რას წარმოადგენენ უზბეკები და რა შანსი აქვს კარგ ხასიათზე მყოფ საქართველოს?

AutoSharing Option
შვედეთთან გამარჯვებით გახარებული საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრით საფეხბურთო 2021 წელს დახურავს. ამის შემდეგ მზადება "ერთა ლიგისთვის" დაიწყება, რომლის კენჭისყრა 16 დეკემბერს გაიმართება, სტარტს კი მომავალი წელს აიღებს.

რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე?

უზბეკეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა 9 ქულით ამ სტატუსის მქონე საუკეთესო ნაკრებების სიაში ვერ შევიდა. მათ ერთი გამორჩეული ლეგიონერი ჰყავთ - იტალიური "რომას" ფორვარდი ელდარ შომუროდოვი გუნდის კაპიტანია. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სერია A-ში გოლი და  2 საგოლე გადაცემა აქვს, გასულ სეზონში კი "ჯენოას" რიგებში 8 გოლის
ავტორი გახდა. მანამდე ის "როსტოვში" ასპარეზობდა. აზიის უკანასკნელ შესარჩევ ეტაპზე ელდარმა ერთ-ერთი ყველაზე მეტი - 7 გოლი გაიტანა.

უზბეკებს გამოცდილი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ - სრეჩკო კატანეცი. მოგეხსენებათ, მან წარმატებას სლოვენიის ნაკრებთან ერთად მიაღწია. გუნდში კიდევ ერთი საინტერესო შემტევია - მადრიდის "რეალის" კარში გოლის ავტორი ჯასურბეკ იახშიბოევი - ტირასპოლის "შერიფიდან".

Sportall.Ge

2017 წლის იანვარში საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებები დუბაიში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - ვლადიმირ ვაისმა უახლოესი რეზერვი შეამოწმა და შეხვედრა ფრედ (2:2) დასრულდა. შომუროდოვმა, რომელიც მაშინ საკუთარ ჩემპიონატში გამოდიოდა, როინ კვასხვაძის კარში დუბლი შეასრულა. "ჯვაროსნებში" სადებიუტო გოლი საბა ლობჟანიძემაც გაიტანა, რომელიც დღეს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო წევრია.

უზბეკეთის ნაკრები სექტემბერში ჩვენს ამასწინდელ მეტოქეს, შვედეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა და (1:2) დამარცხდა. სხვათა შორის, შომუროდოვმა იმ შეხვედრაშიც გაიტანა. 

შეხვედრა ამხანაგურია, თუმცა ვილი სანიოლსა და მის გუნდს შანსი აქვთ, წარმატებული სერია გააგრძელონ და რეიტინგში კიდევ უფრო მეტად დაწინაურდნენ. საინტერესოა, "ჯვაროსნების" თავკაცი ექსპერიმენტებს მიმართავს თუ წინა პლანზე შედეგს დააყენებს.

მატჩი 15 ნოემბერს, 18:00 საათზე, გორში გაიმართება.

 

altკანკავას გარეშე და ტრავმირებული მცველით - "ჯვაროსნები" უზბეკეთისთვის ემზადებიან

altფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება
რას

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული