სავარაუდო შემადგენლობა უზბეკეთთან - ექსპერიმენტები თუ ბირთვის გამოკვეთა?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან ამხანაგურ დაპირისპირებას მშვენიერ ხასიათზე ხვდება - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავიმარჯვეთ, თანაც - შვედეთის ნაკრებთან.

მატჩის დაგეგმვამდე, ხვალინდელი მეტოქე ფიფას რეიტინგში ჩვენზე წინ იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მისი თანაგუნდელების ძლევა მნიშვნელოვნად დაგვაწინაურებს, თუმცა წინსვლის კიდევ უფრო გამყარებაა საჭირო.

გორში (15 ნოემბერს, 18:00 საათზე) გასამართი შეხვედრა "ერთა ლიგამდე" უკანასკნელი რეპეტიცია იქნება. ვილი სანიოლი ერთგვარ საგონებელშია - კიდევ უფრო შეათამაშოს და სრულყოფილი გახადოს ის გუნდი, რომელსაც შვედეთთან ენდო, ახალი ტაქტიკურ სქემა მეტად ადაპტირებული გახადოს თუ გარკვეულ
ექსპერიმენტებს მიმართოს და ზოგიერთ პოზიციაზე კონკურენცია გააძლიეროს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სანიოლმა თქვა, რომ გუნდში ბევრი ცვლილება არ იქნება.

შვედეთთან შეხვედრისგან განსხვავებით (სადაც მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ გამოვიცანით), ახლა შემადგენლობაზე მსჯელობა გაცილებით რთული იქნება, თუმცა ჩვენი ვარაუდი ასეთია:

ლაზარე კუპატაძე - თუკი სანიოლის "ჯვაროსნებში" მოღვაწეობას გადავხედავთ, ამხანაგურ შეხვედრაში მეკარის როტაციას ველით. ასეთ დროს, ლაზარე კუპატაძის თამაშის შანსები მეტი იყო, ვიდრე ლუკა გუგეშაშვილის და სანიოლმა ასეც დაანონსა.

დავით ხოჭოლავა - როგორც ვხედავთ, სანიოლს ძირითად განლაგებად 3 მცველით თამაში წარმოუდგენია. აქამდე მარჯვენა ცენტრალური უკანახაზელი ოთარ კაკაბაძე იყო, რომელიც ამპლუით ფლანგელია.

თუკი ფრანგი სპეციალისტი გუნდის ამ ტაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად შერწყმას გადაწყვეტს და უზბეკებსაც ასე დაუპირისპირდება, ამჯერად ალბათ, სამივე ნომინალურ "ცენტრ-ბექს" ვიხილავთ.

გურამ კაშია - "სლოგანის" ვეტერანი ჩვენი დაცვის შეუცვლელი ფიგურა და ლიდერია. ის კარგად ხელმძღვანელობს გუნდს და უახლოეს პერიოდშიც ასე უნდა იყოს.

Sportall.Ge

ლაშა დვალი - ვერსად გავექცევით იმას, რომ "ფერენცვაროშის" მცველი დიდი ხანია, სათამაშო პრაქტიკის გარეშეა. ტრავმის შემდეგ, მას გუნდში ნდობა არ აქვს. თუმცა, ვილის მისი ეიმედება და ფორმაში შესვლასაც ხელს უწყობს.

გრიგოლ ჩაბრაძე - საბა ლობჟანიძე ახალ ტაქტიკურ სქემას მშვენივრად მოერგო და რთულია მოძებნო ფეხბურთელი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე მსგავსი მოცულობის სამუშაოს შეასრულებს. ვფიქრობთ, საბას დასვენების საშუალება მიეცემა, რითაც ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის მოსინჯვასაც მოხერხდება.

