protathlima:
"ოქრიაშვილის მიერ საქართველოს ნაკრებში გატანილ გოლს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მან ეს დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.
არავინ იცის, 29 წლის ფეხბურთელი "აპოელში" თამაშს რამდენად სტაბილურად განაგრძობს. ფაქტი ისაა, რომ ამ ეტაპზე, ის გუნდისთვის ნაკლებად მნიშნელოვანი მოთამაშეა. არადა, მთავარ მწვრთნელს ერთ-ერთ ლიდერად წარმოუდგენია."
Goal:
"ოქრი" არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაში ფორვარდადაც შეუძლია და ნახევარდაცვაშიც. საინტერესოა, სანაკრებო შეხვედრების შემდეგ მის ადგილს სად დაინახავენ? ფაქტი ისაა, რომ თორნიკეზე დიდი მოლოდინებია..."
kerkida:
"ოქრიაშვილმა გაიტანა! მართალია, ის იმის
თორნიკე საქართველოს ნაკრების "ჯოკერი" გახდა. შეცვლის შემდეგ "ოქრის" ვილი სანიოლი ჩაეხუტა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ორს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს."
შეგახსენებთ, ოქრიაშვილმა "ჯვაროსნების" რიგებში მე-13 გოლი გაიტანა და ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
თურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!
"დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ..." - სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]