიწევს, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი ნაკლები აქვს, მის საგოლე პასებსა და გოლებს ველით.

თორნიკე ოქრიაშვილი (7.0) - საქართველოს ნაკრების რიგებში მე-13 გოლი გაიტანა, ისევ ბოლომდე იხარჯებოდა და ცდილობდა, გუნდი აეყოლიებინა. მთავარია, ტრავმებმა არ შეაწუხოს და შეტევის სქემები მომავალშიც მასზე უნდა აეწყოს.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (6.5) - უკვე მესამე თამაშია, დავითაშვილი შემოდის, ბოლომდე იხარჯება და ამ პერიოდში 2  გოლიც გაიტანა. მალე ამბიცია ძირითად შემადგენლობაზეც ექნება.

ირაკლი აზაროვი (6.0)  - აქტიურად შემოვიდა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

გრიგოლ ჩაბრაძე (5.5) - მეტოქე მარცხენა ფრთიდან აქტიურობდა. კიდევ ერთი მცველის შემოყვანით  სანიოლმა ეს საფრთხე მაქსიმალურად აღკვეთა.

გიორგი ქვილითაია (6.0) - შეხვედრაში კარგად ჩაერთო, მის მიერ მოგებული ორთაბრძოლების მერე ბურთი ჩვენ გვრჩებოდა და შეტევაში ზეწოლას ვაძლიერებდით.

ლადო მამუჩაშვილი - ცოტა დრო მიეცა.

ვილი სანიოლი (7.0)  -
მთავარ მწვრთნელს "ჯვაროსნების" თავკაცის რანგში საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა - სწორად შეარჩია შემადგენლობა და სათამაშო განლაგება. დაგვანახა, რომ მისი ტაქტიკური არსენალი ერთფეროვანი არ ყოფილა, შეცვლები დროულად და ზუსტად განახორციელა. ახლა მთავარია, ყველაფერს ასეთივე გაგრძელება ჰქონდეს.

altსაქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს

altსად ათამაშებენ ოქრიაშვილს? - თორნიკეს გოლს კვიპროსში აქტიურად განიხილავენ

altთურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!

მკითხველის კომენტარები / 11 /
გვილიას და წიტაიშვილს "ნამეტნავად" დაბალი შეფასება აქვთ თქვენგან, მეტი ეკუთვნით
ლევანი
10:33 14-10-2021
1
რეალობა არის ის , რომ ამ ნაკრების ტვინი , იმის ფონზე რომ ჩაკვეტაძე ჯერ არ არის ფორმაში , არის კიტეიშვილი და არავის ყოფნა ისე არ ეტყობა ნაკრებს , როგორც მისი , ყოველთვის თამაშის გამწვავებაზე მიდის და როცა ვერ თამაშობს , ამ სიცარიელის ამოვსება ყველაზე მეტად გვიჭირს . ასეთ დროს , მე ვფიქრობ კვეკვესკირი აუცილებლად უნდა იყვეს მოედანზე , რადგან მის გარეშე ცენტში კავშირი წყდება წინა ხაზთან და მხოლოდ ფლანგებიდან ვცდილობთ ბურთის ამოტანას . მთლიანობაში თამაშის შესაფასებლად კოსოვოსთან თამაში არ გამოდგება , თუმცა მილოცვა ეკუთვნით , რადგან 9 წელია არაფერი მოუგიათ .
ATP 16
11:48 14-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული