საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ​ ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, დავით ვოლკოვი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია, ნიკა კაჭარავა) 9 ნოემბრიდან შეუერთდებიან. გუნდი სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს ხვალ თბილისში გამართავს, მოგვიანებით კი ნაკრები ბათუმში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი
ყვითელი ბარათების გამო შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ფეხბურთელები გუნდთან ერთად უზბეკეთთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის მოემზადებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი - 21:00 | ბათუმი
საქართველო - შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15 ნოემბერი - 18:00 | გორი
საქართველო - უზბეკეთი

ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული