ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
საქართველო - შვედეთის (2:0) შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

გიორგი ლორია (8.5) - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი როლი მის გამოცდილ კიპერს აქვს. გიორგი ლორია, შვედების წინააღმდეგ, უბრალოდ შეუდარებელი იყო - როგორც დარტყმების მოგერიებით (7), ასევე დამაჯერებლობით როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლებზე თამაშისას.

"ანორთოსისის" კიპერს მხოლოდ ზუსტი პასების კომპონენტში თუ "ვუსაყვედურებთ".

ოთარ კაკაბაძე (6.5) - ოთარი ახალი ტაქტიკური სქემის შერწმის პროცესშია. ის ცენტრალური მცველი არაა, თუმცა სანიოლი ენდობა და მისი მეშვეობით განლაგების
ნებისმიერ დროც ცვლილებაც შესაძლებელია. პირველ ტაიმში, კაკაბაძემ სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა გოლს გადავურჩით. მას საჰაერო ორთაბრძოლების მოგება უჭირდა. ბურთი კი 13-ჯერ დაკარგა.

საქართველოს ნაკრებს მეტოქეს სერიოზული შემტევები ჰყავდა და მათ წინააღმდეგ თამაში იოლი არ იყო, ჩვენი დაცვა კი მშვენივრად გამოიყურებოდა - კარი მშრალად შეინახა.

გურამ კაშია (8.0) - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავისი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა - არაფერი დაუთმო ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ალექსანდერ ისაკს, ბოლომდე თავგანწირვით ითამაშა. რაც მთავარია, გურამს ლიდერის თვისებები აქვს და დაცვის დალაგების უნარები ახასიათებს.

კაშიამ საჯარიმოდან ბურთი 9-ჯერ გამოიტანა, მხოლოდ 1 საჰაერო ორთაბრძოლა წააგო და ზუსტი პასების კარგი მაჩვენებელიც ჰქონდა (84%).

Sportall.Ge

დავით ხოჭოლავა (8.0) - "კოპენჰაგენის" მცველი შეუდარებელი იყო - 4-ჯერ დაბლოკა მოწინააღმდეგების დარტყმები, ერთხელ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. დათამ პირველ გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო - ოქრიაშვილის ჩაკიდებული საჯარიმო თავით მშვენივრად დაადგო, რასაც მეტოქის კარზე ზეწოლა და საბოლოოდ, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მოჰყვა.

რეალურად, მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა - როცა კლაესონი "დაკარგა."

ირაკლი აზაროვი (7.5) - ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებიდან შეკრებამდე უფრო სრულყოფილი და დახვეწილი ხდება, ტაქტიკურ ნიუანსებში კი ზედმიწევნით კარგად ერკვევა. ირაკლი ბურთს საკმაოდ ბევრჯერ , 64-ჯერ შეეხო , პასების სიზუსტე 81 % ჰქონდა და ორივე გოლში საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა.

საბა ლობჟანიძე (7.0) - საბამ ისევ ბევრი იმუშავა და მთელ ფლანგს აქტიურად აკონტროლებდა. ლობჟანიძე დაცვით ფაზაშიც ბევრს აკეთებს (ართმევა, ჩაჭრა, ბურთის გამოტანა) და საგოლე მომენტიც შეექმნა.

Sportall.Ge

ნიკა კვესკვესკირი (7.5) - ჩვენმა ნახევარდაცვამ საკმაოდ ბევრი იმუშავა და მეტოქეს არაფერი დაუთმო. კვეკვესკირი არც ორთაბრძოლებში იჩაგრებოდა და პასებით თამაშის გამწვავებასაც ცდილობდა. ნიკამ 2-ჯერ ბურთის ჩაჭრა და მეტოქის შეჩერება მოახერხა.

ვაკო გვილია (7.0) - გვილია ორთაბრძოლებს ტრადიციულად, არ ერიდებოდა და წინა შეხვედრებისგან განსხვავებით პასების სიზუსტის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა. ერთხელ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. ვაკო ბევრს ცდილობდა, რგოლებს შორის ბურთს სწრაფად ემოძრავა, ერთხელაც გაშვებულ გოლს გადაგვარჩიინა.