ფრანგსა და მის სამწვრთნელო შტაბს შეუძლიათ, აქ რომელიმე შემტევის, მაგალითად დავითაშვილის ან წიტაიშვილს თამაში განიხილოს. არსებობს იმის ვარიანტიც, მარცხენაფლანგელი (გიორბელიძე ან აზაროვი) მარჯვნივ ვიხილოთ, თუმცა ყველაზე დიდი შანსი მაინც ბათუმის "დინამოს" ფლანგელ გრიგოლ ჩაბრაძეს აქვს.

გურამ გიორბელიძე - შევედეთთან შეხვედრის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ აზაროვი - კვარაცხელიას ტანდემი ძალიან კარგად მოქმედებდა და იქნებ, ვილიმ ეს წყვილი არ "დაშალოს", თუმცა დისკვალიფიკაციამოხდილი გურამ გიორბელიძე საკუთარ შანსს ელოდება.

Sportall.Ge

გიორგი აბურჯანია - გამოიკვეთა, რომ მინდვრის ცენტრში კვეკვესკირი-გვილიას წყვილი მწვრთნელის ფავორიტი ხდება, თუმცა ამხანაგურ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი გიორგი აბურჯანიასაც უნდა მიეცეს.

ვაკო გვილია - რთულია თქმა, დასვენების შესაძლებლობა კვეკვესკირს მიეცემა თუ გვილიას, თუმცა სასტარტოში "რაკოვის" ნახევარმცველის გამოჩენა მაინც უფრო რეალურია.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია - "რუბინის" გარემარბს რუსეთის პრემიერლიგაში უახლოესი შეხვედრის გამოტოვება უწევს, ასე რომ სავსებით შესაძლებელია, მან კიდევ ერთ სანაკრებო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზოს. ხვიჩამ შვედეთთან დუბლით ცუდი პერიოდი საბოლოოდ უკან მოიტოვა და ეს წარმატება კიდევ უფრო უნდა განიმტკიცოს.

ზურიკო დავითაშვილი - გიორგი ჩაკვეტაძე გვყავს შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებს. დავითაშვილი შეხვედრებში ძალიან აქტიურად ერთვება და ამხანაგურ დაპირისპირებაში სასტარტოში თამაშსაც იმსახურებს. 

ძირითადის ამბიციები ვაკო ყაზაიშვილსაც აქვს.

Sportall.Ge

დავით ვოლკოვი - "ზირას" ფორვარდი შვედეთთან ენერგიულად და მოტივირებული შემოვიდა. ფორვარდის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სხვადასხვა ალტერნატივას ეძებს და ვოლკოვიც სავარაუდოდ, უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

რა თქმა უნდა, თორნიკე ოქრიაშვილის ვარიანტი ისევ განხილული იქნება. თავისს შანს ნიკა კაჭარავაც ელის, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით საკმაოდ დიდი ხანია აღარ უასპარეზია.

altრას წარმოადგენენ უზბეკები და რა შანსი აქვს კარგ ხასიათზე მყოფ საქართველოს?

altკანკავას გარეშე და ტრავმირებული მცველით - "ჯვაროსნები" უზბეკეთისთვის ემზადებიან

