ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, საქართველო - უზბეკეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.
მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის
შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინრეჟიმში, TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.
• ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა
• ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს
ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, მატჩის მასპინძელ სტადიონზე დროულად მობრძანდნენ.
• სტადიონის შესასვლელები გაიღება 15:00 საათიდან
• სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი
• შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი | პირადობის დამადასტურებელი მოწმობა | ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი | ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი | ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა
• სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება
• სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი
საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 15 ნოემბერს, 18:00 საათზე, გორში გაიმართება. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონიდან პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
წყარო: nakrebi.ge
"ვამაყობ ჩემი სამშობლოთი..." - წიტაიშვილის ინტერვიუ
ხვიჩა შორეულ ბრაზილიაშიც კი შენიშნეს და აღიარეს - "ქართველი მესი"
აკი 1 დეკემბრიდანო?