"20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე მინდოდა ამის გაკეთება, თუმცა პატივი იგორისა და გრიგორის რჩევას ვეცი, მაშინ ეს არ გავაკეთე. მათთან განვიხილე, რომ ამ შემთხვევაში კიევის "დინამოში" როგორც ლეგიონერი, ისე ვიქნებოდი. მითხრეს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვიქნებოდი თუ არა ლეგიონერი, ჯერ ახალგაზრდა ვარ
და გადაწყვეტილების მისაღებად დაფიქრება მჭირდება. მათ შემაჩერეს და ფიქრის საშუალება მომცეს. დრო გავიდა. მათთან ერთად ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე, შემდეგ ტრავმა მივიღე, მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებში დებიუტს ვფიქრობდი.
რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება? ვამაყობ ჩემი სამშობლოთი, მე ქართველი ვარ, უკრაინა კი ჩემი მეორე სახლია. როდესაც ჰიმნს ვისმენ, გულზე ხელს ჯერ კიდევ ვიდებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ჩემს ქვეყანას ვუღალატე.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ეროვნული ნაკრები ავირჩიე, ბაბუაჩემი გახლდათ. მას ეს ძალიან უნდოდა. როდესაც გარდაიცვალა, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე" - განაცხადა გიორგიმ.
ხვიჩას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა! [VIDEO]
გვეამაყები და შენ, კვარამდა ჩაკვემ დიდი საქმეები უნდა გააკეთოთ