საქართველოს ნაკრები შვედეთთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით ბათუმში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 ნოემბერს ბათუმში გაემგზავრა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის მასპინძელ ქალაქში ჩასვლამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს.

ვილი სანიოლის გუნდი შვედეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

10
ნოემბრის განრიგი აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის:
18:00 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
20:15 - შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
21:00 - შვედეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
პირველივე შეკრებიდან ბათუმში უნდა მომზადებულიყვნენ. უცხო ქვეყანაში აქვთ გასვლითი თამაში დღეს რომ ჩავიდნენ? არ უნდა შეჩვეულიყვნენ ახალ მოედანს?
ზურა
20:45 09-11-2021
1
ირაკლი ღარიბაშვილო და ირაკლი კობახიძე უშველეთ ქართულ ფეხბურთსაც!!!!!!!!!
კასპელი პუტინი
21:20 09-11-2021
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული