შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"ბათუმში მატარებლით ჩამოვედით და მგზავრობა სასარგებლო იყო. საქართველოში კომფორტული მატარებლებია. ვისაუბრეთ გასულ და მომავალ შეხვედრებზე. ერთმანეთთან მეტი ურთიერთობა გვქონდა და მოგზაურობით ყველა კმაყოფილი დარჩა.
ვიდრე ახალ ფეხბურთელებს უშუალოდ საქმეში არ ნახავ, მათ შესაძლებლობებს ვერ გაიგებ. მათი გამოცდა აუცილებელი იყო.
სექტემბერში სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. ეს მეტადრე კოსოვოსთან საშინაო მატჩზე ითქმის. შემდეგ კოსოვოსთან სტუმრად უკეთ ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. შესაძლოა, ზოგს მიაჩნია, რომ სხვადასხვა განწყობა გვქონდა, თუმცა
ეს ასე არ არის. გასათვალისწინებელია ფეხბურთელთა ტრავმები და დანაკლისი.
შვედეთთან გასვლაზე ჩატარებული შეხვედრა ორივე გუნდისთვის რთული გახლდათ. წაგების მიუხედავად, მაინც კმაყოფილი დავრჩი, რადგან ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც მოტივირებულ გუნდს ვიხილავ. ჩემი მოთამაშეების იმედი მაქვს. ყველა მონდომებულია.
მამარდაშვილი ახალგაზრდაა და სათამაშო პრაქტიკას საჭიროებს. ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან შეუცვლელად თამაში მისთვის კარგი შესაძლებლობაა, რამეთუ სექტემბრის შემდეგ "ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
მარტის მერე 7 თვე გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. თუ დაცვა დამაჯერებელი ვერ იქნება, დადებითი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება".
ოღონდ როცა გუნდში ინიშნებიან ფიქრობენ,კი ამ გუნდს არა ჰყავს ვარსკვლავები,მაგრამ გამოვძებნი-ზოგი დაწინაურდება,მოუმატებს,გუნდურ თამაშს ვასწავლი... ტოპმიოლერი და კუპერი აქ ატარებდნენ კვირაში ერთ ვარჯიშს,ეროვნული ჩემპიდან ბიჭები რო აზრზე მოეყვანათ..
მაგრამ ხდება საპირისპირო-მომატების ნაცვლად ყველა უკლებს თამაშს,თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა ტრავმას იღებს და ვერ გროვდება კვალიფიციური 5-6კაცი ვისზეც გუნდი უნდა ააწყო.
ტოპმიოლერმა საქართველოს მერე საერთოდ კარიერა დაასრულა(განა რა გაატანეს იმდენი რო გერმანელს მუშაობის მოტივაცია დაუკარგეს,მე მგონი ფეხბურთი შეაზიზღეს)
კუპერი მანამდე ვალენსია-ინტერი კაცი იყო და ჩვენს მერე ჩამობეტისდა და რეპუტაცია გაუფუჭდა.
ქეცბა-ანორთოსისი და ძველი კავშირები რო არა უმუშევარი იჯდებოდა..რა სახელით მოვიდა და ხელმოცარული წავიდა.
საქმე ამაშია-რატო ვერ ვითარდებიან ქართველი ფეხბურთელები ეს უნდა ეძებოს ვისაც ევალება ფესერაციიდან.