მკითხველის კომენტარები / 17 /
კაკაბაძე არარის ფორმაში
მამუკა
15 ნოემბერი 2021 11:13
0
იქნება ოქრიაშვილი მოედნის ცენტრსა და ცენტრალური თავდამსხმელის უკან, იქნება ფეხბურთი! მეკარეები ორივე უნდა გამოსცადოს, თითო ტაიმი უნდა ათამაშოს! ვერ გამიგია ყაზაიშვილი ქვეყნის დასალიერიდან რატომ ჩამოიყვანა?! კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებში ამხანაგურ ანუ ფეხბურთელების გამოსაცდელ მატჩში მისი გამოყენება რა საჭიროა?!
SILVERMARCS
15 ნოემბერი 2021 08:43
0
ჩაკვეტაძე მინდა ძირითადში, კვარაც და ასევე ვოლკოვი აუვცილებლად. ძალიან მონდომებული იყო ის პატარა დრო რაც ვოლკოვმა ითამაშა. სანიოლმაც აღნიშნა და მჯერა ათამაშებს. იქნებ ვინმე სცადოს სანიოლმა კაკაბაძის ნაცვლად, ამ ეტაპზე მასზე სუსტად არავინ თამაშობს ნაკრებში და რას ქვია შემცვლელი არ ყავს მე ვერ მესმის. ვინც ფეხბურთს თამაშობს ასე მგონია ყველა შეცვლის კაკაბაძეს. როცა მოუმარებს მერე ვნახოთ. ნაკრები პოლიგონია არ არაის.
G.LA
14 ნოემბერი 2021 22:01
1
კაკაბაძე არასტაბილურია მაგრამ არ დაგვავიწყდეს ესპანეთთან მისი თამაში.
Davit2101
15 ნოემბერი 2021 09:25
0
კუპატაძე;
კაკაბაძე-კაშია-ხოჭოლავა-გიორბელიძე;
მამუჩაშვილი-აბურჯანია;
წიტაიშვილი-ჩაკვეტაძე-კვარაცხელია;
ვოლკოვი.
Burton
14 ნოემბერი 2021 20:55
9
გავალთ როგორც ლომები და გამოვალთ როგორც ცხვრები, ასე იცის ზედმეტმა თავდაჯერებამ.. ორჯერ გავარდა ყარაულის ფილთა ხირიმი
და მესამეჯერ დროა უკვე სხვამაც ისროლოს..
ტაშკენტიდან ჩამევიდა ქარავანი.......
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 ნოემბერი 2021 20:37
8
კუპატაძე
ჩაბრაძე ლოჩოშვილი დვალი გიორბელიძე
კანკავა აბურჯანია
წიტაიშვილი დავითაშვილი ჩაკვეტაძე
ვოლკოვი

მერე შემოვა შეცვლებზე შვედეთთან ვინც იყო ძირითადში.
QT
14 ნოემბერი 2021 20:33
2
ჟურნალისტებო, კარგი იქნება, თუ სავარაუდო შემადგებლობის დასახელების შემდეგ, სტატიის ბოლოს, გრაფიკულადაც გვაჩვენებდით ფეხბურთელების მოედანზე სავარაუდო განლაგებას. მე პირადად მადლობელი დაგრჩებით:))
ალექსა
14 ნოემბერი 2021 15:10
0
თუ რამე არ აწუხებს დარწმუნებული ვარ ჩაკვეტაძე ძირითადში იქნება.
fff
14 ნოემბერი 2021 13:45
4
არ შეიძლება, რომ ჩაკვეტაძემ უკან დაიწიოს საყრდენად? აბურჯანია-ჩაკვეტაძის წყვილი საინტერესო ოქნებოდა (უთხარით რა ვილის).
Lasha
14 ნოემბერი 2021 13:19
12
ჩაკვეტაძე საყრდენად??? წარმოუდგენელია მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე... თენგიზ სულაქველიძე დღესაც უკეთესი საყრდენი ნახევარმცველი იქნება, ვინემ გიორგი ჩაკვეტაძე. დღეს ფაქტია, რომ ჩაკვეტაძე ბოლომდა მზად არ არის ნაკრებში სათამაშოდ. იმედია, მომავალ წელს სრულად არიდგენს ფორმას, და დაიბრუნებს ადგილს ძირითადში...
tngh
14 ნოემბერი 2021 14:38
2
გუგეშაშვილი, კვარაცხელია,ვოლკოვი არ დაიწყებენ ძირითადში თამაშს, შეცვლაზე შიძლება შემოვიდენ! მათ მაგივრად კუპატაძე,წიტაიშვილი და კაჭარავა დაიწყებენ.
მწრთვნელი
14 ნოემბერი 2021 13:11
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული