სანიოლი: გაგვიმართლა? - ეს მაგათ გაუმართლათ პირველ მატჩში

AutoSharing Option
ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, შვედეთის 2:0 დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სიამოვნებით და ხალისიანად უპასუხა:

"ხიზანიშვილთან ურთიერთობის პრობლემა არ იყო. ეს დაგეგმილი გახლდათ. მუსიკა უყვარს და ყურსასმენი ამიტომ ეკეთა (იღიმის).

კვარაცხელია უკანასკნელ ხანს საუკეთესო ფორმაში ვერ იყო, მაგრამ იცის, როგორ უყვართ ის სამშობლოში. გთხოვთ, მის ტრანსფერზე ცოტა ილაპარაკოთ. თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად ევროპის კარგ გუნდში გადავა. შევამჩნიეთ, რომ დაიღალა და შეცვლას ვაპირებდით, თვითონაც გვანიშნა, მერე კი მოსახდენი მოხდა.
კაკაბაძე კლუბში რთულ სიტუაციაშია, კოსოვოში კარგი
მატჩი ჩაატარა, გამახარა. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. კაშიაზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია, ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შესანიშნავია.

გამართლება? შვედეთში მათ გაუმართლათ, თორემ წაგებას არ ვიმსახურებდით. ეს გუნდი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს. განსხვავება მხოლოდ მაშინაა, როდესაც იბრაჰიმოვიჩი ჰყავთ.

სტაბილურობის მნიშვნელობაზე ადრეც გავამახვილე ყურადღება. ეს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისათვის აუცილებელია. მარტში ტრავმების გამო ფეხბურთელები არ გვაკლდა, სექტემბერში კი შესუსტებული შემადგენლობით მოგვიწია თამაში. იმედია, მომავალში ნაკლები პრობლემები გვექნება და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

მადლობა გულშემატკივარს, შესანიშნავად გვიქომაგეს. ასე ქომაგობენ ნაკრებს საქართველოში ყველგან".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ გამარჯვებას უძღვნი ჩემს გარდაცვლილ ბიძიას ასაკივან ქომაგს რომელიც ელოდა მეტს მაგრამ ეს გამარჯვებაც გახარებდა მადლობა ბიჭებო ასე დაიხარჯეთ დღეს და ყოველთვის ფეხბურთი ბრძოლაა ბოლომდე როგორც ცხოვრება როგორც ომი შენი ქვეყნისთვის
აჩი***
01:43 12-11-2021
0
ბოლო 10-15 წლის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატების ციკლებში ჩატარებულ ასპარეზობებს შორის საუკეთესო შედეგია ჩვენთვის ეს შედეგი სამწუაროთ მე არ მახსოვს მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით საქართველოს ზედიზედ 2 თამაში მოეგოს და ჯგუფში 7 ქულა დაეგროვებინოს ჩვენაირი შედეგების მქონე ნაკრებისთვის და იმ ჯგუფიდან გამომდინარე რა ჯგუფშიც ვიყავით მე ამ შედეგს დამაკმაყოფილებლად მივიჩნევ თუმცა შეგვეძლო მეტი ქულის აღებაც.
გიორგი
02:41 12-11-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული