ზლატანი საქართველოსა და ესპანეთთან მოახლოებულ მატჩებზე

AutoSharing Option
მარტში, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის შვედეთის ნაკრებში დაბრუნებულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან საშინაო შეხვედრაში მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა - საგოლე პასი გააკეთა, თუმცა ევროფორუმზე თამაში მაინც ვერ შეძლო.

"ჯვაროსნებთან" გასვლით დაპირისპირებაში ზლატანი ისევ იანე ანდერსონის გუნდთან ერთად იქნება.

Sportstar-ი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ "მილანის" 40 წლის ვარსკვლავის კომენტარს აქვეყნებს:

"თუ მწვრთნელის სურვილი იქნება, დარჩენილ ორივე მატჩში ვითამაშებ. საჭიროების შემთხვევაში, ამის გაკეთება შემიძლია. ყოველდღიურად ჩემს სხეულს უფრო უკეთ ვიცნობ - ის ბერდება, მაგრამ გონება ახალგაზრდავდება და უკეთესად გამოვიყურები. ცოტა უიღბლო
პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ნამდვილად მზად ვარ და მიხარია, რომ თამაში შემიძლია. ასეთ დაპირისპირებაში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელს სურს, სასწორზე ბევრი რამ დევს. გუნდი აქამდე შესანიშნავად მივიდა, ახლა კი მხოლოდ ბოლო აკორდია დარჩენილი და თავდაჯერება არ უნდა დავკარგოთ.

ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება რთული იყო. არადა, მოუთმენლად ველოდებოდი და ვოცნებობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ ვითამაშე."

შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების პირველი დაპირისპირება მასპინძელთა (1:0) გამარჯვებით დასრულდა, მეორე კი 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება.

ვილი სანიოლის გუნდს (4 ქულა) ჯგუფიდან გასვლის ამბიციები დაკარგული აქვს. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს - ისინი ჯგუფს 15 ქულით ლიდერობენ და უკანასკნელ ტურში, 15 ნოემბერს, პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ ესპანეთის ნაკრებსაც სტუმრობენ. "ფურია როხას" 13 ქულა აქვს, საბერძნეთის ნაკრებს - 9.

altვინ როგორ ფორმაში ხვდება სანაკრებო შეხვედრებს?

altლობჟანიძე: ჩვენი სურვილია, წელი კარგად დავასრულოთ

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიქაუტაძეს თუ არ ათამაშებდნენ რაღას იწვევდნენ ნაკრებში?
ზურა
20:42 09-11-2021
1
აუ ზლატან დაგვანებე რა თავი, წადი ვინმე სხვას გაუტანე, გაგვიხდა ესეც რობი კინივით
ნიმბუსი
19:21 09-11-2021
0

სიახლეები პოპულარული