ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, შვედეთის 2:0 დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სიამოვნებით და ხალისიანად უპასუხა:
"ხიზანიშვილთან ურთიერთობის პრობლემა არ იყო. ეს დაგეგმილი გახლდათ. მუსიკა უყვარს და ყურსასმენი ამიტომ ეკეთა (იღიმის).
კვარაცხელია უკანასკნელ ხანს საუკეთესო ფორმაში ვერ იყო, მაგრამ იცის, როგორ უყვართ ის სამშობლოში. გთხოვთ, მის ტრანსფერზე ცოტა ილაპარაკოთ. თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად ევროპის კარგ გუნდში გადავა. შევამჩნიეთ, რომ დაიღალა და შეცვლას ვაპირებდით, თვითონაც გვანიშნა, მერე კი მოსახდენი მოხდა.
კაკაბაძე კლუბში რთულ სიტუაციაშია, კოსოვოში კარგი
მატჩი ჩაატარა, გამახარა. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. კაშიაზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია, ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შესანიშნავია.
გამართლება? შვედეთში მათ გაუმართლათ, თორემ წაგებას არ ვიმსახურებდით. ეს გუნდი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს. განსხვავება მხოლოდ მაშინაა, როდესაც იბრაჰიმოვიჩი ჰყავთ.
სტაბილურობის მნიშვნელობაზე ადრეც გავამახვილე ყურადღება. ეს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისათვის აუცილებელია. მარტში ტრავმების გამო ფეხბურთელები არ გვაკლდა, სექტემბერში კი შესუსტებული შემადგენლობით მოგვიწია თამაში. იმედია, მომავალში ნაკლები პრობლემები გვექნება და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
მადლობა გულშემატკივარს, შესანიშნავად გვიქომაგეს. ასე ქომაგობენ ნაკრებს საქართველოში ყველგან".
რაც არ მომეწონა, ბევრი ინდივიდუალური შეცდომა იყო. კაკაბაძემ ბევრი არასწორი პასი გააკეთა და ეტყობოდა, რომ ამოვარდნილია სათამაშო რიტმიდან. გვილიას ერთი დიდი ნაკლი აქვს ხშირად კარგავ ბურთს, რაც ნახევარმცველისთვის ყველაზე დიდი ნაკლია, თორე ბევრად უკეთესი ფეხბურთელი იქნებოდა.
1. ამ კონტიგენტით ნორმალური შედეგის ჩვენება სავსებით შესაძლებელია.
2. დანაშაული იყო მაყურებლების არდაშვება იმ მატჩებზე რომლებიც ნაკრების ბედს წყვეტდა. თორემ გუშინდელ მატჩს მხოლოდ ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ქონდა
3. ნაკრებს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა უკვე მრავალი წელია და მასთან ფსიქოლოგი უნდა მუშაობდეს. რამდენი ხანია ეს ცხადია?
4. მწვრთნელის დამსახურება გუშინდელ გამარჯვებაში დიდი ვერაფერი იყო. შეიძლება უფრო დაწვრილებითაც მაგრამ ბევრია დასაწერი და აქ ამის ადგილი არაა.
. ორი პირობით- კარგი მწვრთნელი და ფსიქოლოგი. რაც შეეხება ფიზიკას- ეგეც მწვრთნელზეა დამოკიდებული მოთხოვნის იმათ ვისაც ნაკრებში გამოიძახებს იყვნენ საჭირო კონდიციაში. სხვა შემთხვევაში ნაკრების კარი დაიხურება.
ნაკრებს ფსიქოლოგიური კი არა, ფიზიკური პრობლემები აქვს. 90 წუთი სირბილი არ შეუძლია გუნდის უმეტესობას.
მაყურებლის არდაშვება აბსოლუტური მავნებლობაა. კოვიდპასპორტით ნებისმიერი თავყრილობის დაშვება არის ოპტიმალური გამოსავალი.
ვისურვებდი კიდევ გამართოს თამაში ჩვენმა ნაკრებმა გულშემატკივართა მხარდაჭერით.