ხვიჩა კვარაცხელია (9.0)
- "რუბინის" გარემარბი საუკეთესო მხოლოდ დუბლისა და სახიფათო დარტყმის გამო არ ყოფილა. ხვიჩას წარმატებული დრიბლინგებიც გამოსდიოდა და დიაგონალური პასებიც - რამდენჯერმე საპირისპირო ფლანგზე მდგარ ლობჟანიძეს ბურთი მშვენივრად გადაუტანა. კვარაცხელია ბევრს მუშაობს იმაზეც, რათა გუნდმა თავი უკეთ დაიცვას.

გიორგი წიტაიშვილი (7.5) - გიორგიმ ისევ შემოგვთავაზა წარმატებული დრიბლინგები, არც ორთაბრძოლებს მორიდებია, თუმცა მისი პოზიციიდან გამომდინარე, კარისკენ მეტად უნდა გაეხედა.

თორნიკე ოქრიაშვილი (6.5) - "ოქრი" ტრადიციულად, თამაშში ბოლომდე იყო ჩართული და მონდომებას არ აკლებდა, გაფრთხილებაც ამის გამო მიიღო. ის მოწინააღმდეგის მცველებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, პასები კი ზუსტი გამოდიოდა.

დავით ვოლკოვი (6.0) - "ზირას" ფორვარდი შეხვედრაში მშვენივრად ჩაერთო - საჰაერო ორთაბრძოიოლებშიც თამამად შევიდა, თამაშის გამწვავება პასებითაც სცადა. დაამტკიცა, რომ მასზე უფრო მეტი დროის გამოყოფაც შეიძლება.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (6.5)
- "არსენალის" შემტევი ისევ მშვენივრი იყო - 5-დან 4 პასი ზუტი გამოუვიდა, ერთხელ კი მშვენიერი დრიბლინგი კვარაცხელიას არანაკლები დარტყმით დასრულდა, რომელიც მეკარემ მოიგერია.

ვაკო ყაზაიშვილი - ანგარიშიდან გამომდინარე, ვაკო სანიოლმა კონკრეტული მიზნით შემოიყვანა და ყაზაიშვილს შეხვედრაში ჩართვა არ გასჭირვებია.

გრიგოლ ჩაბრაძე - დაღლილ საბა ლობჟანიძეს ჩანაცვლება აუცილებლად სჭირდებოდა. ჩაბრაძე მონდომებული იყო, თუმცა ორთაბრძოლების მოგება და ზუსტი პასების გაკეთება გაუჭირდა.

ვილი სანიოლი (8.0)
- საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოპტიმლურ განლაგებას მიაგნო და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიმარჯვა. იგრძნობა, რომ მან თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ახლა უკეთ აქვს შეფასებული და წარმატების მიღწევის გზებსაც მიაგნო.

რა თქმა უნდა, ისევ იყო მონაკვეთები, საქართველოს ნაკრები მოვლენებს რომ წყდებოდა, თუმცა მაქსიმალურად სწრაფადვე ფხიზლდებოდა. როცა შენზე მაღალი კლასის გუნდს აჯობებ, მწვრთბნელის როლი მნიშვნელოვანია.

altდამაფიქრებელი გამარჯვება - რატომ არ შეგვიძლია სტაბილურად?!

მკითხველის კომენტარები / 17 /
პირველ რიგში ბრავო ბიჭებო,იბრძოლეს და მოიგეს,ყოველთვის სხვას უნდა გაიმართლოს?ლორიას სასწაული ბურთები არ მოუგერიებია,მაგრამ საიმედო იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი,კაშია ჩვენი გუნდის ბარეზია!თბილია შევეჩვიეთ,რომ პირველ ტაიმში ჩააგდებს და მეორეში მაგარია,სხვა-შეტევამ მაგრად ითამაშა და კვარაცხელიამ შეასრულა-ბრავო!დაცვა ბევრჯერ ჩავარდა,პირველკლასელები უთ ცდებოდნენ,თუმცა კაშია საიმედოა!,ჩაკვეტაძე და მითუმეტეს კანკავა ძალიან აკლდა გუნდს- ეს აშკარაა.
ლუკა
23:33 13-11-2021
1
ვოლკოვი კარგად ჩაერთო
უბრალოდ ცოტა დრო ქონდა და იმიტომ აქვს დაბალი შეფასება
თენგო
22:00 13-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული